ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა კალათბურთის დიდების დარბაზის 12 ახალი წევრის სია
2 აპრილს, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა კალათბურთის დიდების დარბაზის 12 ახალი წევრის სია.

შესაბამისი საზეიმო ცერემონია 7 სექტემბერს ქალაქ სპრინგფილდში გაიმართება.

აი, როგორ გამოიყურება მომავალი წევრების ჩამონათვალი:

რეჯი მილერი - "ინდიანას" ყოფილი მოთამაშე, "ყველა ვარსკვლავის მატჩის" ხუთგზის მონაწილე;

დონ ნელსონი - "მილუოკის", "გოლდენ სტეიტის", "ნიუ იორკისა" და "დალასის" მთავარი მწვრთნელი. კარიერაში მოგებული აქვს 1300-ზე მეტი შეხვედრა;

რალფ სემპსონი - NCAA-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, რომელიც "ვირჯინიაში" თამაშობდა, 1983 წლის დრაფტის პირველი ნომერი, NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოთამაშე (224 სმ), "ოლ სტარის" სამგზის მონაწილე;

ჯამაალ უილკსი - UCLA-ს უნივერსიტეტის სახელგანთქმული მოთამაშე, რომელიც NBA-ში "გოლდენ სტეიტის", "ლეიკერსისა" და "კლიპერსის" ღირსებას იცავდა;

ჰენკ ნიკოლსი - მსაჯი;

კატრინა მაკლეინი - აშშ-ის ქალთა ნაკრების კალათბურთელი;

All American Red Heads - "ჰარლემ გლობტროტერსის" ანალოგიური ქალთა გუნდი;

ლიდია ალექსეევა - სსრკ-ის ქალთა ნაკრების მწვრთნელი;

მელ დენიელსი - ABA-ს მოთამაშე;

ჩეტ უოკერი - NBA-ს მოთამაშე, თამაშობდა "ფილადელფიასა" და "ჩიკაგოში" (1962-75);

ფილ ნაითი, დონ ბარკსდეილი - კალათბურთის განვითარებისთვის შეტანილი წვლილისთვის.

"დალას მავერიქსის" მცველმა ჯეისონ კიდმა, რომელიც ამ ზაფხულს შეზღუდული უფლებების თავისუფალი აგენტი გახდება, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ "დალასის" რიგებში სურს კარიერის დასრულება.

"ვნახოთ, რა გამოვა. მინდა კარიერა "დალასში" დავასრულო, მაგრამ თუ ეს არ მოხერხდა, იმ კლუბში გადავალ, რომელსაც ჩემი სამსახური სჭირდება. ამ სეზონის დასრულების შემდეგ უფრო ცხადი გახდება სიტუაცია.

რაც შეეხება ჩემს გლობალურ გეგმებს, იქამდე ვითამაშებ, სანამ ამის ძალა მექნება, მაგრამ, ვფიქრობ, მალე მომიწევს კალათბურთიდან წასვლა", - ამბობს ვეტერანი გამთამაშებელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა