გათამაშების ლიდერი, აქვსენტი გიორგაძისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულონი" პლეი ოფისთვის მებრძოლ "სტად ფრანსეს" ხვდება
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ხუთი ტური დარჩა და პლეი ოფში გასვლისთვის ბრძოლა უკიდურესად მძაფრდება.

მედლებისთვის ასპარეზობის გაგრძელების შანსი ერთბაშად ცხრა გუნდს აქვს, ამათგან ექვსი ქართველ მორაგბეთა გუნდებია. ხუთი მათგანს კი სატურნირო ცხრილის პირველი ხუთი საფეხური უკავია.

გათამაშების ლიდერი აქვსენტი გიორგაძისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულონი" სტუმრად ეთამაშება პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლ "სტად ფრანსეს". ამ ორი გუნდის დაპირისპირება, როგორი სატურნირო მდგომარეობაც უნდა ეკავოთ, ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. ორივე ფრანგული რაგბის ყველაზე ტიტულოვანი და ძველი გუნდია.

შეხვედრა პარიზში "სტად დე ფრანსზე" გაიმართება. მასპინძლები მატჩამდე დიდი ზეიმის გამართვას აპირებენ. ირლანდიური ცეკვები, პომ-პომ გოგონები და კელტურ სამოსში გამოწყობილი ადამიანების აღლუმი, აი ყველაფერი ის, რასაც სტადიონზე მისული ქომაგი დიდ რაგბისთან ერთად იხილავს.

"ტულუზი" მთელი ჩემპიონატის განმავლობაში დამაჯერებლად ლიდერობდა. თუმცა, ბოლო სამ ტურში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ორი მარცხი განიცადა და დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" წამოეწია. ამ გუნდებს შორის სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდა.

ტულუზელთა თავკაცმა, გი ნოვემ პარიზში შესუსტებული შემადგენლობით გადაწყვიტა თამაში, რადგან ერთი კვირის შემდეგ, "ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში მეოთხედფინალური მატჩი ელის. პარიზელების წინააღმდეგ არ ითამაშებენ ვილიამ სერვა, კლემან პუატრენო და ხუთრო სტენკამპი.

ამასთან ერთად ტრავმირებულნი არიან რუპენი კაუკაუ, ჰარი ბოთა, აქვსენტი გიორგაძე, ვენსან კლერი და მაქსიმ მედარი. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ტრავმები მოიშუშეს და "სტად ფრანსესთან" ითამაშებენ ტიერი დუსოტუარი, იონ მაესტრი და ჟან-ბატისტ პუ.

საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. პირველ წრეში "ტულუზმა" შინ 18:15 მოიგო.

დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" სტუმრად ეთამაშება ბასკრ "ბიარიცს", რომელსაც ამ გუნდისთვის უჩვეულო ამოცანა აქვს გადასაჭრელი. ბიარიცელები დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვიან. ბასკებმა ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგეს, რაც ძირითადად გუნდში ქართული წარმოშობის ცხრა ნომერის დიმიტრი იაშვილისა და საფრანგეთის ნაკრების მესამეხაზელის იმანოლ არინორდოკის დაბრუნებას შეიძლება მივაწეროთ.

"კლერმონს" რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე აკლია. გუნდის განაცხადში არც ზირაქაშვილია. პირველ წრეში "ვულკანებმა" ბასკები მშრალი ანგარიშით 41:0 დაამარცხეს.

მესამე ადგილოსანი დავით ქუბრიაშვილის "ტულონი" სტუმრად ეთამაშება დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივს", რომელსაც დივიზიონიდან გავარდნის საფრთხე ჯერ კიდევ ემუქრება. ჩვენებურთა ამ გუნდს აუცილებლად გამარჯვება სჭირდება, რადგან მომავალ სამ ტურში დივიზიონის საუკეთესო გუნდებთან, "ტულუზთან", "კლერმონთან" და "მეტრო რასინგთან უწევს თამაში.

აღსანიშნავია, რომ "ბრივი" საკუთარ მოედანზე კერკეტი კაკალია და ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლა. ბრიველები ყველაზე გაუვალი დაცვის ხაზით ამაყობენ, თუმცა შეტევაში თამაში უჭირთ. "ტულონს" გამარჯვების მიღწევა, სავარაუდოდ, გაუჭირდება. ყველაფერი ამ გუნდის ინგლისელი მგეზავის ჯონი ვილკინსონის ფეხჩუბინობაზე იქნება დამოკიდებული.

ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს, სავარაუდოდ, ასევე ძირითადში დაიწყებს თამაშს კაკოვინიც. პირველი წრეში "ტულონმა" შინ მოიგო - 18:3.

ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელიც მეოთხე ადგილზეა და "ტულონს" შვიდი ქულით ჩამორჩება, სტუმრად ეთამაშება პარიზულ "მეტრო რასინგს", რომელიც ჩვენებურის გუნდის კონკურენტია პლი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლაში.

თამაში უშეღავათო, ძალიან საინტერესო იქნება, მით უფრო, რომ კასტრელები სტუმრად შესანიშნავად თამაშობენ. პარიზელებმა სამმატჩიანი მოგეგბების სერია ერთი კვირის წინ ტულონში მარცხით შეწყვიტეს და ახლა დანაკარგის ანაზღაურებას ეცდებიან.

ფეიქრიშვილი სათადარიგოთა შორის იქნება. პირველ წრეში "კასტრმა" შინ 23:19 წააგო.

"კასტრს" სამი ქულით ჩამორჩება და მე-5 ადგილზეა მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიე", რომელიც 22-ე ტურში შინ ეთამაშება ბექა შეყლაშვილის "აჟენს", რომელიც პლეი ოფში მოხვედრის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.

მონპელეილებმა ერთი კვირის წინ "კასტრთან" წააგეს და წინსვლა დაამუხრუჭეს, თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ საკუთარ მოედნიდან გორგოძე და კომპანია აჟენელებს გახარებულს არ გაუშვებს.

გორგოძე, ჟღენტი და შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში არიან, ნარიაშვილი და შველიძე განაცხადში ვერ მოხვდნენ. პირველ წრეში "აჟენმა" შინ 18:12 გაიმარჯვა.

გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონი", რომელიც უიმედო აუტსაიდერია, შინ ეთამაშება "ბორდოს", რომელმაც წინატურში შინ გათმაშების ლიდერი "ტულუზი" დასცა. ქართველი მორაგბეები განაცხადში არ არიან. პირველ წრეში "ბორდომ" შინ 31:10 მოიგო.

I დივიზიონი

XXII ტური

მეტრო რასინგი-კასტრი, ბიარიცი-კლერმონი, მონპელიე-აჟენი, პერპინიანი-ბაიონი, ლიონი-ბორდო, ბრივი-ტულონი, სტად ფრანსე-ტულუზი.

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულუზი - 74 ქულა, 2. კლერმონი - 73, 3. ტულონი - 62, 4. კასტრი - 55, 5. მონპელიე - 52, 6. სტად ფრანსე - 52, 7. მეტრო რასინგი - 49, 8. აჟენი - 44, 9. ბორდო - 41, 10. ბრივი - 38, 11. ბიარიცი - 38, 12. პერპინიანი - 35, 13. ბაიონი - 34, 14. ლიონი - 26.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა