"ჩელსის" მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მიიჩნევს, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ფაბიო კაპელოს შემდეგ ნაკრების სათავეში კვლავ უცხოელის დანიშვნაზე უარი არ უნდა თქვას...

"ჩელსის" მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მიიჩნევს, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ფაბიო კაპელოს შემდეგ ნაკრების სათავეში კვლავ უცხოელის დანიშვნაზე უარი არ უნდა თქვას. მოგეხსენებათ, კაპელომ ამას წინათ განაცხადა, რომ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ თანამდებობის დატოვებას აპირებს და ამ გადაწყვეტილებას ვეღარაფერი შეაცვლევინებს, ვერც მისი გუნდის წარმატებული და ვერც წარუმატებელი გამოსვლა.

მკაფიოა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის სურვილიც, იტალიელის შემდეგ ქვეყნის მთავარი საფეხბურთო პოსტი ოდინდელი ტრადიციის შესაბამისად ადგილობრივ მწვრთნელს ანდოს. ასეთივეა საზოგადოების მოთხოვნაც, თუმცა ანჩელოტის სხვა აზრი აქვს:

"არა მგონია, რომ ინგლისის ნაკრებს მაინცდამაინც ინგლისელი უნდა წვრთნიდეს. ქვეყნად ძალიან ბევრი კარგი მწვრთნელია და ყველა მათგანი ინგლისელი სულაც არ არის.

უკვე კარგა ხანია რაც გუნდს სათავეში უცხოელები უდგანან, მაგრამ მათ ბედი არ სწყალობთ. გაიხსენეთ სვენ-გორან ერიკსონი, რომელსაც ამ თანამდებობაზე აშკარად არ გაუმართლა".

BBC 5-ის სპორტული პროგრამის პირდაპირ ეთერში ლაპარაკისას ანჩელოტი უეინ რუნის ყბადაღებულ სკანდალსაც შეეხო. უფრო სწორედ, მან ზოგადად ფეხბურთელთა პირადი ცხოვრების თემაზე ილაპარაკა, რადგან გასულ სეზონში საკუთარ მოთამაშეებზე ჯონ ტერისა და ეშლი კოულზე იწვნია ყვითელი პრესის მწარე კალამი.

"მე არ მსურს, ჩემი მოთამაშეების პირად ცხოვრებას ვაკონტროლებდე. მა მათ პატივს ვცემ", - თქვა ანჩელოტიმ.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა