უკანასკნელად ჩემპიონატში "მანჩესტერ სიტიმ" "არსენალს" გასვლაზე 1975 წლის 4 ოქტომბერს მოუგო
წინა ტურში "სანდერლენდმა" ტურის უმთავრესი მოულოდნელობა შემოგვთავაზა, როცა "მანჩესტერ სიტისთან" გასვლაზე ქულა აიღო.

მეტიც. 85-ე წუთამდე "შავი კატები" ახლოს იყვნენ, რომ პრემიერლიგის იმ ერთადერთ გუნდად ქცეულიყვნენ, რომელმაც "ქალაქელები" სეზონში ორჯერ დაამარცხა, მაგრამ "სიტიმ" თამაში 2 წუთში შემოატრიალა და 2-ბურთიანი ჩამორჩენა გააბათილა. მარტინ ონილის გუნდმა ცხრილის სათავეში სიტუაცია მთლად თავდაყირა თუ ვერ დააყენა, ბევრიც არაფერი დაუკლია.

რაც შეეხება "ტოტენჰემს", ჩრდილოლონდონელებმა 31-ე ტურში როგორც იქნა მოიგეს და "არსენალს" ქულებით ხელახლა გაუთანაბრდნენ.

მოგების შემთხვევაში "დეზებს" აქვთ შანსი, რომ მესამე ადგილს დაუბრუნდნენ, თუმცა "სტედიუმ ოფ ლაითიდან" 3 ქულის წაღება ძალიან ძნელი იქნება. ისე თუკი სტატიტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ლონდონელები ამას ხშირად ახერხებდნენ.

ფაბრის მუამბას თავს დატრიალებულმა ამბებმა "ბოლტონი" ერთ მუშტად შეკრა. მას მერე გუნდი თავდაუზოგავად იბრძვის ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად და აი, როგორც იქნა "ვულვზთან" წინა ტურში 3:2-ის გამარჯვების შემდეგ გუნდმა დატოვა გასავარდნი ზონა. თუმცა ყველას ესმის, რომ ეს ჯერჯერობით არაფერს ნიშნავს, რადგან მე-18 ადგილს ისინი სულ რაღაც კინკილა ქულით არიან დაშორებულები.

"ფულჰემი" ის გუნდია, რომლის შინაურ კედლებში დამარცხება არ არის შეუძლებელი. ბუნებრივია, მიზნის მისაღწევად მასპინძელი ყველა ღონეს მიმართავს.

რაც შეეხება სტუმარს, "კოტეჯელებმა" წინა ტურში ტრავმის გამო პაველ პოგრებნიაკი დაკარგეს და დღეს მინდორზე მისი გამოსვლა პრაქტიკულად გამორიცხულია. სამაგიეროდ ფორმაშია გუნდის ლიდერი კლინტ დემპსი.

კარგი განწყობით

"ჩელსი" დიდებულ განწყობაზეა. "ლურჯებმა" შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაში არცთუ ისე შთამბეჭდავი ასპარეზობის მიუხედავად "ბენფიკა" მეორეჯერაც დაამარცხეს და 1/2-ფინალის საგზური გაინაღდეს, სადაც "ბარსელონასთან" მოუწევთ ჭიდაობა.

ლონდონელებმა მოიგეს პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრაც "ასტონ ვილასთან". ბრწყინვალედ ითამაშა ფერნანდო ტორესმა, ვინც გოლის გარდა საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ძვირს ვერაფერს ვიტყვით "უიგანზეც". რობერტო მარტინესის გუნდმა 4-თამაშიანი წაუგებელი სერია გამოაცხო და თუკი ასეთივე მონდომებით განაგრძეს ასპარეზობა... თუმცა მათი გზა ლიგაში დასარჩენად ყველაზე უფრო რთულია, რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ. "უიგანს" ამ თამაშის ჩათვლით მომდევნო 5 ტურში 4 თამაში გრანდებთან (ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი, არსენალი, ნიუკასლი) უწევს. ასე რომ, ამ გუნდს თავს ზემოთ ახტომა მოუწევს.

ორი იმედგაცრუება

"ლივერპულის" აშკარა კრიზისზე გუნდის ყოფილი ვარსკვლავებიც ალაპარაკდნენ და "წითლებს" გადამწყვეტი მოქმედებებისკენ მოუწოდეს. ის, რომ მძიმე დღეში არიან, გარკვეულწილად კენი დალგლიშმაც დაადასტურა, როცა სამომავლო გეგმებზე და გუნდიდან ბალასტის მოშორებაზე ალაპარაკდა. დასახელდა სამი გვარი: დირკ კუიტი, მაქსი როდრიგესი და ფაბიო აურელიო.

ახლა რაც შეეხება უშუალოდ ბირმინგემელებთან შეხვედრას: მიუხედავად ყველარისა, აშკარაა, რომ ფავორიტი მაინც მასპინძელია. "ასტონ ვილა" ფსიქოლოგიური თვალსაზრისით საუკეთესო მდგომარეობაში ნამდვილად არ არის. მიზეზი ყველასთვის ცნობილია. რამდენიმე დღეა, რაც გუნდის კაპიტან სტილიან პეტროვს მწვავე ლეიკოზის დიაგნოზი დაუსვეს. ბულგარელის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის. დაწყებული "ენფილდის" შეხვედრიდან ვილაპარკელებმა ყველაფერი უნდა იღონონ, რომ გუნდს საქმე გასავარდნად არ დაუდგეს. სხვაობა კი "ტრაგედიის ზონასთან" სულ 5 ქულაა.

"ნორვიჩი" სეზონს ნება-ნება, ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე ასრულებს. მას არაფერი ემუქრება - არც გავარდნა და ევროთასებზე გასვლის პერსპექტივა. თუმცა მეორე მხრივ, ბოლო 7 თამაშში კინკილა მოგება გულშემატკივართა თავმოყვარეობაზე დადებითად სულაც არ მოქმედებს.

მასპინძელს "კეროუ როუდზე" ნამდვილად შეუძლია "ევერტონის" დამარცხება. ლივერპულელები მშვენიერ ფორმაში არიან. "ლურჯებმა" მიჯრით სამი თამაში მოიგეს, სამივე 2:0. ბუნებრივია, ისინი არც 7 აპრილს აპირებენ რამის დათმობას. ბუკმეკერები ფავორიტად სწორედ დევიდ მოიესის გუნდს ასახელებენ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ვესტ ბრომვიჩი"-"ბლექბერნის" მატჩი ტურში ყველაზე ნაკლებ ინტერესს იწვევს. მასპინძლებს თვეზე მეტია არ მოუგიათ. "ვარდებს" კი წინა ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" ჰყავდათ მეტოქე და რა გასაკვირია, რომ დამარცხდნენ.

"ჰოუტორნსზე" ნებისმიერი შედეგი მოსალოდნელია, თუმცა მიზერულ უპირატესობას ბუკმეკერები მაინც "ბლექბერნს" ანიჭებენ. სხვა თუ არაფერი საფრთხე მას მეტი ემუქრება და შესაბამისად მეტად უნდა მოინდომოს.

პრემიერლიგის საშუალოწონოსანი "სტოკ სიტი" წყალწაღებულ აუტსაიდერ "ვულვზთან" დღევანდელ დაპირისპირებაში აშკარა ფავორიტია. "მგლები" არც მიკ მაკარტის ხელში ეთამაშებოდნენ ვარსკვლავებს, მაგრამ ირლანდიელის გუნდიდან დათხოვნის შემდეგ ტერი კონორის თავკაცობით მათ ელიტაში დარჩენის მიზერული შანსიც არ აქვთ.

"ვულვზს" ზედიზედ 5 წაგება დაუგროვდა (ორჯერ 5:0), საიდანაც სამში გოლიც ვერ გაიტანა. ასე რომ, "მგლებს" ახლა შეიძლება უწყინარ ცხვრებთანაც აუკანკალდეთ მუხლები. "სტოკს" 5-თამაშიანი მოუგებელი სერია აქვს და რატომღაც გვგონია, რომ ეს სერია 7 აპრილს შეწყდება.

რას იზამს ფავორიტი?

ახლა იმას რომ მოვყვეთ, "მანჩესტერ იუნაიტედი" უპირობო ფავორიტიაო, ვფიქრობთ, გატკეპნილი ჭეშმარიტების მტკიცებაში დაგვდებთ ბრალს. უბრალოდ გეტყვით, რომ "ეშმაკებს" ჩემპიონატის ბოლო 11 თამაშიდან 10 მოგება (აქედან 7 ზედიზედ) და ფრე აქვთ. რაც მთავარია, "იუნაიტედი" იმ კონდიციებშია, როცა შედარებით ცუდად თამაშის ფონზეც კი შეუძლია მიზნის მიღწევა.

ალექს ფერგიუსონის გუნდმა ეს ორშაბათს ბლექბერნის "ივუდ პარკზე" დაამტკიცა. "წითელმა ეშმაკებმა", რასაც ჰქვია, კლასის ხარჯზე იძალეს. და რა შანსი შეიძლება ჰქონდეს "ქუინზ პარკს" 75 ათასი თვალებანთებული ფანის წინაშე მოთამაშე "იუნაიტედთან"? ვერ გეტყვით...

უკანასკნელად ჩემპიონატში "მანჩესტერ სიტიმ" "არსენალს" გასვლაზე 1975 წლის 4 ოქტომბერს მოუგო. მას მერე ხდებოდა, რომ "ქალაქელებს" ლონდონიდან ქულა მიჰქონდათ, მაგრამ გამარჯვება კი არ ღირსებიათ.

რობერტო მანჩინის გუნდმა "ემირიტსზე" მიმდინარე სეზონში ერთხელ უკვე იმარჯვა და ეს ლიგის თასის 1/4-ფინალში მოხდა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ნოემბრის გმირობის გამეორებას ეს გუნდი. წესით, თუკი რამე წესს ექვემდებარება ფეხბურთში მოგება და წაგება, მას ეს უნდა გაუჭირდეს.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXXII ტური

6 აპრილი

სუონსი-ნიუკასლი 0:2

სუონსი (4-2-3-1): ვორმი - რანხელი, კოლკერი, უილიამსი, ნ. ტეილორი - ბრიტონი, ალენი - ნ. დაიერი (66. სინკლერი), სიგურდსონი, რუტლეჯი - მური (66. გრემი)

ნიუკასლი (): კრული - სიმპსონი, უილიამსონი, პერჩი, სანტონი - კაბაი (74. კაბაი), ტიოტე (46. რ. ტეილორი), ხონასი - ბენ არფა, პ. სისე - ბა (59. ფერგიუსონი)

გოლები: 0:1 სისე (5), 0:2 სისე (69)

გაფრთხილება: უილიამსი - უილიამსონი

კარში დარტყმა: 17-4(9-3), კუთხური: 7-0, ჯარიმა: 10-9, თამაშგარე: 0:1 ბურთის ფლობა: 65%-35%

მაყურებელი: 19 874

7 აპრილი

სანდერლენდი-ტოტენჰემი 15:45

ტრავმა: ბრაუნი, ბრამბლი, ო’ში, ანხელერი - გომესი, ჰადლსტოუნი, დოუსონი, ბენტლი, ჯენასი

ბოლტონი-ფულჰემი 18:00

ტრავმა: ლი, სტეინსონი, პრეტლი, მუამბა, გარდნერი, მირსი, ჰოლდენი - გრიგერა, ეტერიჯი, პოგრებნიაკი, ჯონსონი, სა, სიდუელი

ჩელსი-უიგანი 18:00

ტრავმა: დროგბა, ტერი, კოული, ლემპარდი - როდალიეგა, დიამე

ლივერპული-ასტონ ვილა 18:00

ტრავმა: ჯონსონი, ლეივა, აგერი, კელი, ადამი, რობინსონი - ბენტი, ნ’ზოგბია, კლარკი, დანი, დელფი, პეტროვი, ჰატონი,

დისკვალიფიკაცია: რეინა

ნორვიჩი-ევერტონი 18:00

ტრავმა: რუდი, ტირნი, აიალა, პიკლინგტონი, ვონი - ოსმანი, როდუელი, კოულმენი

ვესტ ბრომვიჩი-ბლექბერნი 18:00

ტრავმა: ტომასი, გერა, რიდი, ფულოპი, მორისონი - გრელა, სალგადო, ჟივე,

სტოკ სიტი-ვულვზი 20:30

ტრავმა: დიაო, ეთერინგტონი, ვუდგეიტი, სიდიბე, პენანტი - კრედოკი, ო’ჰარა,

8 აპრილი

მანჩესტერ იუნაიტედი-ქუინზ პარკი 16:30

ტრავმა: ლინდეგორი, ნანი, ფლეტჩერი, ანდერსონი, მაკედა, ვიდიჩი, ოუენი - ფორლინი, ჰელგუსონი, ჰოლი, ტრაორე, დაიერი

დისკვალიფიკაცია: სისე

არსენალი-მანჩესტერ სიტი 19:00

ტრავმა: მერტეზაკერი, ფრიმპონგი, უილშირი, კოკლენი - რიჩარდსი, ლესკოტი, ნასრი

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. იუნაიტედი 31 24 4 3 76-27 76

2. სიტი 31 22 5 4 75-25 71

3. არსენალი 31 18 4 9 62-41 58

4. ტოტენჰემი 31 15 8 8 53-36 53

5. ნიუკასლი 32 16 8 8 48-42 56

6. ჩელსი 31 15 8 8 53-36 53

7. ევერტონი 31 12 7 12 32-32 43

8. ლივერპული 31 11 9 11 36-33 42

9. სანდერლენდი 31 11 8 12 42-37 41

10. ფულჰემი 31 10 9 12 39-42 39

11. სუონსი 31 10 9 12 42-49 39

12. ნორვიჩი 31 10 9 12 42-49 39

13. სტოკ სიტი 31 10 8 13 29-43 38

14. ვესტ ბრომვიჩი 31 10 6 15 36-43 36

15. ასტონ ვილა 30 7 12 11 33-42 33

16. ბოლტონი 30 9 2 19 36-60 29

17. ქუინზ პარკი 31 7 7 17 35-54 28

18. ბლექბერნი 31 7 7 17 43-64 28

19. უიგანი 31 6 10 15 29-55 28

20. ვულვზი 31 5 7 19 33-68 22

ბომბარდირები

26 - რობინ ვან პერსი (არსენალი); 21 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 17 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 16 - დემბა ბა (ნიუკასლი); 14 - იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი) 13 - ედინ ჯეკო, მარიო ბალოტელი (ორივე მანჩესტერ სიტი), კლინტ დემპსი (ფულჰემი), ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
"დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო 10 წელიწადში პრემიერლიგას მოიგებს" - მაიკლ ოუენი
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია