ვეტერან ესპანელ გოლეადორს ჯერაც ვერ გადაუწყვეტია, დათანხმდეს თუ არა "შალკეს" ხელმძღვანელების პირობებს
ვეტერან ესპანელ გოლეადორ რაულს ჯერაც ვერ გადაუწყვეტია, დათანხმდეს თუ არა "შალკეს" ხელმძღვანელების პირობებს და მოაწეროს თუ არა ხელი იმ კონტრაქტს, რომელიც მას "შალკეს" შეფებმა შესთავაზეს.

მარტის დასაწყისში მას გელზენკირხენელებმა კონკრეტული წინადადებით მიმართეს, ოღონდ მხოლოდ ერთწლიანი ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზეს. 34 წლის ესპანელს კი, მინიმუმ, ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება უნდა. წინა კვირაში, "ბილბაოსთან" მატჩის წინ, "შალკეს" ბოსები კიდევ ერთხელ შეხვდნენ რაულის მრჩეველს, მაგრამ მასთან კონსენსუსს მაინც ვერ მიაღწიეს.

"ჯერჯერობით არათუ არაფერი გადაწყვეტილა, ტენდენციაც კი არ შეინიშნება," - აცხადებს "შალკეს" მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი. მისი თქმით, რაულმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა, ოღონდ არ დაუკონკრეტებია, როდის მიიღებს გადაწყვეტილებას. ჰელდტი არც იმას გამორიცხავს, რომ რაულმა საბოლოო პასუხი სეზონის დასრულების შემდეგღა თქვას.

"შალკესთვის" კარგი არგუმენტია ის, რომ გელზენკირხენელებს მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაში, პრაქტიკულად, გარანტირებული აქვთ - რაულსაც ეს უნდა. პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ გელზენკირხენელები ესპანელს მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობენ და ხელფასსაც მნიშვნელოვნად უმცირებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა