საფეხბურთო სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მაგრამ "რეალის" შეტევის ტრიომ უკვე შეაბიჯა ამ კლუბის ისტორიაში
საფეხბურთო სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მაგრამ "რეალის" შეტევის ტრიომ უკვე შეაბიჯა ამ კლუბის ისტორიაში - გონსალო იგუაინმა, ქარიმ ბენზემამ და კრიშტიანო რონალდომ ერთად სეზონში (ყველა ოფიციალურ მატჩში) უკვე 101 გოლი გაიტანეს.

აქედან 49 პორტუგალიელის ანგარიშზეა, 28 ფრანგის და 24 არგენტინელის. აქამდე "რეალის" რეკორდი 1959/60 წლების სეზონზე მოდიოდა. მაშინ პუშკაშმა (49), დი სტეფანომ (24) და პეპილიომ (22) ერთად 95 გოლი გაიტანეს.

ბალდე მზადაა

თვეზე მეტია, რაც "ოსასუნას" ნახევარმცველი იბრაჰიმა ბალდე ტრავმირებულია, თუმცა, როგორც იქნა, ფეხბურთელმა ტრავმა მოირჩინა და არის შანსი, რომ მომავალ ტურში ნავარულ კლუბს დაეხმაროს. "ზუსტად არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა. ეს უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია. მე კი მზად ვარ, უკვე 100%-ით მზად", - განაცხადა სენეგალელმა თავდამსხმელმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ "ოსასუნა" ევროთასებზეც არ შეირცხვენს თავს, თუკი საგზურს მოიპოვებს.

ახალი ძველი თავკაცი

სეგუნდა დივიზიონის "ალმერიას" ახალი მწვრთნელი ჰყავს - ესტებან ვიგო. ვიგომ ახლახან მოხსნილი ლუკას ალკარასი შეცვალა, ვისაც ზედიზედ 6 მოუგებელი მატჩი არ აპატიეს. სხვათა შორის, ვიგო 1995/96 წლების სეზონში უკვე ხელმძღვანელობდა ანდალუსიურ კლუბს.

"გუნდი პლეი ოფის ზონაშია. ჩემი მიზანია, უფრო წინ წავიდეს და საბოლოოდ ელიტის საგზური მოიპოვოს", - განაცხადა მან.

57 წლის სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა სწორედ "ალმერიაში" დაიწყო. შემდეგ იყო "ბარსელონას" ახალგაზრდული ბ გუნდი, "ხერესი" და "კორდობა". შემდეგ ვიგომ რუმინეთში გადაინაცვლა, სადაც ბუქარესტის "დინამოს" ედგა სათავეში. 2007 წელს ის ესპანეთში დაბრუნდა და ჯერ "ხერესი" გადაიყვანა პრიმერაში, შემდეგ - "ერკულესი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე