ერთი წონის გარდა, ყველგან გაირკვა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ევროპის სალიცენზიო ტურნირში იასპარეზებს
ერთი წონის გარდა, ყველგან გაირკვა საქართველოს ბერძენ-რომაელთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც 20-22 აპრილს სოფიაში ევროპის სალიცენზიო ტურნირში იასპარეზებს: გოდერძი დავითაძე (55), ფირუზ წულუკიძე (60), ზურაბ დათუნაშვილი (74), რევაზ ნადარეიშვილი (84) და სერგო გოგისვანიძე (120).

ჯერჯერობით ღიად მხოლოდ 96 კილოგრამი რჩება, სადაც მწვრთნელები სპორტსმენთა მცირე ტრავმების მოშუშებას და იმ კვირის ბოლოს გასამართ საკონტროლო შეხვედრებს ელოდებიან.

ამ წონაში სამი კანდიდატია - ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური ვერცხლისმედალოსანი რამაზ ნოზაძე, ირაკლი ქაჯაია და ახალგაზრდებში ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი სანდრო დიხამინჯია.

მწვრთნელები ლიდერებს, ძირითადად, ბულგარული შეჯიბრებიდან ზუსტად ერთ კვირაში გასამართი ჩინეთის ტურნირისთვის ინახავენ. ამჯერად კი შანსი ახალგაზრდებს მისცეს - 20-წლამდელებში დიხამინჯიას იდენტური შედეგების მომპოვებელ დათუნაშვილს, ამავე ასაკში საქართველოს ჩემპიონს, უფროსებში კი ქვეყნის ვერცხლისმედალოსან წულუკიძეს, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონ ნადარეიშვილს, საქართველოს ვიცე-ჩემპიონ დავითაძეს და ქვეყნის პრიზიორ გოგისვანიძეს მისცეს.

აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა სამეულსაც, რომელიც სოფიაში იმავე სალიცენზიო ტურნირში გამოვა: ევროპის ვიცე-ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), ქვეყნის პრიზიორი ზურაბ იაკობაშვილი (66) და ოლიმპიური პრიზიორი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი გოგშელიძე (96). სოფიაში ლონდონის ოლიმპიადის საგზურებს მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა