"სოხუმს" ვაჟა კვარაცხელია უთავკაცებს, რომელიც 1995-2010 წლებში გუნდის უცვლელი თავკაცი იყო
3 აპრილს "სოხუმის" პრესსამსახურიდან საინტერესო, მაგრამ გულდასაწყვეტი ინფორმაცია მივიღეთ - გუნდს ლიტველი სპეციალისტი რიმვიდას სამულენასი აღარ გაწვრთნის.

იგი კარგი პიროვნება და მწვრთნელი იყო, თუმცა კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულება აღარ გაგრძელდა.

დანარჩენს პრესრელიზიდან შეიტყობთ.

"საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" ხელმძღვანელობამ გუნდის სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები განახორციელა. რიმვიდას სამულენასს, რომელსაც 2011 წლის ნოემბრიდან "სოხუმის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ეკავა, მიმდინარე წლის 31 მარტს კლუბთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, მუშაობის ვადა ამოეწურა.

კლუბის პრეზიდენტმა მინდია გულუამ და მთავარმა მწვრთნელმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, 2012 წლის 1 აპრილიდან ბატონი სამულენასი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობას აღარ გააგრძელებს. ლიტველ სპეციალისტსა და "სოხუმის" ხელმძღვანელობას ერთმანეთისადმი პრეტენზიები არ გააჩნიათ.

2 აპრილიდან "სოხუმის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ვაჟა კვარაცხელია შეასრულებს, რომელიც 1995-2010 წლებში გუნდის უცვლელი თავკაცი იყო".

პრესრელიზში ასევე აღნიშნულია:

"არ არის გამორიცხული, მომავალში გუნდის მთავარ მწვრთნელად სხვა სპეციალისტი დაინიშნოს, ხოლო ვაჟა კვარაცხელია კვლავ ასისტენტის პოსტზე გადავიდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა