ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

ევროპის ჩემპიონატი, U-18: პირველი ელიტური გუნდი დამარცხებულია

ევროპის ჩემპიონატი, U-18: პირველი ელიტური გუნდი დამარცხებულია

ქართველები ექვსი წუთის განმავლობაში სამი კაცით ნაკლულნი ეთამაშებოდნენ ელიტურ სარაგბო გუნდს
საქართველო-იტალია 20:18

საქართველო: 15. იოსებ კიკვაძე, 14. დევი დევსურაშვილი, 13. ნიკა ამაშუკელი, 12. ილია მელაძე (გიორგი ნათელაშვილი 63), 11. გიორგი ფრუიძე, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი (გიორგი აფციაური 67), 9. რევაზ ბროძელი. 1. ზაური ხარებავა, 2. ბექა ფირიაშვილი, 3. გიორგი მარგველანი, 4. ფარნავაზ გასვიანი, 5. შალვა შაშიაშვილი (ბადრი ალხაზიშვილი 52), 6. გიორგი გოგლიძე (ონისე მოგელაშვილი 33), 7. საბა შუბითიძე, 8. ვახტანგ ამირანაშვილი.

2ლ: ბროძელი, ფრუიძე. 2ს: ბროძელი, ჯინჭველაშვილი. 2გ: ბროძელი, ჯინჭველაშვილი.

სინბინი: მარგველანი, შუბითიძე, ფირაშვილი

მაჯი: ბესენთი (უელსი)

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრები დაამარცხა - 20:18 და ახლა "უმცროსი ბორჯღალოსნები" მეხუთე ადგილისთვის მატჩში შოტლანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.

ის, რაც ჩვენმა მორაგბეებმა ჩაიდინეს, ძალიან იშვიათად ხდება. თითქმის წაგებული მატჩში, როცა ექვსი წუთის განმავლობაში სამი კაცით ნაკლულნი ეთამაშებოდნენ ელიტურ სარაგბო ქვეყნის გუნდს, ისეთი ხასიათი გამოავლინეს, რომ ყველაფერს გაუძლეს, თამაშში გარდატეხა შეიტანეს და ბოლო წუთებზე იტალიელებს გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯეს.

თამაში საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან ცუდად დაიწყო. იტალიელებმა პირველივე შეტევაზე ლელო გაგვიტანეს და შვიდი ქულით დაწინაურდნენ. ამან ჩვენი მორაგბეები ოდნავ დააბნია და მალევე, მე-10 წუთისთვის, უკვე 0:12 ვაგებდით.

თამაშის დალაგება და ღირებულის შექმნა ქართველმა ჭაბუკებმა მე-20 წუთზე მოახერხეს. მგეზავმა რევაზ ჯინჭველაშვილმა საჯარიმოდან გაიტანა - 3:12. ოთხ წუთში კი ჩვენი ლელოს ჯერიც დადგა. ცხრა ნომერმა რევაზ ბროძელმა მარცხენა ფრთაზე რაკში თამაშისას ბურთი შეუმჩნევლად გაიტაცა და ლელომდე თითქმის ცენტრიდან ირბინა, ჯინჭველაშვილმა გარდასახა - 10:12.

ტაიმის დასრულებამდე ათ წუთზე მეტი რჩებოდა. ინიციატივას უკვე საქართველოს ნაკრები ფლობდა. ჯინჭველაშვილმა ორი საჯარიმო ვერ გაიტანა. ჯერ 32-ე წუთზე 48 მეტრიდან დაარტყა უშედეგოდ, მერე 55 მეტრიდან სცადა ბურთის კარის ძელებს შორის გატარება, მაგრამ ესეც არ გამოუვიდა.

მეორე ტაიმის დასაწყისი პირველზე კიდევ უფრო საშინელი გამოდგა. 43-ე წუთზე უელსელმა არბიტრმა ჯერ შერკინების ბურჯი ფარნავაზ მარგველანი გაასინბინა, სამ წუთში კი ყვითელი ბარათი მესამეხაზელ საბა შუბითიძეს აჩვენა. ესეც არ გვაკმარა და 51-ე წუთზე კიდევ ერთი მორკინალი, ბექა ფირიაშვილი გააძევა ათი წუთით.

იტალიელებმა 43-ე და 46-ე წუთებზე ორი საჯარიმო გაგვიტანეს -18:10. სხვა მათ ვერაფერი დაგვაკლეს, მიუხედავად იმისა, რომ 61-ე წუთამდე ჩვენი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდა.

მატჩის ბოლო თხუთმეტი წუთის განმავლობაში მთლიანად საქართველოს ნაკრები დომინირებდა. 63-ე წუთზე ბროძელმა საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირა. თამაშის დასრულებას წუთი აკლდა, როცა საკმაოდ კარგი, მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ იტალიელეთა ლელოში გარემარბი გიორგი ფრუიძე შეიჭრა. ბროძელმა ესეც გარდასახა და საქართველოს ნაკრებმა უმძიმეს მატჩში, ექვსი ერის გათამაშებაში მონაწილე ქვეყნის 18-წლამდელთა ნაკრებს 20:18 მოუგო.

ახლა ჩვენი მორაგბეები 7 აპრილს მე-5 ადგილისთვის მატჩში კიდევ ერთი ბობოლა სარაგბო ქვეყნის, შოტლანდიის 18-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდება.

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

"მართალია, ძალიან ვინერვიულეთ, მაგრამ ბედნიერები ვართ. ამ პატარა ვაჟკაცებმა თავი ყველასთვის შესაშური ხასითით და თამაშის მაღალი ხარისხით გამოიჩინეს.

თავიდან ძალიან ავირიეთ. პირველივე წუთებზე ლელო მივიღეთ და ამან ოდნავ დაგვაბნია. მეორე ლელო საკუთარი ჩათვლის მოედანთან ახლოს თითქმის მოგებული დერეფნის შემდეგ მივიღეთ. მაგრამ გუნდმა მალე შეძლო დალაგება და ნელ-ნელა უპირატესობას დაეუფლა.

მსაჯობა იყო საზიზღარი, ამას ყველა აღნიშნავს. პორტუგალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა მითხრა, ამ მსაჯს თუ არ უჩივლებთ, მაშინ თქვენ მაგივრად მე ვუჩივლებო. ცხადია, ჩვენი გუნდის ასეთი მებრძოლი სულით ყველა აღფრთოვანდა, ყველამ მოგვილოცა - ბრიტანელებმაც და, სხვათა შორის, თავად იტალიელებმაც.

ის უელსელი მსაჯი კი რას გვერჩოდა, არ ვიცი. სამი მოთამაშე გაგვისინბინა და 6 წუთის განმავლობაში თორმეტნი ვეთამაშებოდით თხუთმეტს.

მიუხედავად ასეთი დიდი რიცხობრივი უპირატესობისა, მაინც ვერაფერი დაგვაკლეს. პირიქით, ასეთ რთულ სიტუაციაში ბიჭებმა გაათკეცებული ენერგიით იბრძოლეს და გარწმუნებთ, რომ მეტოქეს აბსოლუტურად ყველა კომპონენტში ვჯობდით, როგორც შერკინების, ისე გაშლილი, ღია თამაშისას.

ფანტასტიკური იყო, თამაშის ბოლო წუთები. გუნდმა შესანიშნავად გაშალა თამაში და ფრუიძემ გამარჯვების ლელო გაიტანა, რომელიც ბროძელმა გარდასახა. გამარჯვებას ჩვენ ვიმსახურებდით და მოვიგეთ კიდეც.

მომდევნო თამაში შოტლანდიის 18-წლამდელთა ნაკრებთან გვაქვს. ძალიან კარგი გუნდია. ვნახე "სკოტებისა" და პორტუგალიელების მატჩი. "უმცროსმა ლობუშებმა" საწყის 15 წუთში სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს, მაგრამ შოტლანდიელებმა კლასის ხარჯზე მაინც დაჩაგრეს".

ილია მაისურაძე, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი:

"დასაწყისში გაგვიჭირდა. მერე ჩვენი თამაში ვიპოვეთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ორიენტაცია დაცვით თამაშზე გავაკეთეთ, სწრაფ გადაწყობასა და ერთი-ერთზე ბოჭვებში მეტოქეს ვაჯობეთ, რამაც იტალიელებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

ერთი სიტყვით, დაცვის ხარჯზე შევძელით გარდატეხის შეტანა. ბოლო 15 წუთის განმავლობაში მოედანზე ჩვენ ვდომინირებდით. ამან შედეგიც გამოიღო.

სამი მორაგბე გაგვისინბინეს. ამათგან ერთისთვის ყვითელი ბარათის ჩვენება, ალბათ, სამართლიანი იყო; დანარჩენ ორს მსაჯი რას ერჩოდა, არ ვიცი.

შოტლანდიის ნაკრების თამაშის ფირს ვნახავთ, გავაანალიზებთ. აქცენტს ისევ დაცვაში კარგ თამაშზე გავაკეთებთ. ვნახოთ, თუ შევძელით და დაცვა უკეთესად ავაწყვეთ, ვიდრე იტალიასთან, ვფიქრობ, რომ შოტლანდიის დამარცხებაც შეიძლება".

ნახევარფინალი

I ადგილისთვის

ინგლისი-უელსი 22:16, ირლანდია-საფრანგეთი.

V ადგილისთვის

პორტუგალია-შოტლანდია 12:37

7 აპრილი

VII ადგილისთვის

იტალია-პორტუგალია

V ადგილისთვის

საქართველო-შოტლანდია

III ადგილისთვის

უელსი-

ფინალი

ინგლისი-

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• davit batoni

გაიხარეთ ბიჭებო!ისევე ვამაყობთ თქვენით,როგორც საკუთარი ძმებით და შვილებით ვიამაყებდით!მადლობთ!

• Iberioni

გაიხარეთ ბიჭებო,ოქრო ხალხი ხართ ამ დიდი სიხარულისთვის....ქართული სული ცოცხლობს თქვენში.ღმერთმა გაგაძლიეროთ!!!!!!!!!!!!!

U18. ევროპის ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ

18 წ. | როტაციით და გადაადგილებებით მასპინძლებთან

18 წ. | პოლონეთის გავლით მასპინძელ ჩეხეთზე

კალათბურთის მაგიდის მსაჯთა კოლეგიას კახეთის რეგიონიდან 6 წევრი შეემატა

ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს

"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთ ფეხბურთელის დამატებას ცდილობს

ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე "გოლდენ გორის" შემადგენლობა ცნობილია

ბერნარდო სილვამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" დატოვოს

"მთელი კარიერის "ბარსელონაში" ბედნიერად გატარება მსურდა, თუმცა..." - ლიონელ მესი

"შემდეგი აუცილებლად ის იქნება" - ცარუკიანმა თოფურიაზე ისაუბრა

"ასეთი რაღაცები რაში გჭირდება?" - კროოსმა ვინისიუსი გააკრიტიკა

[VIDEO] აგვისტოს შემდეგ პირველად - ნეიმარმა ბრაზილიის ჩემპიონატში გაიტანა

[VIDEO] "ტორონტოს" ზედიზედ მეხუთე მოგება - მამუკელაშვილმა "ფილადელფიასთან" 15 წუთი ითამაშა

ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა

"საქართველო კვარაცხელიასთან ერთად მოსკოვში გაგვარღვევს" - რუსი ექსპერტი

რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს

გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს

"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია

As: საზონოვის იანვარში დამატება მადრიდული გუნდისთვის აუცილებელია

"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა

ისტორიაში ყველაზე პატარა მოსახლეობის გუნდი მუნდიალზე - კურასაო მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა

"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!