დაბადების დღეზე მოპოვებული გამარჯვება და შესრულებული ორმაგი დუბლი - ჩვენებურმა საკუთარ თავს შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა
დაბადების დღეზე მოპოვებული გამარჯვება და შესრულებული ორმაგი დუბლი - ვიქტორ სანიკიძემ საკუთარ თავს შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა.

იტალიური სერია A-ს მორიგ ტურში ბოლონიურმა "კანადიან სოლარმა" შინაურ არენაზე "ბიელა" 62:53 დაამარცხა, ქართველმა ფორვარდმა კი ამ შეხვედრაში ორმაგი დუბლის გემო გაიხსენა.

29 იანვრის შემდეგ სანიკიძეს ორმაგი დუბლი აღარ გაეკეთებინა. მას ხან 1 მოხსნა აკლდებოდა, ხან 2 ქულა, მარტის თვე კი თითქმის მთლიანად ტრავმის გამო გაუცდა.

როგორც ჩანს, ქართველმა ფორვარდმა ტრავმა სრულად მოირჩინა და უკვე სასურველ სპორტულ ფორმაში ჩადგა. სანიკიძემ "ბიელასთან" მოედანზე 33 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 12 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.

სანიკიძემ საშუალო და ახლო დისტანციებიდან შესანიშნავი მიზანი გამოავლინა - მან 4-იდან ყველა ნატყორცნი ჩააგდო, ხოლო შორიდან ცოტა სამიზნე აერია და 5 ცდიდან მხოლოდ 1 სამქულიანი მიითვალა.

მის ანგარიშზე იყო ასევე 1 დაფარება და 1 ჩაჭრა. სანიკიძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 19 შეადგინა, რაც ბოლონიურ გუნდში ჯუზეპე პოეტას (26) შემდეგ მეორე შედეგი გახლდათ.

ბოლონიელებს, ისევე, როგორც სერია A-ს კიდევ 4 გუნდს, 15 მოგება და 10 წაგება აქვს. ეს გუნდები ბურთების შეფარდების გათვალისწინებით III-VII ადგილებზე არიან განლაგებულნი. ამ გუნდებს შორის არის ნიკა მეტრეველის "სასარიც", რომელმაც ამ ტურში სტუმრად "ვარეზესთან" 79:85 წააგო. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 2 უშედეგო წუთი გაატარა.

მომდევნო მატჩი სანიკიძის გუნდს 8 აპრილს, სტუმრად "ვენეციასთან" ელის.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა