20-22 აპრილს სოფიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ზურაბ იაკობაშვილი და გიორგი გოგშელიძე იჭიდავებენ
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაზა თურმანიძემ დაასახელა ის სამეული, რომელიც 20-22 აპრილს სოფიაში პირველ სალიცენზიო ტურნირში იჭიდავებს: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), ზურაბ იაკობაშვილი (66), გიორგი გოგშელიძე (96).

ამ სამეულში ყველაზე მოულოდნელი იაკობაშვილის გამოჩენაა, როგორც ახალბედისა, თუმცა ის საქართველოს ბრინჯაოსმედალოსანია.

მწვრთნელებმა ამჯერად არჩევანი არც ოთარ თუშიშვილზე შეაჩერეს და არც - შალვა მუზიაშვილზე, რომელიც თუშიშვილის არყოფნაში ერთხანს წონის ლიდერადაც მოგვევლინა. თურმანიძემ თუშიშვილი ჩინეთის სალიცენზიო შეჯიბრებისთვის შემოინახა, რომელიც ბულგარული ტურნირიდან ზუსტად ერთ კვირაში გაიმართება.

საერთოდ, ჩვენმა მწვრთნელებმა "თავისუფალშიც" და ბერძნულ-რომაულშიც ძირითადი აქცენტი ჩინეთზე გააკეთეს - სავარაუდოდ, ძლიერთა უმეტესობა მანამდე უკვე გაინაღდებს საგზურს და იქ შედარებით იოლი იქნება მისი მოპოვება. თუმცა ზემოწარმოდგენილი სამეულის შემხედვარე, ჩვენს "თავისუფლებზე" ეს ნაკლებად ითქმის.

მწვრთნელები იაკობაშვილის წაყვანით რამდენიმე კურდღელს იჭერენ - სცდიან ახალგაზრდა ფალავანს: თუ ის საგზურს მოიპოვებს, მიზანი შესრულებული იქნება; თუ არადა, გამოცდილებას მაინც მიიღებს.

ამასობაში ასვენებენ ტრავმებით გატანჯულ თუშიშვილს, რომელსაც ჩინეთამდე გამოჯანმრთელების, დასვენების, ძალების მოკრების საშუალება ეძლევა. მისგან განსხვავებით, ხინჩეგაშვილსა და გოგშელიძეს კი ლიცენზიის გარდა კარგი სტარტიც სჭირდებათ. სოფიის ტურნირი კი ასეთი იქნება, რამეთუ ულიცენზიოდ დარჩენილი წამყვანი ქვეყნების - აზერბაიჯანის, რუსეთისა და სხვათა ფალავნები აპირებენ გამოსვლას.

მართალია, გოგშელიძემ ევროპის პირველობაზე კი იასპარეზა, მაგრამ ადრევე გამოეთიშა და ეს სატურნირო პრაქტიკად მაინც ვერ ჩაეთვლება. ბულგარეთში კი ორივეს მიეცემა ამ დეფიციტის აღმოფხვრის საშუალება.

სოფიაში ყოველ წონაში ორ-ორი საგზური გაიცემა, ანუ მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ ლონდონში ჭიდაობის ნებართვას. ჩვენი ნაკრები საგანგებოდ ამ შეჯიბრებისთვის 3 აპრილს დაიწყებს მორიგ შეკრებას დუშეთში.

შეგახსენებთ, რომ დარჩენილ ოთხ წონაში ჩვენმა ნაკრებმა ლიცენზია შარშან სექტემბერში მოიპოვა მსოფლიოს პირველობაზე, რაც მესამე ადგილებზე გასულმა დავით ხუციშვილმა (74), დავით მარსაგიშვილმა (84), დავით მოძმანაშვილმა (120) და მეხუთეადგილოსანმა მალხაზ ზარქუამ (6) გააკეთეს.

სოფიაში ჩვენი ბერძენ-რომაელებიც იასპარეზებენ, მაგრამ მათი თავკაცი ბეგი დარჩია ბულგარულ შემადგენლობას ამ დღეებში დაასახელებს. ერთი კია, რომ ლიდერებს ისიც, ძირითადად, ჩინეთისთვის ინახავს. სოფიაში კი, შესაძლოა, რამაზ ნოზაძის (96) დაბრუნება ვიხილოთ. ყოველ შემთხვევაში, იქ წასასვლელად საბუთებს ამზადებს და ვნახოთ, ბოლო მომენტში ხომ არ გადაიფიქრებს გამგზავრებას.

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა