"ზარია"-"ილიჩივეცის" ფრედ დასრულებულ მატჩში ერთმანეთის წინააღმდეგ ორმა ქართველმა ითამაშა
უკრაინის ჩემპიონატში "ზარია"-"ილიჩივეცის" (2:2) მატჩში დავით თარგამაძე თავის ფლანგზე, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც აქტიური იყო.

სწორედ მისი გადაცემის შემდეგ ჰქონდათ სტუმრებს მეორე ტაიმში თავიანთი საუკეთესო მომენტი, თუმცა მისმა თანაგუნდელმა ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი მხოლოდ ძელს მოახვედრა.

საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ თარგამაძემ ლუგანსკში ვერც გოლი გაიტანა და ვერც საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვათა შორის, ამ მატჩში ერთმანეთის პირისპირ ქართველებმა ითამაშეს - "ზარიას" შემადგენლობაში მოედანზე ჯაბა ლიპარტია იყო, რომელმაც მატჩის შემდეგ დათოსგან კომპლიმენტი მიიღო.

საქართველოს ნაკრების ფლანგელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- კარგი მატჩი გამოდგა. პირველ ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ შეცდომების გამო ორი გოლი გავუშვით. მთავარია, რომ არ დავმარცხდით.

- როგორ შეაფასებდით "ზარიას" და სამართლიანია თუ არა შედეგი?

- "ზარიას" წინააღმდეგ თამაში რთული იყო. გუნდმა დაცვაში კარგად ითამაშა. მეორე ტაიმში კარგი მომენტები გვქონდა, მაგრამ მეტოქესაც ჰქონდა გოლის გატანის შანსი. ასე რომ, ვფიქრობ, ფრე სამართლიანი შედეგია.

- ამ თამაშში ფლანგზე მეტოქეების ფონზე სისწრაფით გამოირჩეოდით. ვისთან მეტოქეობა უფრო ძნელი იყო, იარმაშთან თუ შეცვლაზე გამოსულ ოლეინიკთან?

- უფრო რთული 19 ნომრის (ოლეიკინი) წინააღმდეგ თამაში იყო, რადგან ის უფრო სწრაფია.

- და საერთოდ, "ზარიაში" ვინ იყო ყველაზე სახიფათო?

- ლიპარტია, 10 ნომერი.

- რადგან თქვენი თანამემამულეა?

- (ეღიმება) არამხოლოდ. ლიპარტიამ ნამდვილად ძალიან კარგად ითამაშა, ისევე, როგორც კამენიუკმა.

- კამენიუკს ბოლო წამს რომ გაეტანა, მატჩის გმირი გახდებოდა…

- დიახ, მაგრამ მოგების შანსი "ილიჩივეცსაც" ჰქონდა. საერთოდ, ჩვენ ფლანგებზე თამაში უფრო გამოგვდიოდა. მეორე ტაიმში უნდა გაგვეტანა, როდესაც ვიცენეცს გადაცემა გავუკეთე, მან კი ძელს გაარტყა.

მომენტები, როგორც ერთ, ისე მეორე კართან იქმნებოდა და ამიტომ ვიმეორებ, ამ შეხვედრაში ფრე სამართლიანი შედეგია.

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა