მუდანიაში ტარდება ევროპის თასი სახელწოდებით "ილიადისის თასი", რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას
ამ უქმეებზე ბერძნულ მუდანიაში ტარდება ევროპის თასი ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის სახელწოდებით "ილიადისის თასი", რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.

ჩვენებისთვის ეს სეზონის პირველი გასვლაა უცხოეთში და გუნდის თავკაც გია გუგავას გაფართოებული შემადგენლობა მიჰყავს - 33 სპორტსმენი.

ლერი ჭელიძე, გიორგი საჩალელი, გიორგი ნათათრალიშვილი, მინდია ღოლიჯაშვილი (ყველა - 55), ვაჟა მარგველაშვილი, გელა კელიხაშვილი, გიორგი გუგულაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (60), ბექა ვიბლიანი, ბექა ტუღუში, ირაკლი ლომიძე, ანდრო ბერუაშვილი (66), ფრიდონ გიგანი, მიხეილ მეზურნიშვილი, აპოლონ ზურაბიანი, ლევან გუგავა (73), ბექა ღვინიაშვილი, ბექა დონღვანი, დავით გაზდელიანი, ალექსანდრე ზაალიშვილი, ბაჩანა ტიტვინიძე (81), ლაშა ტაველური, თორნიკე ოთინაშვილი, გიორგი სეტიელი, ბექა რატიანი, შალვა ჩოჩელი (90), გურამ თუშიშვილი, შმაგი ონიანი, კარლო ნემსიწვერიძე (100), ლევან მატიაშვილი, გუგა კიბორძალიძე, გიორგი ზაქარიაძე და როსტომ ხახალეიშვილი (+100) - აი, ესენი დაიცავენ საქართველოს ღირსებას. ბიჭების გარდა, გოგოებშიც გვეყოლება ერთი მონაწილე - ნონა მერაბიშვილი (52).

ახალგაზრდულ ნაკრებში წლეულს თაობათა ცვლის პროცესია, რადგან შარშანდელი შემადგენლობიდან ასაკის გამო ბევრს მოუწია წასვლა.

მაგალითად, უფროსებში გადავიდნენ ახალგაზრდებში მსოფლიოს პრიზიორი გიორგი მესაბლიშვილი (55); ამავე ასაკში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი ლაშა შავდათუაშვილი სულაც ეროვნული ნაკრების ლიდერი გახდა 66-ში და ევროპის ჩემპიონატზე ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მოპოვების კარგ შანსსაც ინარჩუნებს.

უფროსებში გადავიდნენ ახალგაზრდებში ევროპის პრიზიორი მიხეილ ჩოხელი (73), გიორგი მერმანიშვილი (90), უშანგი კოკაური (+100) და კიდევ რამდენიმე მოჭიდავე.

შარშანდელებიდან ისევ რჩებიან ევროპის ვიცე-ჩემპიონები ჭელიძე და მატიაშვილი; აგრეთვე - მარგველაშვილი, გიგანი. თუმცა ამ გუნდმა ახალგაზრდულიდან ისეთი შევსება მიიღო, არა გვგონია, მთლიანობაში დასუსტდეს - ჭაბუკებში ევროპის, მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული ბექა ღვინიაშვილი, ჭაბუკებში მსოფლიოს ჩემპიონი თუშიშვილი, ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ჩოჩელი... ოღონდ ამათგან ღვინიაშვილს ახალგაზრდულის ახალი სახე არც ეთქმის, რადგან მათთან შარშანაც იასპარეზა და მსოფლიოს მესამე პრიზიორიც გახდა... ეს ძალიან ძლიერი შევსებაა, ოღონდ მათ უფროსებში ჯერ მცირე ადაპტაცია დასჭირდებათ.

ჩვენი გუნდი გუშინ ავტობუსით გაემგზავრა მუდანიაში.

დასასრულს ჭაბუკებზეც - მომავალ შაბათ-კვირას პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში ევროპის თასი იმართება ამ ასაკში, სადაც თბილისიდან არავინ მიდის, თუმცა პირინეის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ქართველები კი გამოვლენ. იქ საჭიდაოდ ესპანეთიდან ნიკოლოზ შერაზადიშვილი (81) და სანდრო ოთარაშვილი (+90) გადავლენ, რომლებსაც პორტუგალიაში მცხოვრები ანრი ეგუტიძე დაემატება. ეს ბიჭი გარკვეული სავიზო პრობლემების გამო პორტუგალიის სახელით ვერ გამოდის და იქაურ ფედერაციას ჩვენებისთვის უთხოვია, საქართველოს დროშით გამოსვლის უფლება დაერთო.

წინააღმდეგნი არც ჩვენები წასულან, ოღონდ რომელ წონაში ჭიდაობს, ამგვარ დეტალებზე პორტუგალიურ მხარეს არაფერი უცნობებია.

შეგახსენებთ, რომ შერაზადიშვილმა ორი კვირის წინ ესპანეთში გამართული ევროპის თასი მოიგო და საერთაშორისო რეიტინგში მესამე ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

xaka
სად უყურო მუდანია სჰეჯიბრს კარლო ნემსიწვერიძე
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა