საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მაღალი შედეგებისთვის იბრძოლებს
31 მარტს გამართულ საქართველო-უკრაინის მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე სტუმართა თავკაცი ალექსანდრ პეტრაკოვი არ მოსულა, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ კი, ბუნებრივია, ემოციურად ისაუბრა.

მასთან ერთად, მედიის წინაშე საქართველოს ნაკრების მეკარე ალექსანდრე ადამია და გამარჯვების გოლის გამტანი ალექსანდრე მზევაშვილი წარსდგნენ.

ვასილ მაისურაძე:

- დიდი მადლობა ყველას, ვინც საქართველოს ნაკრებს მხარში დაუდგა. განსაკუთრებული მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, რომლებმაც დიდი ძალა შეგვმატეს.

მადლობა ბიჭებს იმისთვის, რომ უბრალოება შეინარჩუნეს და თავში არ აუვარდათ, არ გაყოყოჩდნენ.

ელიტრაუნდის თითოეული მატჩისთვის მზად ვიყავით. ყოველ საღამოს თეორიული მეცადინეობა გვქონდა და ვიცოდით, რომელ მეტოქესთან რა უნდა მოგვემოქმედა.

საბედნიეროდ, ბოლო აკორდიც წარმატებული გამოგვივიდა და ამხელა შედეგს მივაღწიეთ.

ასეთი გამარჯვებები შემთხვევით არ მოდის, მას დიდი შრომა და ბრძოლა სჭირდება. იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ესპანურ და ინგლისურ ფეხბურთს წამოვეწიეთ, მაგრამ ამ კონკრეტული გამარჯვებით მაინც დიდი საქმე გავაკეთეთ.

- ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე რა შანსები გვაქვს?

- შანსები თითქოს არც ელიტრაუნდში გვქონია, მაგრამ ყველა პროგნოზი თავდაყირა დავაყენეთ. თუმცა ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ ფინალურ ეტაპზე გასვლა შეგვეძლო.

ევროპის ჩემპიონატზეც მაღალი შედეგებისთვის ვიბრძოლებთ. ამ ემოციური ფონიდან მალე უნდა გამოვიდეთ. ევროპის ჩემპიონატი კარს მოგვადგა და მისთვის ღირსეულად უნდა მოვემზადოთ.

- აბურჯანიასთან დაკავშირებული გაუგებრობა მოგვარებულია?

- არავითარი პრობლემა არ არსებობს, აბურჯანია კვლავ საქართველოს ნაკრების წევრია.

ალექსანდრე ადამია:

- მადლობა ყველას, ვინც საქართველოს ნაკრებს ასე ერთგულად ედგა გვერდში. ეს ხომ მხოლოდ ნაკრების კი არა, მთელი ქვეყნის გამარჯვებაა.

ალექსანდრე მზევაშვილი:

- გულშემატკივართა თანადგომის გარეშე ასეთ ძლიერ ჯგუფში გამარჯვება წარმოუდგენელი იქნებოდა. დიდი მადლობა ქომაგებსაც და ჩვენი გუნდის წევრებსაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lashaaaa sanzonaa
საღოლ ბიჩები გენაცვალეთ. ჯიგრები ხართ . ალექს ჩემი ძმა ხარ მზევაშვილი
უძლევი
ყოჩაღ ბიჭებს, ყოჩაღ ვასილ მაისურაძეს! ევრო U17-ის 2012-ზე გასვლა, თან ესპანეთის, ინგლისის და უკრაინის ჩამოტოვებით, კონტექსტში არ ჯდება, რადგან საერთოდ ქართული ფეხბურთი გაპარტახებული არის. ეს ერთჯერადი წარმატება არის ამ ბავშვების ამღზრდელი სკოლების და ვასილ მაისურაძის დამსახურება.
daviti
აბურჯანიასთან დაკავშირებით რა გაუგებრობაზეა ლაპარაკი?იქნებ ან სტატიის ავტორმა,ან სხვა ვინმემ გაგვარკვიოთ?
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა