ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "მაიამის" რევანში

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "მაიამის" რევანში

"ოკლაჰომამ" ვერ შეძლო ფლორიდიდან მოგების წამოღება, თუმცა დიდხანს ტოლ-სწორად ებრძოდა "მაიამის"
"ოკლაჰომამ" ვერ შეძლო ფლორიდიდან მოგების წამოღება, თუმცა დიდხანს ტოლ-სწორად ებრძოდა "მაიამის" და ახლოსაც იყო ბოლო 11 დღის განმავლობაში "ჰიტის" მეორედ დამარცხებასთან.

მაგრამ მას შემდეგ, რაც საფინალო სირენამდე 4.24 წუთით ადრე დურანტმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, სტუმრების თამაში საბოლოოდ მოიშალა და მათ დარჩენილ დროში ექვსი ტყორცნიდან მხოლოდ ერთი ჩააგდეს.

სირენამდე 46 წამით ადრე "მაიამი" სამ ქულას იგებდა, როცა პერკინსმა ორი საჯარიმო ააცილა. თუმცა მასზე აუგის სათქმელად ენა არავის მოუბრუნდება, რადგან "თანდერის" ცენტრი ერთ-ერთი საუკეთესო იყო "ოკლაჰომას" რიგებში.

კრიტიკას გუნდის ლიდერები - უესტბრუკი და დურანტი იმსახურებენ. პირველს თამაშიდან 17 აცილებული ტყორცნა ჰქონდა, მეორემ კი ცხრა შეცდომა დაუშვა.

რაც შეეხება "მაიამის", ბოლოსკენ ეს გუნდიც საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, მაგრამ ესეც საკმარისი იყო შინ ზედიზედ მე-17 გამარჯვებისთვის. ბოლო მომენტში გადაწყდა, რომ მატჩში მონაწილეობას მიიღებდა უეიდი და ესეც დაეხმარა "ჰიტს".

განსაკუთრებით კარგად ამან ლებრონ ჯეიმსზე იმოქმედა, რომელმაც 34 ქულა (თამაშიდან - 10/20, საჯარიმოები - 11/13), 10 მოხსნა, 7 პასი, 4 ჩაჭრა და ერთი დაფარება შეაგროვა. ასეთი კოლექცია ბოლო 25 წლის განმავლობაში მაიკლ ჯორდანს, მეჯიქ ჯონსონს და იმავე უეიდს ჰქონდათ. ლებრონის გარდა, ქებას იმსახურებენ ბატიე და ჩელმერსი, რომლებმაც ერთად 6 სამქულიანი ჩააგდეს.

თანაბარი გამოვიდა ლოსანჯელესური დერბი. "კლიპერსმა" საკმაოდ ეფექტურად ითამაშა "ლეიკერსის" წინააღმდეგ, მოიგო ფარი (46:44), მაგრამ საბოლოოდ, მაინც დამარცხებულმა დატოვა მოედანი. დროულად დაუბრუნდათ სტუმრებს ძირითადი ცენტრი ენდრიუ ბინუმი, რომელმაც 36 ქულით, 8 მოხსნითა და 4 დაფარებით დაასრულა შეხვედრა.

მთავარი როლი კი, რა თქმა უნდა, კობი ბრაიანტმა შეასრულა. 31 ქულა (თამაშიდან - 13/19), 6 შედეგიანი პასი და 5 მოხსნა - ბრწყინვალე სტატისტიკაა, მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში არ არის. "შავი მამბა" განსაკუთრებით სასარგებლო მაშინ იყო, როცა ეს მის გუნდს ძალიან სჭირდებოდა.

საფინალო სირენამდე 3.30 წუთით ადრე "კლიპერსი" პირველად გავიდა წინ - 104:103. ბრაიანტმა მაშინვე უპასუხა ორქულიანით. შემდეგ იყო ბინუმის ორიდან ერთი საჯარიმო და სეშენსის შედეგიანი შესვლა, რამაც "ლეიკერსს" დამაჯერებლობა დაუბრუნა, თუმცა კრის პოლმა შეძლო და შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა, როცა საფინალო სირენამდე 42 წამით ადრე ლამაზი ბურთი ჩააგდო - 106:108.

საპასუხო შეტევაში მაიკ ბრაუნის გუნდს აუცილებლად სჭირდებოდა ზუსტი ტყორცნა და სცენაზე ისევ ბრაიანტი გავიდა.

მისი ტყორცნა საკმაოდ რთული იყო, მაგრამ კობიმ ისევ ზუსტად ისროლა - "პლუს 4" საფინალო სირენამდე 24 წამით ადრე. პოლის შორეულმა ტყორცნამ მიზანს არ მიაღწია და "ლეიკერსმა" ზედიზედ მეორედ მოიგო ლოსანჯელესური დერბი.

საინტერესო იყო პლეი ოფში უკეთესი განთესვისთვის მებრძოლი გუნდების - "მემფისისა" და "დალასის" შეხვედრა. "გრიზლისი" ჩემპიონის არენაზე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და სამი მეოთხედი ინარჩუნებდა გამარჯვების შანსს, მაგრამ "დალასის" სასარგებლოდ იმოქმედა ერთმა ფაქტორმა - სტუმრების დაღლილობამ. "მემფისი" ბოლო სამი დღის განმავლობაში მესამე მატჩს თამაშობდა და, უბრალოდ, გამოიფიტა.

ჯერ კიდევ მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ჰოლინზის შეგირდები წინ იყვნენ - 73:68, მაგრამ შემდეგ დაიწყო კოშმარული მონაკვეთი - 4:21, რომელმაც სტუმრებს ყველანაირი შანსი მოუსპო.

ამ გაქცევის დროს "მემფისმა" 12-იდან ერთი ბურთი ჩააგდო. ბოლოსკენ "დალასის" რიგებში ვეტერანები - შონ მერიონი და ჯეისონ ტერი გამოირჩეოდნენ. შონმა თავისი 16 ქულიდან 10 მეოთხე მეოთხედში ჩააგდო, ტერის კი კარიერაში 1760 სამქულიანი დაუგროვდა. ამით მან თავის ყოფილ თანაგუნდელს პრედრაგ სტოიაკოვიჩს გაუსწრო და NBA-ს ყველა დროის სიაში ამ მაჩვენებლით მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

ვაშინგტონი-ინდიანა 96:109

28:37, 23:15, 23:34, 22:23

ვ: კროუფორდი (28), სერაფინი (19+10 მოხსნა), უოლი (13), კუკი (10+9 მოხსნა).

ი: გრეინჯერი (20+5 მოხსნა), კოლისონი (17+11 პასი), ჰენსბრო (14), ბარბოზა (14), ჰიბერტი (13+4 დაფარება).

ატლანტა-შარლოტი 120:93

27:25, 34:19, 28:26, 31:23

ა: სმიტი (24+9 მოხსნა), ტიგი (17+6 პასი), გრინი (17), ჯონსონი (16+5 პასი), უილიამსი (14), პარგო (12+6 პასი), ფაჩულია (6+11 მოხსნა).

შ: უოკერი (21+5 პასი), ჰენდერსონი (15+7 მოხსნა), კეროლი (12), ბრაუნი (11), უილიამსი (10).

მაიამი-ოკლაჰომა 98:93

21:23, 29:26, 30:24, 18:20

მ: ჯეიმსი (34+10 პასი+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), უეიდი (19+3 ჩაჭრა), ჩელმერსი (13+3 ჩაჭრა), ბოში (12+6 მოხსნა).

ო: დურანტი (30), უესტბრუკი (28+3 ჩაჭრა), ჰარდენი (12+5 მოხსნა+5 პასი).

მინესოტა-გ. სტეიტი 94:97

26:21, 25:18, 20:38, 23:20

მ: ლავი (29+12 მოხსნა+5 პასი), ელინგტონი (17+7 მოხსნა), ბარეა (15+8 პასი+6 მოხსნა),ჯონსონი (12+3 დაფარება), პეკოვიჩი (10).

გ-ს: ლი (31+8 მოხსნა), ჯენკინსი (19+7 პასი), ტომპსონი (13), ჯეფერსონი (13), რაიტი (11+6 მოხსნა+3 ჩაჭრა).

დალასი-მემფისი 95:85

20:23, 27:28, 19:17, 29:17

დ: ნოვიცკი (23+10 მოხსნა), მერიონი (16+7 მოხსნა+3 დაფარება), ტერი (15), უესტი (14), მაინმი (4+10 მოხსნა).

მ: მაიო (17), კონლი (11+5 პასი), მ. გასოლი (10+10 მოხსნა+7 პასი+4 დაფარება).

პორტლენდი-ნიუ ჯერსი 101:88

21:17, 25:27, 30:20, 25:24

პ: ოლდრიჯი (24+9 მოხსნა), ბატუმი (20+10 მოხსნა), ჰიქსონი (18+8 მოხსნა), ფელტონი (14+9 პასი+8 მოხსნა).

ნ-ჯ: ჰემფრიზი (21+11 მოხსნა), მოროუ (20), გრინი (20+7 მოხსნა).

ფილადელფია-ტორონტო 78:99

31:29, 25:26, 15:24, 7:20

ფ: ბრენდი (20+4 დაფარება), ჰოლიდეი (20+5 პასი+3 ჩაჭრა), ჰაუსი (10+9 მოხსნა).

ტ: ბარნიანი (24+5 მოხსნა), დეროზანი (18+5 პასი), ანდერსონი (13), კალდერონი (12+13 პასი), კლეიზა (10+7 მოხსნა), დევისი (4+14 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-დენვერი 94:92

20:18, 25:28, 30:21, 19:25

ნ-ო: არიზა (15+6 მოხსნა), გორდონი (15), კამანი (14+10 მოხსნა+5 დაფარება), ლენდრი (12+5 მოხსნა), ვასკესი (11+10 პასი+5 მოხსნა), სმიტი (10).

დ: ლოუსონი (22+6 პასი), აფლალო (15+7 პასი), ჰარინგტონი (14), ფარიდი (13+8 მოხსნა).

მილუოკი-კლივლენდი 107:98

29:14, 24:25, 26:29, 28:30

მ: ელისი (30+8 პასი+5 მოხსნა), ჯენინგსი (19+4 ჩაჭრა), ილიასოვა (18+6 მოხსნა), უდო (11+8 მოხსნა), უდრიხი (11).

კ: პაკერი (27+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯეიმისონი (17+7 მოხსნა), გი (12+8 მოხსნა), ტომპსონი (12+9 მოხსნა), სლოუნი (12+8 პასი).

იუტა-ფინიქსი 105:107

31:31, 25:27, 24:25, 25:24

ი: მილსეპი (25+8 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), მაილზი (22+5 მოხსნა), ჰეივორდი (20+10 მოხსნა), ჯეფერსონი (16+7 მოხსნა).

ფ: რედი (19), გორტატი (14+8 მოხსნა), ფრაი (13), ნეში (13+9 პასი), ბრაუნი (11), მორისი (11), დადლი (10+7 მოხსნა+3 ჩაჭრა).

კლიპერსი-ლეიკერსი 108:113

29:34, 26:29, 26:29, 27:21

კ: ბატლერი (28), პოლი (22+16 პასი), გრიფინი (15+14 მოხსნა), იანგი (13), ჯორდანი (11+13 მოხსნა+4 დაფარება), ფოიე (11+5 მოხსნა).

ლ: ბინუმი (36+8 მოხსნა+4 დაფარება), ბრაიანტი (31+6 პასი+5 მოხსნა), სეშენსი (16+8 პასი+6 მოხსნა), პ. გასოლი (12+7 მოხსნა).

ლინი პლეი ოფს უმიზნებს

"ნიუ იორკ ნიქსის" მცველმა ჯერემი ლინმა ჟურნალისტებს მოუყვა საკუთარი მდგომარეობის შესახებ მუხლზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ.

"იმედი მაქვს, შევძლებ პლეი ოფის მატჩებისთვის სრულად გამოჯანმრთელებას. უბრალოდ, არ შემიძლია ჩემი გუნდის თამაშის ტელევიზორში ყურება და ძალიან მინდა, თანაგუნდელებს დავეხმარო. მაგრამ მანამდე ასი პროცენტით უნდა ვიყო მზად", - ამბობს ჯერემი ლინი.

ამ სეზონის მთავარმა სენსაციამ რეგულარულ ჩემპიონატში 35 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 14.6 ქულა, 6.1 შედეგიანი პასი და 3.1 მოხსნა დააგროვა. ამ მომენტისთვის "ნიუ იორკი" მერვე ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში.

ჰორნეტსი ნიუ ორლეანში დარჩება

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა დევიდ სტერნმა განაცხადა, რომ ლიგა ახლოა ხელშეკრულების გაფორმებასთან, რომლის მიხედვითაც, კლუბი "ჰორნეტსი" დიდი ხნით დარჩება ქალაქ ნიუ ორლეანში. გარდა ამისა, სტერნმა იმედი გამოთქვა, რომ ქალაქ საკრამენტოში ახალ არენასთან დაკავშირებით შექმნილი კონფლიქტური სიტუაცია მალე დადებითად გადაწყდება.

"იმედი მაქვს, რომ მალე საკრამენტოს მთავრობა და "კინგზის" მფლობელები მოაგვარებენ კონფლიქტს და ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა დადგენილ ვადებში დაიწყება. ძალიან გვინდა, რომ "კინგზი" საკრამენტოში დარჩეს.

ეს არის ჩვენი პრიორიტეტი", - ამბობს სტერნი სააგენტო AP-ისთან კომენტარში.

ირვინგი 10 დღეს დაისვენებს

"კლივლენდ კავალიერზის" მცველი კაირი ირვინგი 7-10 დღეს გამოტოვებს მხარის ტრავმის გამო, რომელიც მან 3 აპრილს "სან ანტონიოსთან" მატჩში მიიღო. იმ შეხვედრაში 2011 წლის დრაფტის პირველმა ნომერმა 13 ქულა დააგროვა.

მიმდინარე სეზონში კაირიმ 46 მატჩი ჩაატარა. მისი საშუალო სტატისტიკა 18.8 ქულას, 5.7 შედეგიან გადაცემასა და 3.9 მოხსნას უდრის.

ამჟამად "კლივლენდი" მე-13 ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში.

ვარეჟაოს შემდეგ კვირას ვნახავთ

"კლივლენდ კავალიერზის" ცენტრი ანდერსონ ვარეჟაო, შესაძლოა, მომავალ კვირას დაუბრუნდეს რეგულარულ ჩემპიონატს, - წერს ამერიკული პრესა.

"კავალერების" მთავარი მწვრთნელის, ბაირონ სკოტის თქმით, ბრაზილიელი კალათბურთელი თითქმის სრულად გამოჯანმრთელდა ტრავმისგან, რომელიც მან თებერვლის დასაწყისში მიიღო; კერძოდ, ერთ-ერთი მატჩის დროს მაჯა მოიტეხა.

დაშავებამდე ვარეჟაომ რეგულარულში 25 მატჩის ჩატარება მოასწრო და საშუალოდ, 10.8 ქულა და 11.5 მოხსნა შეაგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა

იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი

მიქაუტაძის "ლიონს" ახალი მეკარე ჰყავს

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

რაშფორდს მიმდინარე სეზონში ტრებლის მოგების სჯერა

ისევ პრემიერ ლიგა თუ ბუნდესლიგა - ჯეკსონს ორი ვარიანტი გამოუჩნდა

"მილანის" ორი ვარიანტი - "როსონერის" შეტევა ვლაჰოვიჩით ან ჰოილუნით გაძლიერდება

ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები

"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა

Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი

სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

"გვარდიოლა ამ ფეხბურთელის დამატებაზე ოცნებობს" - ფაბრიციო რომანო

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

"სიტიმ" იმაზე დიდი ხელფასი შესთავაზა, ვიდრე პსჟ-სგან მოითხოვდა - დონარუმა პრემიერლიგას უახლოვდება

სპერციანს მყიდველების რიგი დაუდგა - სად გააგრძელებს კარიერას სომეხი ფეხბურთელი?

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

"კროოსი? ჩვეულებრივი ფეხბურთელი იყო, მე მასზე უკეთესი ვიყავი" - ჯონ ობი მიკელი