"რივერ პლეიტმა" 17 წლის შემტევ ნახევარმცველს, ლუკას ოკამპოსს, სავარაუდო სატრანსფერო ფასი დაადო - 15 მილიონი ევრო
"რივერ პლეიტმა" 17 წლის შემტევ ნახევარმცველს, ლუკას ოკამპოსს, სავარაუდო სატრანსფერო ფასი დაადო - 15 მილიონი ევრო.

ევროპაში არის ორი კლუბი, რომელიც დღესვე თანახმაა ეს თანხა გაიღოს არგენტინელი ვუნდერკინდის სანაცვლოდ - "რომა" და "ბარსელონა".

ოკამპოსის დებიუტი "რივერის" პირველ გუნდში აგვისტოში შედგა. მას მერე მან ჩემპიონატში 6 გოლის გატანა შეძლო 24 თამაშში.

"რივერ პლეიტი" მხოლოდ ფეხბურთელზე უფლებების 50%-ს ფლობს, 35%-ის მფლობელი საინვესტიციო ჯგუფია, 15%-ის კი - "კილმესი". მოკლედ, პოტენციური მყიდველი მხოლოდ 15 მილიონი ევროთი თინეიჯერს ვერ შეიძენს.

ეტო'ო VS "ბარსელონა" მშვიდობით დასრულდა

სამუელ ეტო'ო "ბარსელონას" თანხას აღარ ედავება. მახაჭყალის "ანჟის" კამერუნელი ფორვარდი ესპანური გრანდისგან 3 მილიონ ევროს ითხოვდა. მისი აზრით, "ბარსა" ვალდებული იყო, ეს თანხა ეტო'ოსთვის გადაეხადა, მას მერე, რაც კატალონიურმა კლუბმა ფეხბურთელი მილანის "ინტერში" გაყიდა. კამერუნელს ზურგს ესპანური კანონი უმაგრებდა, რომლის თანახმადაც, თითოეულ ფეხბურთელს შეუძლია სატრანსფერო თანხის 15% მოითხოვოს.

"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა ეტო'ოს საჩივრის გამოტანისთვის და აღნიშნა, რომ კამერუნელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურაა.

მოუს სამი დიადი მიზანი

ჟოზე მოურინიომ ესპანურ მედიას განუცხადა, რა სამი მიზანი ამოძრავებს მას კარიერაში: 1. გახდეს პირველი მწვრთნელი, ვინც სამ სხვადასხვა კლუბს მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა; 2. გახდეს ერთადერთი, რომელმაც სამი ყველაზე რთული ჩემპიონატი მოიგო (ესპანეთი, ინგლისი, იტალია) და 3. მოიგოს მნიშვნელოვანი ტიტული, როგორც პორტუგალიის ნაკრების თავკაცმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა