"რენის" 21 წლის საყრდენი ნახევარმცველის თქმით, მისთვის დიდი პატივი იყო, როცა შეიტყო, რომ მისი სამსახურით "არსენალია" დაინტერესებული
"რენისა" და საფრანგეთის ნაკრების 21 წლის საყრდენი ნახევარმცველის, იან მვილას თქმით, მისთვის დიდი პატივი იყო, როცა შეიტყო, რომ მისი სამსახურით "არსენალია" დაინტერესებული.

ფეხბურთელის შეფასებით, ლონდონური კლუბი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია. "დეილი მეილის" ცნობით, მვილა მართლაც არის ლონდონელთა ერთ-ერთი უმთავრესი სატრანსფერო სამიზნე. "როცა უცხოური გრანდის მთავარი მწვრთნელი გეუბნება, განსაკუთრებით ფრანგი, რომ მის გეგმებში ჯდები, ეს უკვე ძალიან კარგია. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, თუ რა მნიშვნელოვანია ჩემთვის საფრანგეთის ნაკრებში მოხვედრა. ამისთვის კი ძლიერ კლუბში სათამაშო პრაქტიკა მჭირდება," - აცხადებს ნახევარმცველი.

იან მვილას "რენთან" კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს. მისი გადაბირების მსურველს ფეხბურთელში დაახლოებით 17-20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ხუთი მოგება და ლიგა

"ტოტენჰემის" თავკაცი ჰარი რედნაპი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს დარჩენილ 7 ტურში 5 მოგება ეყოფა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად.

უკეთეს შემთხვევაში, მას ლიგის ჯგუფში პირდაპირ მოხვედრაც შეეძლება. შეგახსენებთ, რომ უქმეებზე "ტოტენჰემის" "სუონსისთან" 3:1-ის გამარჯვებისა და "არსენალის" "ქუინზ პარკთან" მარცხის წყალობით თანაქალაქელს ქულებით დაეწია და მე-4 ადგილზე მხოლოდ ბურთების სხვაობის გამო იმყოფება. "ჩელსი" ჩრდილოლონდონელთა დუეტს 5 ქულით ჩამორჩება.

რედნაპს "არსენალის" რთული გრაფიკის იმედიც აქვს. დიახ, არსენ ვენგერის გუნდს კონკურენტთან შედარებით ბევრად უფრო რთული თამაშები აქვს დარჩენილი, მაგალითად - "სიტისა" და "ჩელსისთან". "დეზებს", თავის მხრივ, პრემიერლიგის გრანდებთან მატჩები უკვე მოლეული აქვთ.

"დარწმუნებული ვარ, რომ თუკი დარჩენილ შეხვედრებში მინიმუმ 15 ქულას ავიღებთ, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ვითამაშებთ.

სეზონის ოთხეულში ჩამთავრება ჩვენთვის სეზონის უმთავრესი ამოცანაა," - ამბობს რედნაპი.

ქუინზ პარკი დახმარებას ითხოვს

"ქუინზ პარკი"-"არსენალის" მატჩის (2:1) გვერდით მსაჯს მასპინძელთა ფანების სექტორიდან მავანმა ხულიგანმა მონეტა ესროლა და კეფაში გაარტყა. კლუბი დახმარებას ითხოვს, რათა ამ ადამიანის იდენტიფიცირება მოხდეს. "ქუინზ პარკი" მას სამუდამოდ აუკრძალავს "ლოფტუს როუდზე" შესვლას - აღნიშნული განცხადება "ტვიტერის" გვერდზე ლონდონელთა პრესსამსახურმა განათავსა.

პრესტონი ფეხბურთელებზე ეჭვიანობს

ინგლისის ლიგა ერთის კლუბ "პრესტონში" სერიოზული სკანდალია. პრეზიდენტი პიტერ რიდსდეილი (გულშემატკივარს მისი სახელი და გვარი "ლიდსის" ხელმძღვანელობის დროიდან შეიძლება ახსოვდეს) და გუნდის თავკაცი გრემ უესტლი ოთხ ფეხბურთელს ხელს ადებენ, რომ მათი წყალობით, 31 მარტს "შეფილდ უენსდისთან" თამაშამდე მისმა თავკაცმა დეივ ჯოუნსმა მეტოქე გუნდის სასტარტო შემადგენლობა და ტაქტიკური მონახაზი წინდაწინ იცოდა.

კლუბის ხელმძღვანელი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ მათ ეს წინასწარი განზრახვით გააკეთეს. "ის, რაც გრემ უესტლიმ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თქვა, მართალია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ წაგების შემდეგ ძალიან განერვიულებული გახლდათ და განცხადება ცხელ გულზე გააკეთა.

მით უფრო, როცა მისმა ვიზავიმ წინასწარ იცოდა ჩვენი გეგმები. საქმის დეტალებზე ლაპარაკს არ ვაპირებ. ვფიქრობ, რომ ლაპარაკი რაიმე შეთქმულებაზე ზედმეტია. დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთელებს ეს ბოროტი განზრახვით არ გაუკეთებიათ. ვწუხვარ, რომ მსგავსი რამ საერთოდ მოხდა, მაგრამ რაც არის, არის. მოვუწოდებ გუნდს, მთლიანად გადაიტანოს ყურადღება მომდევნო დაპირისპირებებზე," - ამბობს რიდსდეილი.

ბექჰემიც ჩხუბობს

როგორც ჩანს, უსიამოვნება თანაგუნდელთან და მით უფრო, მოედანზე, სხვების დასანახად, მხოლოდ მარიო ბალოტელის კი არა, ისეთ გაწონასწორებულ ადამიანსაც კი შეიძლება მოუვიდეს, როგორიც დევიდ ბექჰემია. ბექზის "გალაქსიმ" "ნიუ ინგლანდ რევულუშენთან" შინ 1:3 დათმო.

მასპინძლებმა ორი გოლი დებიუტშივე, მე-10 და მე-13 წუთებზე გაუშვეს. ტაიმის მიწურულს ინგლისელი ვარსკვლავი შონ ფრანკლინსა და მარსელო სარვასთან შეკამათდა. შესვენებაზე გუნდის თავკაცმა ბრიუს არენამ ბექჰემი და სარვასი შეცვალა და ეს ტაქტიკური მოსაზრებით ახსნა.

ბექჰემის ერთ-ერთმა მეგობარმა კი განაცხადა, ცვლილება მცირე ტრავმით იყო გამოწვეულიო. ის, რომ კომენტარები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, იმის ნიშანია, რომ მწვრთნელმა ფეხბურთელები სწორედ მოედანზე თავშეუკავებელი საქციელის გამო მოაშორა მინდორს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს