ევროპის ლიგის ნახევარფინალში ორი ესპანური გუნდის დაპირისპირება და პირინეული დერბი გველის
ევროპის ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. შედეგად ნახევარფინალში ორი ესპანური გუნდის შეხვედრა და პირინეული დერბი გველის.

2010 წელს, როდესაც ევროპის ლიგა მადრიდის "ატლეტიკომ" მოიგო, მეოთხედფინალში მადრიდელებმა "ვალენსია" სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობით დაამარცხეს. ამ თვეში მათ ევროპულ არენაზე "კვლავ ღამურებთან" მოუწევთ შეხვედრა.

"ატლეტიკომ" ორი მატჩის ჯამში "ჰანოვერი" ანგარიშით 4:2 დაამარცხა, უნაი ემერის შეგირდებმა კი "ალკმაართან" 1:2 წაგებული პირველი შეხვედრის შემდეგ დამაჯერებელი რევანში აიღეს. საკუთარ მოედანზე "ვალენსიამ" სტუმრებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.

"ატლეტიკო" "ვალენსიას" საკუთარ მოედანზე 19 აპრილს მიიღებს, საპასუხო შეხვედრა კი ერთი კვირის შემდეგ გაიმართება. ამ სეზონში გუნდები ესპანეთის ჩემპიონატში ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და მადრიდელებმა ვერცერთი გოლის გატანა მოახერხეს. ვალენსიაში შეხვედრა მასპინძლების მინიმალური ანგარიშით გამარჯვებით დასრულდა, ესპანეთის დედაქალაქში კი მეტოქეები 0:0-ზე გაიყარნენ.

ლისაბონის "სპორტინგისთვის" მიმდინარე სეზონი ევროპაში 2005 წლის შემდეგ საუკეთესოა, როდესაც "ლომები" უეფას თასის ფინალში გავიდნენ და იქ მოსკოვის ცსკა-სთან დამარცხდნენ.

ახლა პორტუგალიელები ნახევარფინალში ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდებიან. პირველ მატჩს "სპორტინგი" 19 აპრილს შინ გამართავს. მეოთხედფინალში "ლომებმა" "მეტალისტის" წინააღმდეგობა დაძლიეს, "ატლეტიკმა" კი "შალკე 04" გამოთიშა.

ეს კლუბები უეფას ტურნირებში ერთმანეთს უკვე შეხვდნენ. 1985/86 წლების სეზონში "სპორტინგმა" უეფას თასის მესამე წრეში ესპანელები საერთო ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

ევროპალიგა. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები

ჰანოვერი-ატლეტიკო 1:2 (1:2)

ჰანოვერი (4-4-2): ცილერი - ჩერუნდოლო, პოგატეცი, ეგიმანი, პანდერი (86. სობიეხი) - შლაუდრაფი, პინტო, შულცი (73. შმიედებახი), რაუში (71. აბდელაუე) - ია კონანი, დიუფი.ს

ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - პერეა, გოდინი, მირანდა, ფილიპე ლუიში - ტიაგო, სუარესი - კოკე (65. სალვიო), დიეგო (88. დომინგესი), ადრიან ლოპესი - ფალკაო.

გოლები: 0:1 ადრიან ლოპესი (63), 1:1 დიუფი (81), 1:2 ფალკაო (87)

გაფრთხილება: პინტო - ფალკაო, დიეგო, გოდინი, კოკე, მირანდა

კუთხური: 9-2; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 4-6 (2-3); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 44 000

ვალენსია-ალკმაარი 4:0 (1:2)

ვალენსია (4-4-2): დიეგო ალვეში - ბარაგანი, რამი, რ. კოშტა, მატიო - ფეგული (76. პ. ერნანდესი), მ. თოპალი, ტ. კოსტა (84. მადურო), ალბა - სოლდადო, ჟონასი (69. პარეხო).

ალკმაარი (4-3-3): ალვარადო - მარსელისი, მოისანდერი, ვიერხევერი, პოულსენი - მაჰერი, ელმი, მარტენსი - ბეერენსი (79. ფალკენბურგი), ალტიდორი (69. ბენშოპი), ჰოლმანი (46. გუდმუნდსონი).

გოლები: 1:0 რამი (15), 2:0 რამი (17), 3:0 ალბა (56), 4:0 პ. ერნანდესი (80)

გაფრთხილება: ტ. კოსტა, ბარაგანი

კუთხური: 6-5; ჯარიმა: 13-9; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 14-6 (8-4); ბურთის ფლობა: 47%-53%.

მაყურებელი: 25 000

ბილბაო-შალკე 2:2 (4:2)

ბილბაო (4-3-3): ირაისოსი - ირაოლა, ეკიზა, ამორებიეტა, აურტენეჩე - ანდერი (31. ი. გომესი (74. სან ხოსე)), ხ. მარტინესი, დე მარკოსი - სუსაეტა, ფ. ლორენტე (58. ტოკერო), მუნიაინი.

შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - ჰოოგლანდი, პაპადოპულოსი, მატიპი, ესკუდერო - ჰოლტბი (72. ჰოგერი), ჯონსი - ობასი (62. მარიკა), რაული, ხურადო (61. ფარფანი) - ჰუნტელაარი.

გოლები: 0:1 ჰუნტელაარი (29), 1:1 ი. გომესი (41), 1:2 რაული (52), 2:2 სუსაეტა (55)

გაფრთხილება: მარტინესი, დე მარკოსი - ობასი, მატიპი, პაპადოპულოსი

კუთხური: 8-7; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 12-15 (5-7); ბურთის ფლობა: 46%-54%.

მაყურებელი: 39 000

მეტალისტი-სპორტინგი 1:1 (1:2)

მეტალისტი (4-2-3-1): გორიაინოვი - ვილიაგრა, ბერეზოვჩუკი, ობრადოვიჩი, პშენიჩნიხი (85. ბლანკო) - ტორესი (71. მარლოში), ედმარი (46. დევიჩი) - სოსა, შავიერი, ტაისონი - კრისტალდო.

სპორტინგი (4-3-1-2): პატრისიო - პერეირა, ჩანდაო, პოლგა, ინსუა - ფერნანდესი (60. ნეტო), სხაარსი, იზმაილოვი - მარტინსი (72. ანდრე სანტოსი) - ვან ვოლფსვინკელი, კაპელი (83. ევალდო).

გოლები: 0:1 ვან ვოლფსვინკელი (44), 1:1 კრისტალდო (57)

გაფრთხილება: ბერეზოვჩუკი, სოსა, ტორესი, ტაისონი, ობრადოვიჩი - ჩანდაო, ევალდო

კუთხური: 8-3; ჯარიმა: 25-20; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 12-7 (8-3); ბურთის ფლობა: 64%-36%.

მაყურებელი: 38 500

ნახევარფინალი

ატლეტიკო-ვალენსია

სპორტინგი-ბილბაო

პირველი მატჩები 19 აპრილს, საპასუხო - 26 აპრილს

ფინალი

9 მაისი. "არენა ნაციონალა". ბუქარესტი (რუმინეთი)

კომენტარები

რაული: ბილბაოს "ატლეტიკს" ევროპის ლიგის მოგებას ვუსურვებ!

ხავი მარტინესი: ამ დროისთვის ესპანური ფეხბურთი საუკეთესოა ევროპაში

კლაას იან ჰუნტელაარი: რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ

უნაი ემერი: მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩები ძალიან რთული იქნება

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე