ქართველი ფეხბურთელის თქმით, ის გოლების გატანას მაშინ დაიწყებს, როდესაც გუნდში მუდმივად ითამაშებს
ნალჩიკის "სპარტაკის" ოფიციალურ ვებგვერდზე გუნდის ქართველი ლეგიონერის, დავით სირაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც თავდამსხმელმა გულშემატკივართა შეკითხვებს უპასუხა.

გულშემატკივრის ზოგი კითხვა საკმაოდ სახალისო აღმოჩნდა, ზოგიც მის ბიოგრაფიას ეხებოდა და ასევე სამომავლო გეგმებს.

როგორც ირკვევა, ქართველი თავდამსხმელი გერმანიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს. "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშზე ოცნებობს და თურმე, რაღაცეების რცხვენია.

- თქვენი აზრი მაინტერესებს, პრემიერლიგაში დავრჩებით?

- ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პრემიერლიგაში დავრჩეთ და შანსი ჯერ კიდევ გვაქვს.

- დავუშვათ, წინადადება რომელიმე ეგზოტიკური ქვეყნიდან მოგივიდათ. დათანხმდებოდით იქ გადასვლას - მაგალითად, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში?

- არა.

- ოქროს ბურთს როდის მიიღებთ?

- მალე (იცინის).

- დავით, თქვენ გერმანიის ჩემპიონატში "პადერბორნის" რიგებში თამაშობდით. გაქვთ თუ არა სურვილი, გერმანიის პირველ ან მეორე ლიგაში დაბრუნდეთ?

- კი, სურვილი მაქვს. თუ შემოთავაზება იქნება, დიდი სიამოვნებით განვიხილავ მას. მით უმეტეს, გერმანიაში ბევრი მეგობარი ფეხბურთელი, მწვრთნელი მყავს და არამარტო.

- არ გრცხვენიათ?

- მრცხვენია.

- როგორ შეეგუა გუნდს ახალწვეული რაირ მკოიანი?

- ძალიან კარგად. ის კარგი ფეხბურთელია და ჩემი აზრით, უნდა ითამაშოს.

- გაუმარჯოს რაჭველ კაცს!!! როგორ მოგწონს ნალჩიკელი ხალხი და როდემდე აპირებ დარჩენას ჩვენს გუნდში?

- ნალჩიკში ისე ვარ, როგორც საკუთარ სახლში. თან თბილისიდან არც ისე შორსაა. კლუბთან კონტრაქტი მაქვს და ამიტომ ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე აქ ვრჩები.

- ფეხბურთში თამაში ვინ დაგაწყებინათ?

- ფეხბურთზე მშობლებმა შემიყვანეს.

- რომელ ტოპ-გუნდში ითამაშებდით და რა ნომრით?

- 8-ნომრიანი მაისური მიყვარს. დიდი სიამოვნებით წავიდოდი ინგლისში და "მანჩესტერ იუნაიტედში" ვითამაშებდი.

- დავით, ფეხბურთელი რომ არ გამოსულიყავი, რა საქმიანობით დაკავდებოდით?

- ფეხბურთელთა ოჯახი მყავს: მამაჩემი თამაშობდა, შემდეგ საქართველოში გუნდებს წვრთნიდა. დედაჩემს კი ფეხბურთი ძალიან უყვარს და სხვათა შორის, კარგად ერკვევა სპორტის ამ სახეობაში. ამიტომ სხვა გამოსავალი არ მქონდა, ფეხბურთელი უნდა გამოვსულიყავი.

- როდის დაიწყებთ გოლების გატანას?

- როცა მუდმივად ვითამაშებ.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა