38 წლის ფინელმა სპეციალისტმა "ლევერკუზენში" გათავისუფლებული რობინ დუტი შეცვალა
მიუხედავად ზედიზედ ოთხი წაგებისა, რამაც "ბაიერისთვის" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, პრაქტიკულად, უტოპიად აქცია, "ლევერკუზენში" კარგი განწყობა დაბრუნდა! ეს ახალი მწვრთნელის, 38 წლის ფინელი სპეციალისტის, სამი ჰიიპიას დამსახურებაა, რომელმაც კვირას ამ პოსტზე გათავისუფლებული რობინ დუტი შეცვალა. მისი ამოცანა მინიმუმ ევროპალიგის ზონაში ადგილის შენარჩუნებაა, პროგრამა მაქსიმუმზე კი უკვე ვთქვით...

3 აპრილს ჰიიპიამ ასისტენტ საშა ლევანდოვსკისთან ერთად ლევერკუზენელები პირველად ავარჯიშა და, რაც უნდა გასაკვირი იყოს, გუნდთან ერთად გახლდათ 35 წლის მიხაელ ბალაკიც, რომელზეც დუტს ხელი საბოლოოდ ჩაქნეული ჰქონდა.

მართალია, ბალაკი თებერვლის შემდეგ ტრავმირებული იყო, მაგრამ ჯანმრთელადაც რომ ყოფილიყო, ფაქტია, დუტი მას მაინც არ ათამაშებდა. შესაბამისად, დამთხვევა ნამდვილად არ არის ის, რომ დუტის წასვლა და ბალაკის გუნდში დაბრუნება ერთი იყო. რაც ყველაზე საინტერესოა, გუშინდელ ვარჯიშზე ბალაკი შესანიშნავ ხასიათზე იყო - ჩვენს გერმანელ კოლეგებს აღარ ახსოვთ, ბოლოს როდის ნახეს ასეთი მხიარული მიხაელი.

"ბილდის" ცნობით, ჰიიპია ბალაკზეც დიდ იმედებს ამყარებს და მასზე უარის თქმას არ აპირებს. დიდი შანსია, რომ ვეტერანი ნახევარმცველი მომდევნო ტურში ("ლევერკუზენი" კვირას "ჰამბურგს" ეთამაშება) განაცხადში შეიყვანოს და მოედანზეც შეუშვას.

"მიხაელ ბალაკი ძალიან გამოცდილი, გუნდისთვის უაღრესად საჭირო ფეხბურთელია, რომელიც სეზონის დარჩენილ მატჩებში ნამდვილად გამომადგება, - აღნიშნა ჰიიპიამ ვარჯიშის შემდეგ და იქვე დასძინა, - ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბალაკს ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ვაძლევ. მხოლოდ იმ ფეხბურთელებს ვათამაშებ, რომლებიც კონკრეტულ მომენტში საუკეთესო ფორმაში იქნებიან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა