ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

იტალიაში მსაჯებს მისდგნენ

იტალიაში მსაჯებს მისდგნენ

სერია A-ს მეორე ტურს იტალიაში დიდ გამოხმაურება მოჰყვა, რადგან არაერთი სენსაციური შედეგი დაფიქსირდა და საერთოდაც, მართლაც რომ საინტერესო ტური გამოვიდა...

სერია A-ს მეორე ტურს იტალიაში დიდ გამოხმაურება მოჰყვა, რადგან არაერთი სენსაციური შედეგი დაფიქსირდა და საერთოდაც, მართლაც რომ საინტერესო ტური გამოვიდა. "მილანი" დებიუტანტ "ჩეზენასთან" დამარცხდა, "რომა" "კალიარისთან" განადგურდა, "ფიორენტინამ" კი აუტსაიდერად შერაცხულ "ლეჩეს" ვერ დააკლო ვერაფერი და მარცხი განიცადა. წინა პლანზეა წამოწეული სამსაჯო თემატიკა, რადგან "როსონერისა" და "ვიოლას" წარმომადგენლები განცდილ მარცხში დიდწილად სწორედ არბიტრებს ადანაშაულებენ.

თამაშის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, "ჩეზენამ" აშკარად დაჩაგრა "მილანი", თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მატჩის არბიტრი რამდემჯერმე მართლაც შეცდა მასპინძელთა სასარგებლოდ.

თავად განსაჯეთ, ბურთი სამჯერ შევარდა "ჩეზენელთა" კარის ბადეში და სამივეჯერ მსაჯმა თამაშის წესების დარვევა დააფიქსირა. ორი ეპიზოდი მეტად საკამათო იყო, აი ალეშანდრე პატოს კი სულ ტყუილად გაუუქმეს გატანილი გოლი - ერთ-ერთ ეპიზოდში, ბრაზილიელმა ფორვარდმა ბურთი მკერდით ჩამოიღო და გამოზომილი დარტყმით მასპინძელთა მეკარე უშანსოდ დატოვა. თუმცა, რეფერიმ მიიჩნია, რომ ალეშანდრემ ხელი წაიხმარა და ისე გაისწორა ბურთი დასარტყმელად - არადა, გამეორებაზე ნათლად გამოჩნდა, რომ პატომ მკერდით ითამაშა. "მილანის" მარცხს და უსუსურ თამაშს გამართლება ნამდვილად არ აქვს, მაგრამ მეორე მხრივ, არც მსაჯების შეცდომებზე თვალის დახუჭვა ივარგებს. აი, რას ამბობს "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი:

"არ ვამბობ, რომ ვინმე ჩვენს წინააღმდეგ განზრახ მოქმედებს - უბრალოდ, იმის აღნიშვნა მინდა, რომ მსაჯობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები გვაქვს და ამას გამოსწორება სჭირდება. "ჩეზენა" - "მილანის" პაექრობაში ლაინსმენს მუდმივად აწეული ჰქონდა ალამი, რითიც როგორც ჩანს, შეცდომისგან თავის დაზღვევა სურდა. არადა, სწორედ მისი გადაწყვეტილებები გახლდათ მცდარი და ამაზე პასუხიც უნდა აგოს".

"მილანის" მესვეურთა მსგავსად, მსაჯობით უკმაყოფილონი არიან "ფიორენტინას' ბანაკშიც. თანაც, "ვიოლა" ზედიზედ მეორე მატჩია, არბიტრთა შეცდომის მსხვერპლი ხდება - პირველ ტურში, "ნაპოლის" თავდამსმხელის ედისონ კავანის მიერ დარტყმულის შემდეგ, ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთია, მაგრამ გოლი მაინც ჩაითვალა - განვლილ ტურში კი ფლორენციელი პერ კროლდრუპის მიერ წესებით სრული დაცვით გატანილი ბურთი გააუქმეს. კლუბის სპორტული დირექტორი პანტელეო კორვინო პრესასთან საუბარში აღშფოთებას ვერ მალავდა:

"ნამდვილად არ მეგონა თუ ასეთი დაბალი დონის მსაჯობას გადავაწყდებოდით. "ნაპოლისთვის" რომ აბსურდული გოლი არ ჩაეთვალათ და ჩვენს მიერ წესების დაცვით გატანილი ჩათვლილიყო, დღეს ოთხი ქულა გვექნებოდა და არა ერთი. ძალიან ცუდია, როდესაც არბიტრი ასე ერევა მატჩის მსვლელობაში და შედეგზე გავლენას ახდენს. არავინ დავობს იმაზე, რომ პრობლემები გვაქვს და გუნდი საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ ამასაც თუ მსაჯების შეცდომები დაემატა, კატასტროფულ სურათს მივირებთ".

უფრო მოზომილი კომენტარი გააკეთა სინიშა მიხაილოვიჩმა: "პირველ მატჩში მსაჯის მიერ დაშვებულმა შეცდომამ ძალიან გამაბრაზა, რადგან "ნაპოლის" წინააღმდეგ მთლიანობაში კარგად ვიასპარეზეთ და გამარჯვებასაც ვიმსახურებდით. აი, "ლეჩესთან" კი გუნდი არაფრად არ ვარგოდა და მსაჯთან სასაყვედურო ბევრი არაფერი მაქვს. გოლი უნდა ჩაეთვალა და ამაში ორი აზრი არსებობს, მაგრამ იმასაც ვერ გავექცევით, რომ "ფიორენტინა" მოწოდების სიმაღლეზე ვერ იდგა. თუმცა, იმაში ყველას ვეთანხმები, რომ მსაჯობასთან დაკავშირებული პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ გადასაჭრელია".

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე