ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი
თითქმის დასრულდა რეგულარული ჩემპიონატი ჰოკეის ეროვნულ ლიგაში. აღმოსავლეთ კონფერენციაში ერთადერთი ინტრიგა პლეი ოფის ბოლო, მერვე საგზურია. ამ მხრივ, გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი წააგო "ვაშინგტონმა", რომელიც სტუმრად თამაშობდა უმოტივაციო "ტამპა ბეის" წინააღმდეგ.

მატჩის გმირი აღმოჩნდა "ტამპას" მეკარე დუეინ როლოსონი, რომელმაც 33 დარტყმა მოიგერია, თუმცა პირველი გოლი სწორედ "ვაშინგტონმა" გაიტანა - სიომინმა გახსნა ანგარიში. "ლაითითნგმა" ამას ორი გოლით უპასუხა და ამის შემდეგ "კეპიტალზი" მუდმივად მდევრის როლში იყო, მაგრამ მაინც ვერ დაეწია მეტოქეს. ბოლო პერიოდში დუბლი შეასრულა სტივენ სტემკოსმა, რომელმაც თავისი გოლების რიცხვი 58-ამდე აიყვანა. მას განაღდებული აქვს რეგულარულის საუკეთესო სნაიპერის სტატუსი.

მერვე ადგილისთვის ბრძოლაში "ვაშინგტონი" ისევ ორი ქულით უსწრებს "ბაფალოს", მაგრამ ერთი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

სათამაშო დღის მეორე მატჩი ნაკლებად შედეგიანი გამოვიდა - "ლოს ანჯელესმა" და "ედმონტონმა" 60 წუთის განმავლობაში მხოლოდ ორი შაიბა გაიტანეს. ორივე გოლი "კინგზის" ანგარიშზეა. კალიფორნიელთა მეკარემ ჯონათან კუიკმა 19 დარტყმა მოიგერია და სეზონში მეათე შათაუტი შეასრულა. კუიკი "მშრალი მატჩების" რაოდენობით პირველ ადგილზე გადავიდა - უკან ჩამოიტოვა ელიოტი და ლუნდკვისტი.

გაცილებით მეტი სამუშაო ჰქონდა "ედმონტონის" მეკარე დევან დუბნიკს, რომლის ანგარიშზე 37 სეივი მოდის. მისთვის გოლის გატანა კინგმა და ვოინოვმა შეძლეს.

კვირის სამი ვარსკვლავი

გასული კვირის პირველი ვარსკვლავი გახდა "ფილადელფიის" ფორვარდი უეინ სიმონდსი, რომელმაც ოთხ მატჩში ხუთი გოლი და ერთი შედეგიანი პასი მიითვალა. 23 წლის სიმონდსი პირველ სეზონს ატარებს "ფილადელფიის" შემადგენლობაში და 27 გოლით კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა.

მეორე ვარსკვლავის სტატუსი მოიპოვა "ბოსტონის" მცველმა ზდენო ხარამ, რომლის ანგარიშზე შვიდი შედეგიანი პასი მოდის. "ბრუინზმა" ზედიზედ მესამედ მოიგო ჩრდილო-აღმოსავლეთ დივიზიონი.

კვირის მესამე ვარსკვლავია "ფინიქსის" მეკარე მაიკ სმიტი, რომელმაც ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორივეში "შათაუტი" შეასრულა. 30 წლის გოლკიპერმა 82 დარტყმა მოიგერია და 140 წუთია, გოლს არ უშვებს.

ტამპა ბეი-ვაშინგტონი 4:2

0:0, 2:1, 2:1

გოლები: 0:1 სიომინი-20 (მ. პერო-14), 1:1 პურსელი-21 (სტემკოსი-37, სან ლუი-47) , 2:1 ჰედმანი-5 (ტომპსონი-5, პიატი-7), 2:2 ჩიმერა-20 (სიომინი-32), 3:2 სტემკოსი-57 (ბ. კლარკი-13, ლი-13), 4:2 სტემკოსი-58 (ტომპსონი-6, ბრიუერი-20).

ლოს ანჯელესი-ედმონტონი 2:0

0:0, 0:0, 2:0

გოლები: 1:0 ვოინოვი-8 (კოპიტარი-48, რიჩარდსონი-3), 2:0 კინგი-5 (მ. რიჩარდსი-25).

აღმოსავლეთი

თ მ წ ოწ ქ

1. x-რეინჯერსი* 79 50 22 7 107

2. y-ბოსტონი* 79 47 28 4 98

3. ფლორიდა* 79 37 25 17 91

4. x-პიტსბურგი 79 48 25 6 102

5. x-ფილადელფია 79 46 24 9 101

6. x-ნიუ ჯერსი 79 45 28 6 96

7. x-ოტავა 79 41 28 10 92

8. ვაშინგტონი 80 40 32 8 88

9. ბაფალო 79 38 31 10 86

10. ტამპა ბეი 79 37 35 7 81

11. ვინიპეგი 79 36 34 9 81

12. კაროლინა 79 31 32 16 78

13. ტორონტო 79 34 36 9 77

14. აილენდერსი 79 33 35 11 77

15. მონრეალი 79 29 35 15 73

დასავლეთი

თ მ წ ოწ ქ

1. y-ვანკუვერი* 79 49 21 9 107

2. y-სტ. ლუისი* 79 48 21 10 106

3. ლოს ანჯელესი* 80 40 27 13 93

4. x-დეტროიტი 79 47 27 5 99

5. x-ნეშვილი 79 45 26 8 98

6. x-ჩიკაგო 80 44 26 10 98

7. ფინიქსი* 79 39 27 13 91

8. სან ხოსე 79 40 29 10 90

9. დალასი 79 42 32 5 89

10. კოლორადო 80 41 33 6 88

11. კალგარი 80 35 29 16 86

12. მინესოტა 79 34 35 10 78

13. ანაჰაიმი 79 33 35 11 77

14. ედმონტონი 80 32 39 9 73

15. კოლამბუსი 79 27 45 7 61

* - დივიზიონის ლიდერი

ბომბარდირები

გოლი+პასი

ევგენი მალკინი (პიტ) 104 (48+56)

სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 95 (58+37)

კლოდ ჟირუ (ფილ) 89 (28+61)

ჯეისონ სპეცა (ოტა) 82 (32+50)

ჯეიმს ნილი (პიტ) 80 (39+41)

ილია კოვალჩუკი (ნ-ჯერ) 80 (34+46)

ფილ კესელი (ტორ) 78 (37+41)

ჯონ ტავარესი (აილ) 78 (31+47)

ჰენრიკ სედინი (ვან) 78 (13+65)

გოლები

სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 58

ევგენი მალკინი (პიტ) 48

მარიან გაბორიკი (რეინ) 40

ჯეიმს ნილი (პიტ) 39

ფილ კესელი (ტორ) 37

სკოტ ჰარტნელი (ფილ) 36

კორი პერი (ანა) 36

ალექსანდ ოვეჩკინი (ვაშ) 36

მაიკლ რაიდერი (დალ) 35

მილან მიხალეკი (ოტა) 35

პასები

ჰენრიკ სედინი (ვან) 65

კლოდ ჟირუ (ფილ) 61

ჯო ტორნტონი (ს-ხოს) 58

ერიკ კარლსონი (ოტა) 58

ევგენი მალკინი (პიტ) 56

რეი უიტნი (ფინ) 51

ჯეისონ სპეცა (ოტა) 50

პი ეი პარენტო (აილ) 49

პატრიკ ელიაში (ნ-ჯერ) 49

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის