საქართველოს ჩემპიონატი. მეორე ეტაპი. პლეი ოფი. მეექვსე ტური
06.04. ქუთაისი. ცენტრალური. 2500 მაყურებელი

ტორპედო-ბაია 2:1

1:0 გამეზარდაშვილი (4), 2:0 გოცირიძე (29. გურულის პასით), 2:1 შ.ლომია (63)

ტორპედო ბაია

4-5-1 4-4-2

მიგინეიშვილი სომხიშვილი

იოსელიანი გ. ქვარცხავა

კვახაძე აფაქიძე

გამეზარდაშვილი აკობია

გ. გურული გამრეკლიძე

დოლიძე სიხარულია

დიღმელაშვილი ნ. შონია

ვ. ბოლქვაძე ტყემალაძე

გ. დათუნაიშვილი კუტალია

თარხნიშვილი გაბედავა

გოცირიძე ეხვაია

მწვრთნელი: მწვრთნელი:

გ.გეგუჩაძე გ.ტყებუჩავა

ტორპედო

53. ბოლქვაძე - კუხიანიძე

69. თარხნიშვილი - საბანაძე

80. დოლიძე - ფირცხალავა

სათადარიგოები: ქვილითაია, ტაბატაძე, შერგელაშვილი, დ. ჯანელიძე

ბაია

46. ეხვაია - შ. ლომია

57. ტყემალაძე - კუკავა

66. გამრეკლიძე - ზ.ქვარცხავა

სათადარიგოები: ჯომიდავა, პაჭკორია, გუჯეჯიანი, აქუბარდია

გაფრთხილება: კუხიანიძე (86)

არბიტრი: ხ.გაგნიძე

საუკეთესო რვა გუნდში "ტორპედოს" თამაში არ ჰქონდა მოგებული და ქუთაისელი გულშემატკივრები საყვარელი გუნდისგან პირველი საპლეიოფო გამარჯვების მოლოდინში იყვნენ.

გია გეგუჩაძის გუნდისთვის, რომელიც სამეულისთვის იბრძვის, ფინანსურად მოძლიერებულ "ბაიასთან" მატჩი სატურნირო თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ, მასპინძლებმა თავიდანვე სცადეს უპირატესობის მოპოვება, შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და სწრაფი გოლითაც დაწინაურდნენ.

ვალერი ბოლქვაძის კუთხურისა და რევაზ გოცირიძის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა, ძელიდან გამოვარდნილ ბურთთან კი პირველი დავით გამეზარდაშვილი გაჩნდა და ზუგდიდელები ახლო მანძილიდან დაამწუხრა.

ქუთათურები გოლის შემდეგაც ფლობდნენ უპირატესობას და ბურთასაც აკონტროლებდნენ, თუმცა მეორე გოლამდე მხოლოდ გიორგი დათუნაიშვილს ჰქონდა გატანის რეალური შანსი, მან სომხიშვილის მოდუნებით ისარგებლა და მეკარესთვის იოლად მოსაგერიებელ ბურთს მიუსწრო, თუმცა ზუგდიდელთა კიპერმა შეცდომა გამოასწორა და მდგომარეობა განმუხტა.

ქუთაისელთა მეორე გოლი სწრაფ და ლამაზ კომბინაციას მოჰყვა. თორნიკე თარხნიშვილმა მარჯვენა ფლანგზე შეტევაში გიორგი გურული ჩართო, რომელმაც მეკარის ბაქანთან გამჭოლი გადაცემა გააკეთა და გოცირიძემაც დასწრებაზე, ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი ზუგდიდელთა კარში.

ტაიმის ბოლოს გეგუჩაძის შეგირდებს რამდენჯერმე შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა. გოცირიძემ თითქმის მოედნის ცენტრიდან შესანიშნავი პასით გრიგოლ დოლიძე გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ქუთაისელთა გამოცდილმა ნახევარმცველმა სომხიშვილს ვერ აჯობა. ბოლო წუთებზე კი გოცირიძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ორჯერ სახიფათოდ დაარტყა, თუმცა უზუსტოდ.

შესვენების შემდეგ "ბაიას" თავკაცმა გოჩა ტყებუჩავამ მდგომარეობის გამოსასწორებლად შეცვლებს მიმართა. განსაკუთრებით შოთა ლომიას თამაშში ჩართვამ გაამართლა, ზუგდიდელები სულ სხვაგვარად ათამაშდნენ და მეტოქეს ბევრი პრობლემა შეუქმნეს. თუმცა, მათი გააქტიურება უფრო ტაიმის შუაწელიდან დაიწყო, მანამდე კი ქუთათურებს რამდენიმე საგოლე მომენტით უნდა ეხეირათ.

ჯერ იყო და ძალზედ აქტიური გივი იოსელიანის უძლიერესი დარტყმა მეკარემ უხერხულად მოიგერია, შემდეგ კი გოცირიძის დარტყმა მეტოქის საჯარიმოში "გაჩხერილ" გამეზარდაშვილს რომ არ მოხვედროდა, ბურთი სტუმართა კარში აღმოჩნდებოდა.

თანდათან ზუგდიდელებიც გამოცოცხლდნენ, რომლებიც სწრაფი კონტრშეტევებით გადადიოდნენ ქუთაისელთა ნახევარზე და შორეული დარტყმებით აწუხებდნენ მეტოქეს. დასამახსოვრებელი იყო, საჯარიმოს კიდიდან გიორგი გაბედავას მოჭრილი დარტყმა, რომელიც მცირედით ასცდა მიზანს.

მალე "ტორპედოს" კართან სახიფათო საჯარიმო დაინიშნა: ლომიამ დაახლოებით 23 მეტრიდან ჯარიმა პენალტივით დაარტყა, ბურთი კედელს შემოატარა და ომარ მიგინეიშვილის კარის ცხრიანში მოათავსა.

გატანილმა გოლმა სტუმრების "მადაზე" მოიყვანა, მათ ქულის გადარჩენის პერსპექტივა დაინახეს და შეტევები გაამწვავეს. ბოლოს კი რეალური საგოლე მომენტიც შექმნეს: მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლომიამ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმო შესარულა, რის შემდეგაც შეტევაში ჩართული ნიკა შონიას ძლიერი თავური დარტყმა ოდნავ ასცდა მიზანს.

ქუთათურებმა "დინამოს" წაფორხლებითაც ისარგებლეს და მესამე ადგილზე გადაინაცვლეს.

მატჩის შემდეგ

გოჩა ტყებუჩავა (ბაია): "რაც ზუგდიდის "ბაია" ქალაქის საკუთრებაში გადავიდა, ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ეს ჩვენს თამაშებზეც შესაბამისად აისახა.

დღევანდელ მატჩს რაც შეეხება, პირველ ტაიმში თამაში ვერ ავაწყვეთ, მეტოქემ გვაჯობა და ორი გოლი გაგვიტანა. თუმცა, მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ ავთამაშდით, ერთი ბურთი გავქვითეთ და ანგარიშის გათანაბრების შანსიც გვქონდა..."

გია გეგუჩაძე (ტორპედო): "ბაია" ახალგაზრდული და მებრძოლი გუნდია, რომელმაც თავისი ხასიათი დღევანდელ მატჩშიც გამოავლინა.

ლიდერებთან შეხვედრებმა დიდი ძალები წაიღო, პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, რაც გატანილ გოლებშიც აისახა, მეორე ნახევარში თითქოსდა უპირატესობა ხელიდან გავუშვით, მაგრამ საგოლე მომენტები შესვენების შემდეგაც გვქონდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ