"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი ფიქრობს, რომ მიუხედავად მისი გუნდის სერიოზული უპირატესობისა, "მანჩესტერ სიტისთან" დერბი პრემიერლიგის ჩემპიონის ვინაობის გასარკვევად გადამწყვეტი იქნება
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი დღემდე ფიქრობს, რომ მიუხედავად მისი გუნდის სერიოზული უპირატესობისა, "მანჩესტერ სიტისთან" დერბი (30 აპრილი. 36-ე ტური. "ეტიჰადი") პრემიერლიგის ჩემპიონის ვინაობის გასარკვევად გადამწყვეტი იქნება. ამჟამად "ეშმაკები" თანაქალაქელს 5 ქულით უსწრებენ.

ამას დაუმატეთ, რომ კვირას რობერტო მანჩინის გუნდს "არსენალთან" "ემირიტსზე" ელის დაპირისპირება.

წარუმატებლობის შემთხვევაში ეს იქნება მე-4 მოუგებელი თამაში ბოლო 5-იდან. ბუნებრივია, ეს "ქალაქელებში" საკუთარი ძალების რწმენას სერიოზულად შეარყევს. დერბიმდე 8-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნების შემთხვევაში "იუნაიტედს" პრინციპული მეტოქის მოედანზევე შეეძლება მე-20 საჩემპიონო ტიტულის განაღდება. აი, რას ამბობს სერ ალექსი: "დერბი ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ წელს ის შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. მატჩის შედეგი აუცილებლად იმოქმედებს საჩემპიონო რბოლის საბოლოო შედეგზე.

"იუნაიტედს" სჩვევია ბოლო ტურებში საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება და ამის იმედი ახლაც გვაქვს. ჩვენი წარმატების საიდუმლო დაბალანსებული შემადგენლობაა.

მაშინ, როცა ნემანია ვიდიჩმა უმძიმესი ტრავმა მიიღო, წარუმატებლობებს გვიწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ჯონათან ევანსმა სერბი იდეალურად შეცვალა და რიო ფერდინანდთან ბრწყინვალე წყვილი შეკრა. ჯონი, უბრალოდ, ბრწყინვალეა. ის უკვე შემდგარი ფეხბურთელია და ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან უკანა ხაზში მშვიდი თამაში სხვა ფეხბურთელების განწყობაზეც დადებითად მოქმედებს".

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერმა უეინ რუნიმ ცოტა უცნაური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, "ოლდ ტრეფორდზე" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დენი უელბეკს მიიჩნევს. არავინ უარყოფს, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელი ძალიან ნიჭიერია.

ეს არაერთხელ უთქვამს თავად ალექს ფერგიუსონს, ვინც ზოგადად კომპლიმენტების თქმისას საკმაოდ ძუნწია, მაგრამ... როგორც ჩანს, რუნის უბრალოდ თანაგუნდელის წახალისება სურდა. "შეიძლება ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყოს, მაგრამ ჩემი ფავორიტი სეზონის ფეხბურთელის გამოვლენის დროს უელბეკი იქნება. "იუნაიტედში" პირველივე სეზონში ამდენი თამაშის ჩატარება და თანაც ასეთ დონეზე (10 გოლი, 5 პასი. რედ) მართლა ფანტასტიკაა. ის ასაკისთვის უჩვეულოდ მშვიდად უმკლავდება ზეწოლასაც.

ხომ ხედავთ, იმ დროს, რასაც ის ვარჯიშებზე ატარებდა, ტყუილად არ ჩაუვლია. დენი ძალიან სწრაფია, მისი დაჭერა ძალიან ძნელია და აქედან გამომდინარე, საჯარიმოში მეტოქისთვის ყოველთვის დიდ ხიფათს წარმოადგენს. მისგან სარგებელს ნახავს როგორც "მანჩესტერ იუნაიტედი", ისე ინგლისის ნაკრებიც," - აცხადებს რუნი.

"იუნაიტედზე" წერას ნანიზე ინფორმაციით დავასრულებთ. 25 წლის პორტუგალიელმა გარემარბმა ტრავმის გამო თვეზე მეტი გამოტოვა. ის კვირის დასაწყისში სრულფასოვან ვარჯიშებს დაუბრუნდა და კვირას, 8 აპრილს "ქუინზ პარკთან", მინიმუმ, სათადარიგოთა შორის იქნება.

"ეშმაკებს" შუა კვირაში კიდევ ერთი თამაში ელით - 11 აპრილს "უიგანთან" გასვლაზე. ასეთი მჭიდრო გრაფიკის პირობებში კი სრულფასოვანი შემცვლელების ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე