ნახევარფინალებში ერთმანეთს "ჩელსი"-"ბარსელონა" და "ბაიერნი"-"რეალი" დაუპირისპირდებიან
4 აპრილს საღამოს უმთავრესი დაპირისპირება ლონდონში "სტემფორდ ბრიჯზე" გაიმართა. "ბენფიკას" შინ წაგებული პირველი მატჩის შემდეგ კუნძულზე მძიმე დაპირისპირება ელოდა.

ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ამას სპეციალისტები ვარაუდობდნენ. არბიტრმა დამირ სკომინამ პორტუგალიელები არ დაინდო. მან პირველივე ტაიმში დანიშნა საკამათო პენალტი არტურის კარში, რომელიც ფრენკ ლემპარდმა შეაგდო.

მერე კიდევ რიცხვნაკლულებიც დატოვა (სავსებით სამართლიანად), როცა მაქსი პერეირას ჯონ ობი მიკელის წინააღმდეგ უხეში თამაში არ აპატია და მეორედ "გააყვითლა".

თითქოს ამით ლონდონელებს ხელ-ფეხი უნდა გახსნოდათ, მაგრამ არაფერი ამის მსგავსი. "ბენფიკა" პეტრ ჩეხის კარს მეორე ტაიმშიც თავს დასტრიალებდა. 85-ე წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ მათ გაათანაბრეს და მერე მასპინძლებს შტურმიც კი მოუწყვეს, მაგრამ...

რაულ მეირელეშმა ისინი კონტრშეტევაზე დაიჭირა. "ჩელსის" გამარჯვების გოლი ლონდონელი პორტუგალიელის სოლო პარტია გამოდგა.

"რეალის" თამაშზე კი რისი თქმა შეიძლება? კითხვა ასე ჟღერდა: რამდენ გოლს გაუტანდა სამეფო კლუბი კვიპროსელებს. 5 - აი, ამდენჯერ შეარხიეს სათადარიგო მადრიდელებმა ურკო პარდოს კარი.

აპოელ-ი კი ნამდვილად იმსახურებს აღტაცებას, რადგან მიუხედავად ანგარიშისა, გუნდს წამითაც არ შეუწყვეტია ბრძოლა.

მაშ ასე, ნახევარფინალებში ერთმანეთს "ჩელსი"-"ბარსელონა" (18-24 აპრილი) და "ბაიერნი"-"რეალი" (17-25 აპრილი) დაუპირისპირდებიან.

ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალები. საპასუხო მატჩები

რეალი-აპოელ-ი 5:2 (3:0) (იხილეთ ვიდეო)

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - რამოსი, ვარანი, პეპე, მარსელო (46. კალეხონი) - შაჰინი, გრანერო (65. ალბიოლი) - ჰ. ალთინთოპი, კაკა, რონალდო - იგუაინი (54. დი მარია)

აპოელ-ი (4-2-3-1): პარდო - პურსაიტიდისი, პ. ჟორჟე, კაკა და სილვა, ბოავენტურა - ნუნუ მორაიში, ე. პინტუ (78. საციასი) - ხარალამბიდისი, მარსინიო, მანდუკა (68. ადორნო) - ა. ალმეიდა (69. სოლარი)

გოლები: 1:0 რონალდო (26), 2:0 კაკა (36), 2:1 მანდუკა (67), 3:1 რონალდო (75), 4:1 კალეხონი (80), 4:2 სოლარი (82-პენ), 5:2 დი მარია (84)

გაფრთხილება: პურსაიტიდისი

კარში დარტყმა: 19-6 (9-3), კუთხური: 6-3, ჯარიმა: 9-12, თამაშგარე: 2:1 ბურთის ფლობა: 65%-35%

მაყურებელი: 70 000

ჩელსი-ბენფიკა 2:1 (1:0) (იხილეთ ვიდეო)

ჩელსი (4-3-2-1): ჩეხი - ივანოვიჩი, დ. ლუისი, ტერი (59. გ. კეჰილი), ე. კოული - რამირესი, მიკელი, ლემპარდი - მატა (78. მეირელეში), კალუ - ტორესი (88. დროგბა)

ბენფიკა (4-1-4-1): ა. მორაეში - მ. პერეირა, ხ. გარსია, ემერსონი, კაპდევილა - მატიჩი - გაიტანი (61. ჯალო), ვიტცელი, აიმარი, ბრუნო სეზარი (72. როდრიგო) - კარდოსო (54. ოლივეირა)

გოლები: 1:0 ლემპარდი (21-პენ), 1:1 ხ. გარსია (85), 2:1 მეირელეში (90)

გაფრთხილება: ივანოვიჩი, რამირესი, მიკელი - კარდოსო, მ. პერეირა, ბრუნო სეზარი, აიმარი

გაძევება: მ. პერეირა (40)

კარში დარტყმა: 10-15 (4-7), კუთხური: 4-5, ჯარიმა: 16-10, თამაშგარე: 6:1 ბურთის ფლობა: 50%-50%

მაყურებელი: 37 264

კომენტარები

ჟოზე მოურინიო: "ბარსელონა" უკვე ჩემპიონთა ლიგის ფინალშია!

პაბლო აიმარი: "ბენფიკამ" კარგად ითამაშა და ნახევარფინალში გასვლას იმსახურებდა

ფრენკ ლემპარდი: ლონდონის "ჩელსის" "ბარსელონასთან" ანგარიში აქვს გასასწორებელი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო