ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გიორგი დევდარიანი: ჩისკოს გარდა, "დინამოს" არცერთი ესპანელი შეეფერება

გიორგი დევდარიანი: ჩისკოს გარდა, "დინამოს" არცერთი ესპანელი შეეფერება

როგორ შეძლო თბილისის "დინამოს" თავკაცმა გოგიტა გოგუასთან კონფლიქტის მოგვარება
ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ ხუთი ფრე და მესამე ადგილი - ასეთი მონაგარი "დინამო თბილისისთვის" წარმატებად ვერ ჩაითვლება. შედეგზე კი, პირველ რიგში, პასუხისმგებელი მწვრთნელია - 39 წლის გიორგი დევდარიანი მძიმე ტვირთს შეეჭიდა და საინტერესო უნდა იყოს, როგორ გაგრძელდება მისი მწვრთნელობა "დინამოში".

დევდარიანს დიღმის ბაზაზე ვეწვიეთ ინტერვიუსთვის და ვფიქრობ, გულახდილი და თითქმის ამომწურავი საუბარი გამოგვივიდა.

დევდარიანი საუბრობს მიზეზებზე, გუნდში არსებულ პრობლემებსა და იმ ემოციურ ფონზე, რომელშიც ძალაუნებურად ეხვევა "დინამოს" მთავარი მწვრთნელი.

მაშ ასე, "ლელოს" კითხვებს "დინამოს" დამრიგებელი პასუხობს.

- "დინამო", ფაქტობრივად, შუა გზაზე ჩაიბარეთ. სხვისი დაწყებული საქმის გამოსწორება - ასეთი იყო ვითარება. როგორ ატყობთ, სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ? ახლა ხომ კარგად დაინახეთ, რაოდენ რთულია "დინამოს" მწვრთნელობა და მით უმეტეს მაშინ, როცა სხვისი დაკომლექტებული გუნდის გაწვრთნა გიწევთ...

- არასწორი იქნება, თუ მოკლე დროში დაისახავ მაღალ მიზნებს. წელს არ მოხერხდა ისეთი გუნდის შექმნა, ვარსკვლავების მოწყვეტა რომ შეუძლია, მაგრამ გაჯანსაღების პროცესი მყისვე უნდა დაიწყოს და გუნდმა საკუთარი ხელწერა უნდა შექმნას - როცა კლუბის ხელმძღვანელობამ და მე გადაწყვეტილება მივიღეთ, ეს მიზანი გვამოძრავებდა.

- გასაგებია, თუმცა საქმეს რომ ხელს ჰკიდებ, ისიც უნდა იცოდე, კონკრეტულად რასთან გექნება საქმე. "დინამო", ტრადიციულად, ამბიციური კლუბია და მაღალი მიზნებისთვის დრო ლიმიტირებული აქვს...

- გარედან ყველაფერი არ ჩანს, შიგნით კი სულ სხვა რაღაცეებს აღმოაჩენ. ამის უამრავი მაგალითი არსებობს. დრო კი გუნდისა და მწვრთნელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გია გეგუჩაძემ ორი წელი იმუშავა "ზესტაფონში", გუნდი ჩემპიონობამდე რომ მიეყვანა. საქართველოში დღეს თუ რომელიმე მწვრთნელი წარმატებით მუშაობს, ერთ-ერთი მათგანი გეგუჩაძეა. ის "ტორპედოშიც" იმავე პრინციპით მუშაობს, აქვს დრო გუნდის ჩამოსაყალიბებლად.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგივე ხდება "დინამოში" - გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია, ოღონდაც "დინამო" სხვა ბრენდია და ორ წელს რომ არავინ მომცემს, მეც კარგად ვაცნობიერებ; მაგრამ სანამ მწვრთნელის მუშაობა შეფასდება, ჩემი აზრით, მას, მინიმუმ, გუნდის თავის გემოვნებით დაკომპლექტების და ერთი შეკრების დრო მაინც უნდა ჰქონდეს.

ამ ყველაფრით ჩემი შრომით მოპოვებულ რეპუტაციას ვუფრთხილდები, სხვა არაფერი...

- ბოლოს ფოთის "კოლხეთს" 1:1 რომ ეთამაშეთ, "დინამოს" მმართველ დირექტორ სანდრო შახოვთან გქონდათ საუბარი - ეს ყველაფერი ამ შეხვედრაზე გაცხადდა?

- ეს მანამდეც გარკვეული იყო. "კოლხეთთან" თამაშის შემდეგ ვთქვი, თუ საჭიროდ ჩათვლიან, პოსტს დავტოვებ-მეთქი. ეს ემოციური ფონით იყო გამოწვეული.

მიმაჩნია, რომ საქმეს ვაკეთებ, სწორი გზით მივდივარ და ამას ცოტა ხანში ყველა დაინახავს. ფაქტია, ზედიზედ ხუთი ფრე ვითამაშეთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ცენტრალური თავდამსხმელი არ გვყავს. ასეთი ფეხბურთელის პირობებში შექმნილი მომენტების 10 პროცენტს ხომ მაინც გამოვიყენებდით და შედეგად ბევრად უკეთეს სიტუაციაში ვიქნებოდით.

გულშემატკივარი ყველაფერს ტრიბუნიდან უყურებს და მისი გულისტკივილი სავსებით გასაგებია. ისიც კარგად მესმის, როცა კითხულობენ, დევდარიანმა ესა თუ ის ფეხბურთელი რატომ არ დააყენა შემადგენლობაშიო...

- ერთი კონკრეტული კითხვა - ქუთაისის "ტორპედოსთან" მატჩში ადრევე რომ შეცვალეთ ალვარო, რითი იყო განპირობებული?

- კუნთი დაეჭიმა და თვითონ მოითხოვა შეცვლა. მას მანამდეც ჰქონდა ტრავმა, იმკურნალა და შემდეგ სხვა ტრავმა მიიღო. ამდენი დაჭიმულობა კი შემთხვევით არ ხდება. შემადგენლობას ხშირად რომ ვცვლი, ეს ჩემი სურვილი არ არის, ეს იძულებითი ნაბიჯია. 10 ფეხბურთელი სტაბილურად რომ ვერ თამაშობს, ეს მოსამზადებელ შეკრებაზე ჩატარებული სამუშაოების შედეგია...

- გარედან ასე ჩანს - ჩისკოს გარდა, ყველა ესპანელი ფეხბურთელი თქვენს გემოვნებაში თუ მონახაზში არ ჯდება...

- მართლაც მასეა. ჩისკომ 12 გოლი გაიტანა. ოსტატობითა და პროფესიონალიზმით ყველასთვის სამაგალითოა, თუნდაც იმიტომ, რომ ისეთ სიტუაციებში ჰყოფს ფეხსა თუ თავს, რომელსაც ბევრი მოერიდებოდა. ჩისკოს ახლა ტვინის შერყევა აქვს.

რაც შეეხება დანარჩენ ესპანელებს, მათი ნიჭი და შესაძლებლობები "დინამოს" მოთხოვნებს არ შეესაბამება.

- "დინამოს" ბრაზილიელ ლეგიონერ რობერტინიოზე რა აზრის ხართ? ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელი იყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა "დინამოს" სხვა პატრონი და მწვრთნელები ჰყავდა...

- "დინამოში" ჩემი მოსვლის დღიდან რობერტინიოში დიდ პოტენციალს ვხედავ. ძალიან კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლია, ერთობ საჭირო მოთამაშეა ჩვენი გუნდისთვის.

მას ჰქონდა პრობლემა ფიზიკური მომზადების მხრივ. მხოლოდ 20-25 წუთით თამაში შეეძლო. რობერტინიოსთან ინდივიდუალურად ვიმუშავეთ და 90 წუთამდე ავედით, მაგრამ ამის შემდეგ გრიპის ვირუსი შეეყარა და 1 კვირით გამოგვაკლდა. მერე კი რეაბილიტაციასაც დასჭირდა დრო.

რობერტინიოს არ მოვიაზრებ არავის შემცვლელად და სასტარტოში მხოლოდ იმიტომ როდი ხვდება, რომ ჩისკო და მერებაშვილი ტრავმირებულები არიან. ის ისედაც ძირითადის ფეხბურთელად მოიაზრება.

- ამბობენ, რომ რობერტინიოს ნაკლი არასათანადო დისციპლინააო...

- მეტი ნდობა და სათამაშო პრაქტიკა - ეს არის ის, რაც რობერტინიოს სჭირდება წარმატებისთვის.

- არაერთხელ გითქვამთ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, შესაძლოა, მეც რაღაც დავაკელი საქმესო. რა არის ეს "რაღაც"?

- ყოველთვის ვცდილობთ, ციფრებით ვილაპარაკოთ. ყოველი თამაშის შემდეგ თითოეული ფეხბურთელის მარგი ქმედების კოეფიციენტს ვანგარიშობთ; ყოველ თამაშს ვამონტაჟებთ თითოეული ფეხბურთელისთვის, რათა მერე სადავო არ იყოს რამე. სანამ ამას გავაკეთებ, ჯერ საკუთარ თავში ვეძებ შეცდომებს. მაგალითად, "მერანთან" ჩისკო არ უნდა შემეცვალა...

- როგორც უნდა იყოს, "დინამოს" მაღალი შედეგი მოეთხოვება. ისიც ფაქტია, რომ კლუბმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა და ფეხბურთელთა კონტინგენტით საქართველოში ბევრს ჯობია...

- ესპანეთში, საშუასეზონო შეკრებაზე რომ ჩავედი, მხოლოდ 10 ჯანმრთელი ფეხბურთელი დამხვდა, 17 კი ტრავმირებული - არასათანადო მომზადების გამო ზოგს კუნთი ჰქონდა დაჭიმული, ზოგსაც ნაწილობრივად გაგლეჯილი. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ჩემი მოთხოვნით დავიმატეთ, თავისუფალ აგენტად აყვანილი ოთარ ხიზანეიშვილია; კიდევ, ახალგაზრდა გეგა დიასამიძეა, რომლის საკითხი ამ დღეებში გადაწყდება.

ცენტრალური თავდამსხმელი რომ მენახა, იმასაც დავიმატებდით.

"დინამოში" დიდი რეორგანიზაცია იგეგმება. გუნდი გაძლიერდება და შესაბამისად, უარს ვიტყვით რამდენიმე ფეხბურთელზე.

მოსამზადებელ ეტაპზე "დინამომ" 7 მატჩი ითამაშა, მაგრამ მაშინ მე არ ვიყავი მთავარი მწვრთნელი. ფეხბურთელების შესაძლებლობებში გარკვევა უკვე ოფიციალურ მატჩებში მომიხდა.

ამ დროისთვის მწირი არჩევანი მაქვს. ამას ემატება 3-4 ტრავმირებული ფეხბურთელი ყოველი თამაშისთვის. შედეგად, ხშირად იცვლება გუნდის შემადგენლობა. ბოლო ოცი დღეა, ხალხს თვალებში ვერ ვუყურებ, მაგრამ რადგან ეს გზა ავირჩიე, პრობლემებს უნდა მოვერიო.

- "დინამოს" მეორე გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი გადმოიყვანეთ პირველ გუნდში. გამოუცდელი ახალგაზრდებით აპირებთ უშუალო კონკურენტებთან ბრძოლას?

- "ზესტაფონთან" ვაგებდით და ფრედ რომ ვითამაშეთ, ამაში დიდი წვლილი შეიტანა პაპავამ. როცა სხვა არჩევანი არ არის, ახალგაზრდებს უნდა დავეყრდნოთ. ისინი ჩვენი ხვალინდელი დღეა. ამ ახალგაზრდებსა და ჩისკოს გარდა, ესპანელებს შორის ამ დროისთვის განსხვავება, ფაქტობრივად, არ არის.

- კულუარებში იყო ლაპარაკი იმაზე, რომ თქვენ და გოგიტა გოგუას მწვავე კონფლიქტი მოგივიდათ...

- გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და მასში გამუდმებით მიდის პროცესები. კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა გუნდში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ვერ ეგუებიან იმ მოთხოვნებს, რომლებსაც მათ კლუბის ხელმძღვანელობა და მთავარი მწვრთნელი უწესებს. ეს გარდამავალი პროცესია და მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

გოგუას რაც შეეხება, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ვილაპარაკეთ და ერთად ვაგრძელებთ მუშაობას.

- "დინამო", რგოლების მხრივ, არასათანადოდ არის დაბალანსებული - ეთანხმებით ასეთ მოსაზრებას?

- აყვანილი ფეხბურთელებიდან 5 არის საყრდენი ნახევარმცველი, ორი შემტევი ნახევარმცველი, ერთიც ფორვარდი - იაგუე. როცა ჩისკოს გარდა სხვა ესპანელები გაწყვეტენ ურთიერთობას "დინამოსთან", საინტერესოა, როგორ წარიმართება მათი კარიერა, ხომ შეიძლება, რომ მე ვცდებოდე?!

- ნიკა კვეკვესკირი ცენტრალურ მცველად გაამწესეთ - ამ გადაწყვეტილებაზე რას გვეტყვით?

- ჩემი თვალთახედვით, კვეკვესკირი საყრდენი ნახევარმცველია. დაცვის ცენტრში კი იმიტომ გავამწესე, რომ სხვა ჯანმრთელი მცველი ამ დროისთვის არ გვყავს. მან ახალ ამპლუას თავი კარგად გაართვა, თუმცა ბევრად მეტი შეუძლია ნახევარმცველად თამაშით.

- კლუბის ხელმძღვანელობა როგორ უყურებს იმ მიმართულებას, რაც თქვენ აირჩიეთ?

- ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, საღ აზრს უდგას გვერდში და სანამ მე საღ აზრს არ გადავუხვევ, ჩემ გვერდშიც იქნება. "დინამოს" ხელმძღვანელობა მართლაც ყველაფერს აკეთებს გუნდისთვის და ამაში მხოლოდ იმას არ ვგულისხმობ, რომ ფეხბურთელებს ყველანაირი პირობა აქვთ - გუნდის ყოველ წარმატებას თუ წარუმატებლობას განიცდიან და ძალიან მინდა, რომ ყველაფერი ეს დავუფასო.

- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მანამდე ციფრები ახსენეთ და უნდა გკითხოთ - კონკრეტულად რა მიზანი დაგისახათ ხელმძღვანელობამ ამ სეზონში და რა შედეგი იძლევა იმის პერსპექტივას, რომ "დინამოში" გრძელვადიან პროექტს მოგანდობენ?

- როცა მთავარ მწვრთნელად ვინიშნებოდი, ლაპარაკი იყო სამეულში შესვლაზე, გუნდის გაჯანსაღებასა და უკეთესი გუნდის შექმნაზე. ვნახოთ, ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, ქირურგიულ ჩარევებს ვაწარმოებ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• messi001

კაცს სხვისი დაკომპლექტებული და მომზადებული გუნდი ჩააბარეს რომელსაც ნომინალური ფორვარდი არ ყავს და საშინლადაა მომზადებული ფიზიკურად პლიუს ნახევარი გუნდი დამტვრეულია და ამის მიუხედავად თამაში არ წაუგია და მაქსიმუმს აკეთებს არსებული რესურსით.. მე მჯერა ამ კაცის უნდა მიეცეს საშუალება გუნდი თვითონ დააკომპლექტოს და მოამზადოს აი მერე მოვთხოვოთ შედეგიც პ.ს. გოგუაზე ვეთანხმები GEO ს ნაღდად ჯორია და ურევს გუნდში სიტუაციას

• dato

პირდაპირი კითხვა: რატომ გაუშვა დინამოს ხელმძღვანელობამ: მუჯირი, ტატანაშვილი. იჯარით კი: კახელიშვილი? რატომ არ ვიყიდეთ თავდამსხმელი? სულ უბრალო რომ ვთქვათ, გურიას რომ ჰყავს კვერენჩხილაძე. გაგეცინებათ, მაგრამ იგივე გაგრას და სპარტაკს ხომ გაუტანა გოლები და ... დინამო რას წვალობდა გაგრასთან? ვერ დავიჯერებ რომ დევდარიანის მოსვლის შემდეგაც ერთი ფორვარდის ყიდვა ვერ მოახერხეს თუნდავ იმავე ქართული გუნდიდან. ხალხო ამპულით სუფთა 9 ნომერი ერთი იაგუე, მეტი ფორვარდი არ ჰყავთ. ჩისკოც და მერებაც ნახევარმცველები არიან

• bondo

დინამო უნდა გახდეს ევროპული დონის გუნდი.მე მჯერა ,რომ ეს ყველაზე მეტად ამ მომენტში უნდა დევდარიანს.მოთმინება და კიდევ მოთმინება.

• Geo

გოგუა დინამოშიც ურევს სიტუაციას?! ვინაა ეს ადამიანი, ასეთი ჯორი როგორ უნდა იყო, ყველასთან კონფლიქტი რომ გქონდეს?!:D:D

• daviti

დიდ ექსპერტობაზე თავს არ ვდებ,მაგრამ დინამო ზესტაფონის თამაშზე გახლდით და ალვაროს შემოსვლამ ჩემი აზრით დალიან დადებითად იმოქმედა დინამოს თამაშის ხარისხზე,არამარტო ამ თამაშში,ეს ბიჭი დღევანდელი დინამოს ხარისხს ნამდვილად შეესაბამება და ერთი კიდე,მწვრთნელს არ უხდება წუწუნი და ხელების ჩამოყრა,მწვრთნელი არ უნდა იძახდეს მეგონა შემეძლო და ახლა დარწმუნებული არ ვარო,არადა სამწუხაროდ დევდარიანს,ამ მართლა ნიჭიერ მწვრთნელს და წესიერ ადამიანს ეს ახასიათებს.

• roma

დინამოს და არა მარტო დინამოს,სხვა კლუბებსაც წარმატება,რომ ქონდეთ,მე ვგულისხმობ ევროლიგების ჯგუფურ ეტაპზე გასვლას,მინიმუმ მათ უნდა ყავდეთ ევროპული დონის მწვრთნელები,ისეთები,როგორიც ყავთ;კიევის დინამოს,შახტარს,მეტალისტს,ცსკას,რუბინს,ზენიტს და ა.შ. ხოლო დევდარიანებით,ცობელებით,კაჭარავებით,გეგუჩაძეებით,ჭიაბერაშვილებით და სხვებით შედეგი არ იქნება.ეს ყველაფერი წყლის ნაყვაა და მეტი არაფერი.

• incho888

მგონი გარსიას ხელში უფრო ლაღ და სიმპატიურ ფეხბურთს თამაშობდა გუნდი , ნემსაძემ და პოლოლიკამ შეტენეს ეს ფეხბურთელები ,გარსიას არჩევანი რომ ყოფილიყო სხვა გუნდს გააკეთებდა. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ საკვალიფიკაციოზე დინამოს ნაჩვენები თამაშები სწრაფი კონტრშეტევები და ერთი გადაცემით მეკარესთან გაყვანა,ეგ იყო გარსიას ხელწერა. დევდარიანის ხელწერა რა არის? 5 ფრე, და უსუსური თამაში?

• numberone

მგონი გარსიას ხელში უფრო ლაღ და სიმპატიურ ფეხბურთს თამაშობდა გუნდი , ნემსაძემ და პოლოლიკამ შეტენეს ეს ფეხბურთელები ,გარსიას არჩევანი რომ ყოფილიყო სხვა გუნდს გააკეთებდა. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ საკვალიფიკაციოზე დინამოს ნაჩვენები თამაშები სწრაფი კონტრშეტევები და ერთი გადაცემით მეკარესთან გაყვანა,ეგ იყო გარსიას ხელწერა. დევდარიანის ხელწერა რა არის? 5 ფრე, და უსუსური თამაში?

• TaroSochi

МОСКВА НИ СРАЗУ СТРОИЛАСЬ! მე მჯერა ამ კაცის!

• გივი

გიორგი ძალიან ჭკვიანი კაცი ხარ, ამასთან პირდაპირიც ბევრი მწვრთნელი დაიწყებდა რაღაცეების მოგონებას ამა თუ იმ საკითხზე, თუნდაც ესპანელებზე. საჭიროა დრო, მოთმინება და მიზანმიმარტული მუშაობა დასახული მიზნის მისაღწევად. წარმატებებს გისურვებ, მაგრამ არა უშავს თუ წელს სამეულში ვერ შევალთ, მთავარია კარგი გუნდი გაკეთდეს და მერე სხვა დონეზე ავალთ.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!