ჩვენებურმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი კარიერის საუკეთესო მიღწევის გამეორება შეძლო

22 წლის ელენე გედევანიშვილმა ნიცაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა. ეს მისი კარიერის საუკეთესო მიღწევის მორიგი გამეორებაა, თუმცა გულდასაწყვეტი ისაა, რომ ჩვენს თანამემამულეს მეტის მიღწევა შეეძლო.

თავისუფალი პროგრამის წინ ელენე მე-7 ადგილზე იყო, დაწინაურებულებს ბევრით არ ჩამორჩებოდა. ამას თუ დავუმატებთ შესუსტებულ შემადგენლობას (მონაწილეობა არ მიუღიათ კორეელებს, არ იყო ფინელი კიირა კორპი), საფუძვლიანად გვეიმედებოდა, რომ ქართველი ხუთეულისთვის იბრძოლებდა. სამწუხაროდ, თავისუფალ პროგრამაში გედევანიშვილი სუსტად გამოვიდა და მე-7 ადგილის შენარჩუნებაც ვერ შეძლო.

პროგრამაში ელენემ მსაჯებისგან 90,71 ქულა მიიღო. მან ქულები ტექნიკურ სეგმენტში მოისაკლისა, 2 ქულაც წაქცევებისთვის მოაკლდა და 24 ფინალისტს შორის თავისუფალში მე-15 ადგილი აიღო. ორი დისციპლინის ჯამში 149,20 ქულა მე-10 ადგილს ეყო. 2009 და 2011 წლებშიც შეძლო ქართველმა ათეულში შეღწევა.

საერთო ჯამში, გედევანიშვილმა კარიერის საუკეთესო შესრულებას (წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა) 16 ქულაზე მეტი დააკლო. სხვათა შორის, ევროპული ქულები რომ გაემეორებინა, ელენე ნიცაში მე-6 ადგილზე გავიდოდა.

მსოფლიოს ჩემპიონი იტალიელი კაროლინ კოსტნერი გახდა 189,94 ქულით. კოსტნერი ევროპის 4-გზის ჩემპიონია. მსოფლიოზე პოდიუმზე აქამდე სამჯერ ყოფილა, მაგრამ ჩემპიონი პირველად გახდა. ვერცხლის მედალი წილად რუს ალიონა ლეონოვას ხვდა, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერი იყო - 184,28 ქულა. პოდიუმზე აზიის წარმომადგენელიც ვიხილეთ - იაპონელი აკიკო სუზუკი (180,68).

საბოლოო მდგომარეობა. ტოპ-10

1. კაროლინა კოსტნერი იტალია 189.94

2. ალიონა ლეონოვა რუსეთი 184.28

3. აკიკო სუზუკი იაპონია 180.68

4. ეშლი ვაგნერი აშშ 176.77

5. კანაკო მურაკამი იაპონია 175.41

6. მაო ასადა იაპონია 164.52

7. კექსინ ჟანგი ჩინეთი 157.57

8. ვალენტინა მარკეი იტალია 150.10

9. ქსენია მაკაროვა რუსეთი 149.48

10. ელენე გედევანიშვილი. საქართველო 149.20

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა