რუსულ პრემიერლიგაში მე-20 ტურის მატჩები გაიმართა. მოსკოვურ დერბიში მალხაზ ასათიანის "ლოკომოტივმა" 1:0 ცსკა-ს, რითაც ლიდერი "ზენიტი" ერთობ ახეირა...

რუსულ პრემიერლიგაში მე-20 ტურის მატჩები გაიმართა. მოსკოვურ დერბიში მალხაზ ასათიანის "ლოკომოტივმა" 1:0 ცსკა-ს, რითაც ლიდერი "ზენიტი" ერთობ ახეირა. 69-ე წუთზე თამაშში ინციდენტი მოხდა ქართველი მცველისა და ჩილელი ნახევარმცველი მარკ გონსალესის მონაწილეობით. არმიელმა ძალიან იუხეშა ჩვენებურის წინააღმდეგ, ასათიანმა კი პასუხი ბურთის სახეში სროლით დაუბრუნა. ამით არ მორჩენილა ინციდენტი, გონსალესმა ოდნავ ჩაარტყა თავით ქართველს, ხოლო მალხაზმა ყელში წაუჭირა ხელი მას, კიდევ კარგი თანაგუნდელებმა დროულად მოირბინეს. მსაჯმა ორივე გასახდელში გაისტუმრა. "ჩემპიონატმა" ჩვენებურს ყველაზე ცუდი შეფასება, 5 ბალი დაუწერა.

"მთავარია, რომ მოვიგეთ, ეპიზოდის კომენტირება არ მსურს, ემოციამ მძლია", - განუცხადა რუსულ ტელევიზიებს მალხაზ ასათიანმა.

ყაზანის "რუბინმა" ლაშა სალუქვაძის დახმარების გარეშე 3:0 დაამარცხა "ამკარს" და ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობს. მოსკოვში "სპარტაკმა" 2:1 აჯობა "სატურნს", კარპინმა ჯანო ანანიძე მეორე ტაიმი ათამაშა (6 ბალი) იბსონის ნაცვლად.

ეროვნული ნაკრებიდან კლუბში დაბრუნებული ნუკრი რევიშვილი სკამზე დასვეს, მის ნაცვლად სტუმრად "როსტოვთან" "ანჟის" კარში ილია აბაევი ჩადგა. სამაგიეროდ, პირველად ითამაშა "ანჟის" სასტარტოში ოთარ ხიზანეიშვილმა, კარგადაც - მან გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო - 6 ბალი.

ნალჩიკის "სპარტაკი" მოულოდნელად დამარცხდა სამარაში აუტსაიდერ "კრილია სოვეტოვთან" - 0:2. მატჩის 57-ე წუთზე დავით სირაძემ თანამემამულე გოგიტა გოგუა (ორივეს 5,5-5,5 ბალი) შეცვალა. სირაძეს ორი მომენტი შეექმნა, ჯერ ბურთი ოდნავ ააცილა მასპინძელთა კარს, მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კი ვარდნაში დაარტყა, მაგრამ მეკარემ აუღო. გოგუა კი, სანამ შეცლიდნენ, ჩვეულ სტილში აქტიურობდა.

20 ტურის გასვლის შემდეგ ქართველ ფეხბურთელთა გუნდებიდან საქმე უკეთ სალუქვაძის "რუბინს" აქვს - 40 ქულით მე-2 ადგილზეა. ნალჩიკის "სპარტაკი" 33 ქულით მე-4 ადგილზეა, "სპარტაკი" 29 ქულით მე-6-ეზეა, "ლოკომოტივი" 26-ით - მერვეზე. "ანჟის" 23 ქულა აქვს მე-11 ადგილზეა.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა