"სევილიამ" "მალიორკას" 3:1 მოუგო და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა
სევილია-მალიორკა 3:1

საუკეთესო: ხესუს ნავასი

პრიმერადივიზიონის 30-ე ტურის ბოლო შეხვედრა "სანჩეს პისხუანზე" გაიმართა, რომლის სტატისტიკური მონაცემები უკვე შემოგთავაზეთ.

მიჩელის "სევილიამ" "მალიორკას" 3:1 მოუგო და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა. "რეალის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა "სევილიას" უკვე ზედიზედ მესამედ მოაგებინა. ახლა ანდალუსიელებს ჩემპიონთა ლიგის მომტან მე-4 ადგილამდე ხუთი ქულაღა აშორებთ. შესაძლოა, დარჩენილი 8 ტურისთვის ეს ჩამორჩენა ბევრია, მაგრამ აღსანიშნავია, თუ როგორ ცუდად თამაშობენ წინ მყოფი გუნდები.

აღსანიშნავია ორი გამოცდილი ნახევარმცველის, ხოსე ანტონიო რეიესის და ხესუს ნავასის ძალიან კარგი თამაში. პირველმა ორი საგოლე პასი გააკეთა, მეორეს ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია. რეიესი და ნავასი მინდორზე კარგად უგებდნენ ერთმანეთს და, ვფიქრობთ, "სევილიას" წარმატების საიდუმლოც ამ წყვილის ამოქმედებაშია (რეიესი ახალი დაბრუნებულია "სევილიაში", ნავასი კი ავადმყოფობდა). კარგად გაისარჯნენ ფლანგის მცველები, კოკე და ლუნაც. შეტევაშიც ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ ალვარო ნეგრედო და მანუ დელ მორალი.

გადამწყვეტი მაინც პირველი გოლი იყო, რადგან 50-ე წუთამდე კუნძულელები დუდუ ავატეს კარს მშრალად ინახავდნენ. სწორედ ამ დროს გაისროლა ალვარო ნეგრედომ თავით. ეს 26 წლის შემტევის მე-8 გოლია სეზონში. 12 წუთში უკვე დელ მორალმა შეაგდო სეზონში მე-10 გოლი, ნავასმა ის მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. კიდევ ხუთი წუთის შემდეგ ნავასმა და რეიესმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ხესუსმა გოლით დააგვირგვინა. მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, როცა "მალიორკას" ებრაელმა ფორვარდმა ტომერ ჰემედმა დასწრებაზე იყოჩაღა და პრესტიჟის გოლი გაიტანა.

მიჩელი ("სევილიას" მწვრთნელი): "ჯერ არ ვფიქრობთ ევროთასების საგზურზე. ისიც კარგია, რომ სამი მატჩი მოვიგეთ ზედიზედ და გავიტანეთ 9 გოლი. კარგ ფორმაში ვართ, მაგრამ მიზნამდე ჯერ კიდევ შორია. "სევილიამ" დღეს მართლა კარგად ითამაშა, რაც ფეხბურთელთა დამსახურებაა. ახლა მათ მაქსიმალური კონცენტრირება მართებთ "ატლეტიკოსა" და "ბილბაოსთან" სათამაშოდ".

ხოაკინ კაპაროსი ("მალიორკას" მწვრთნელი): "რთულ ბრძოლაში ვართ ჩაბმული და ისეთი გოლები არ უნდა გავუშვათ, როგორც ამ თამაშში პირველი ორი იყო. მეტოქეს ბევრი მაღალი კლასის სწრაფი ფეხბურთელი ჰყავს. მათ კარგად იციან თავიანთი შანსების გამოყენება. ჩვენ კი რამდენიმე კომპონენტში უნდა გავაძლიეროთ თამაში, თორემ ასე წარმატებას ვერ მივაღწევთ. განსაკუთრებით ცუდად გვაქვს საქმე სტანდარტული მდგომარეობებისას".

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 30 25 3 2 100-27 78

2. ბარსელონა 30 22 6 2 86-22 72

3. ვალენსია 30 13 9 8 46-37 48

4. მალაგა 30 14 5 11 44-43 47

5. ლევანტე 30 13 6 11 42-41 45

6. ოსასუნა 30 10 13 7 35-46 43

7. ატლეტიკო 30 11 9 10 42-35 42

8. სევილია 30 11 9 10 36-32 42

9. ესპანიოლი 30 11 8 11 37-39 41

10. ხეტაფე 30 10 9 11 31-39 39

11. ბილბაო 30 9 11 10 44-42 38

12. ვალეკანო 30 11 4 15 42-53 37

13. მალიორკა 30 9 9 12 32-40 36

14. სოსიედადი 30 10 6 14 36-45 36

15. ბეტისი 30 10 5 15 35-43 35

16. გრანადა 30 10 4 16 28-46 34

17. ვილიარეალი 30 7 11 12 30-42 32

18. სარაგოსა 30 7 7 16 27-52 28

19. სპორტინგი 30 6 7 17 29-56 25

20. რასინგი 30 4 13 13 23-45 25

მომდევნო ტური

7 აპრილი: ხეტაფე-სპორტინგი, რაიო ვალეკანო-ოსასუნა, ესპანიოლი-რეალ სოსიედადი, სარაგოსა-ბარსელონა, ბეტისი-ვილიარეალი.

8 აპრილი: ლევანტე-ატლეტიკო, მალიორკა-გრანადა, ბილბაო-სევილია, რეალი-ვალენსია.

9 აპრილი: მალაგა-რასინგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა