ვიზე "ვერდერის" კარს შვიდი წლის მანძილზე იცავდა და ახლა საბოლოოდ გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში ბრემენულ კლუბს დატოვებს
ტიმ ვიზე "ვერდერის" კარს შვიდი წლის მანძილზე იცავდა და ახლა საბოლოოდ გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში ბრემენულ კლუბს დატოვებს.

"ვერდერის" ხელმძღვანელებმა გუშინ ოფიციალურადაც დაადასტურეს, რომ ტიმი ახალ კონტრაქტს არ აფორმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბრემენიდან კლაუდიო პისაროს აბარგებაც პრაქტიკულად გადაწყვეტილია, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ვერდერი" იშლება!

"ტიმ ვიზემ მწვრთნელ თომას შააფს და სპორტულ დირექტორ კლაუს ალოფსს ოთხშაბათს აცნობა, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარს ამბობს და ზაფხულში "ვერდერს" დატოვებს," - უთხრა "კიკერს" ბრემენული კლუბის პრესმდივანმა ტინო პოლსტერმა.

"მიხარია, რომ ისეთ დიდ გუნდში, როგორიც "ვერდერია", შვიდი წელი გავატარე. ახლა კი ახალი გამოწვევა მჭირდება, - ეს თავად ვიზეს განცხადებაა, რაც მან "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, - სეზონის ბოლომდე ამ გუნდისთვის თავს არ დავზოგავ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ "ვერდერმა" ევროპალიგის საგზური მოიპოვოს.

"ვერდერში" შესანიშნავი წლები გავატარე – 2009 წელს გერმანიის თასი მოვიგე და უეფას თასის ფინალში ვითამაშე. თომას შააფს კი უდიდეს პატივს ვცემ".

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 30 წლის მეკარე. ფაქტი ის არის, რომ ვიზეს არაერთი შეთავაზება აქვს. გერმანული მედიის ცნობით, ტიმით ყველაზე მეტად "მილანი" და "შალკე" არიან დაინტერესებულები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე