"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა ტიტულისთვის თანაქალაქელებთან პაექრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა
ინგლისის პრემიერლიგის დასრულებამდე რვა ტურით ადრე "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა უეინ რუნიმ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ტიტულის მოგება მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ მისი კლუბი "მანჩესტერ სიტისთან" იბრძვის.

"წითელი ეშმაკების" ფორვარდმა ისიც აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა დარჩენილი მატჩები აუცილებლად უნდა მოიგოს.

ალექს ფერგიუსონის შეგირდები "ქალაქელებს" სატურნირო ცხრილში ორი ქულით უსწრებენ და ერთი თამაში თადარიგში აქვთ. 2 აპრილს "იუნაიტედს" "ბლექბერნთან" 31-ე ტურის შეხვედრა ელის.

"მანჩესტერ სიტისთან" ბრძოლაში ტიტულის მოგება ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება. მეზობლებთან ჩემპიონობისთვის პირველად ვიბრძვით. ამიტომ, თუ გამარჯვებას შევძლებთ, ეს ყველას - კლუბის წევრებს, მოთამაშეებს, მწვრთნელებს და რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს გაახარებს.

ახლა მთავარია, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ყურადღების კონცენტრაცია თითოეულ მატჩში გამარჯვებაზე მოახდინოს", - განაცხადა 26 წლის ფორვარდმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა