"რეალ სოსიედადის" პრეზიდენტმა ხოკინ აპერიბაიმ განაცხადა, რომ ზაფხულში ბასკურმა კლუბმა უარით გაისტუმრა მადრიდის "რეალი"
"რეალ სოსიედადის" პრეზიდენტმა ხოკინ აპერიბაიმ განაცხადა, რომ ზაფხულში ბასკურმა კლუბმა უარით გაისტუმრა მადრიდის "რეალი", რომელსაც ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდის, 19 წლის რუბენ პარდოს შეძენა სურდა.

პარდო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელიც ესპანეთის ნაკრებმა მოიგო. სწორედ რუმინეთში ჩაინიშნეს ნახევარმცველი "ლოს ბლანკოს" მესვეურებმა.

"ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე მადრიდელები ჩემთან წინადადებით მოვიდნენ, მაგრამ ჩემი პასუხი იყო ცალსახა - არა", - განუცხადა "მარკას" აპერიბაიმ.

ამასთან, სანსებასტიანული კლუბის ბოსმა აღნიშნა, რომ ყველა ღონეს ხმარობს, რათა "არსენალისგან" ნათხოვარი მექსიკელი კარლოს ველა სამომავლოდაც დაიბევოს. 23 წლის კარლოს ველა "ანოეტაზე" ძალიან კარგად ათამაშდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

პარდოს დებიუტი პირველ გუნდში ოქტომბერში შედგა სწორედ "რეალთან" მატჩში. მაშინ ახალგაზრდამ მარკელ ბერგარა შეცვალა.

ვან ნისტელროი და მომავალი

"მალაგას" ვეტერანი ჰოლანდიელი თავდამსხმელი რუუდ ვან ნისტელროი აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ ფიქრობს მომავალზე და მთლიანად ლა ლიგის ამ სეზონზეა კონცენტრირებული. "ჩვენ შევთანხმდით, რომ სამომავლო გეგმებზე მარტში ვილაპარაკებდით, მაგრამ ისეთი დაძაბული სეზონია, რომ ჩემი უშუალო მომავალი სულ გადამავიწყდა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ "მალაგამ" რაც შეიძლება მაღლა დაასრულოს ჩემპიონატი", - უთხრა ვან ნისტელროიმ ჰოლანდიურ "ლეუვარდერ კურანტს". ანდალუსიური კლუბი 30 ტურის შემდეგ 47 ქულით მე-4 ადგილზეა და სულ რაღაც ქულით ჩამორჩება მესამეადგილოსან "ვალენსიას".

ალმერიამ მწვრთნელი გააგდო

სეგუნდა დივიზიონის "ალმერიას" ხელმძღვანელობამ გუნდის მწვრთნელი ლუკას ალკარასი დაითხოვა. ბოლო 6 მატჩია, ანდალუსიური კლუბი ვერ იმარჯვებს. "ალმერიამ" 18 შესაძლებლიდან 4 ქულა აიღო და ელიტაში დაბრუნების პერსპექტივა გაიუარესა. ახლა "ალმერია" 52 ქულით პლეი ოფის ზონაშია, მე-5 ადგილზეა. ალკარასმა პრიმერადან გავარდნილი "ალმერია" ზაფხულში ჩაიბარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა