ტექნიკური პრობლემების გამო რბოლას გამოეთიშა მსოფლიოს ჩემპიონი და საერთო ჩათვლის ლიდერი სებასტიან ლოები
სკანდალით დასრულდა რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი. პორტუგალიის რალის მონაწილეებს ძალიან გაუმარტივა საქმე იმან, რომ პარასკევს ტექნიკური პრობლემების გამო რბოლას გამოეთიშა მსოფლიოს ჩემპიონი და საერთო ჩათვლის ლიდერი სებასტიან ლოები.

ბოლო დღის წინ კომფორტული უპირატესობით ლიდერობდა “სიტროენის" პილოტი, ფინელი მიკო ჰირვონენი. მან კვირას შეძლო პირველი ადგილის შენარჩუნება და კარიერაში მე-15 ეტაპი მოიგო. რაც მთავარია, ამ გამარჯვებით მან ცხრა ქულით გაუსწრო გენერალურ კლასიფიკაციაში სებასტიან ლოებს.

ფინელი მილოცვებს იღებდა, როცა მან დისკვალიფიკაციის შესახებ ცნობა მიიღო. როგორც გაირკვა, ჰირვონენის “სიტროენს" ტექნიკური რეგლამენტისთვის შეუსაბამო დეტალები ჰქონდა.

ამიტომაც მიკომ დისკვალიფიკაცია მიიღო და გამარჯვება მეორე ადგილზე გასულ ნორვეგიელს მატს ოსტბერგს ერგო. მეორე ადგილზე კი 21 წლის რუსმა ევგენი ნოვიკოვმა გადაინაცვლა - ეს რუსული რალის ისტორიაში პირველი პოდიუმი იყო. მესამე ადგილზე კი კიდევ ერთმა ნორვეგიელმა პეტერ სოლბერგმა გადაინაცვლა. ლოებმა კი შეინარჩუნა პირველობა გენერალურ კლასიფიკაციაში.

IV ეტაპი. პორტუგალიის რალი

1. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 4:21.16,1; 2. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, "ფორდი") - 1.33,2; 3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - +1.55,6; 4. ნასერ ალ-ატიია (კატარი, "სიტროენი") - +6.05,8; 5. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, "ფორდი") - +6.09,2; 6. დენის კუიპერსი (ჰოლანდია, "ფორდი") - +6.47,3; 7. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "შკოდა") - +7.09,0; 8. ტიერი ნოივილი (ბელგია, “სიტროენი") - +8.37,9; 9. იარი კეტომაა (ფინეთი, "ფორდი") - +9.52,8; 10. პეტერ ვან მერკსტეინი (ჰოლანდია, “სიტროენი") - +10.11,0...

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 66 ქულა; 2. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 62; 3. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 53; 4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 50; 5. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, "ფორდი") - 39; 6. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - 28; 7. დანიელ სორდო (ესპანეთი, "მინი") - 21; 8. ნასერ ალ-ატიია (კატარი, "სიტროენი") - 20; 9. ოტ ტანაკი (ესტონეთი, "ფორდი") - 15; 10. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, "ფორდი") - 14...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა