ქართველი ცენტრის "ატლანტამ" "შარლოტი" 120:93 გაანადგურა, ჩვენებურმა კი 11 მოხსნასთან ერთად, 6 ქულა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა
ოთხდღიანი შესვენების შემდეგ ზაზა ფაჩულიას გუნდმა კვლავ ითამაშა. როგორც ჩანს, ატლანტელებს დასვენება ძალიან წაადგათ - "ჰოუქსმა" მეტოქე "შარლოტს" შანსი არ დაუტოვა და საკუთარ, "ფილიპს არენაზე" 120:93 გაანადგურა.

ყველაფერი მეორე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 15 ქულის სხვაობით მოიგეს. დარჩენილ დროში ატლანტელებმა მშვიდად მიიყვანეს საქმე სეზონში 32-ე გამარჯვებამდე.

ფაჩულია კვლავ საუკეთესო მეფარე გახდა. მოედანზე მყოფთაგან ქართველი კალათბურთელი იყო ერთადერთი, რომელმაც ათმოხსნიანი ზღვარი დაძლია. ზაზას ანგარიშზე 11 მოხსნა გახლდათ.

ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 24 წუთი გაატარა. საერთოდ, ატლანტელებში სათამაშო დრო დაახლოებით თანაბრად გადანაწილდა. არც ერთ კალათბურთელს 30 წუთი არ უთამაშია. ხუთეულის წევრების სათამაშო დრო 23-იდან 29 წუთამდე განისაზღვრა.

11 მოხსნასთან ერთად, ქართველმა ცენტრმა 6 ქულა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. ფაჩულიამ 4-იდან 2 ორქულინი და 2-იდან ორივე საჯარიმო ჩააგდო.

ატლანტელებს კვლავ ჯოშ სმიტმა ულიდერა, რომელმაც 24 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა.

32 მოგების წილ ატლანტელებს 23 მარცხი აქვთ და ისინი აღმოსავლეთში კვლავ მე-6 პოზიციაზე არიან. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 7 აპრილს საკუთარ მოედანზე "დეტროიტთან" გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა