"კრასნოდარის" ქართველი თავდამსხმელი მწვრთნელმა და ჟურნალისტებმა "ტომთან" მატჩის გმირად აღიარეს
საქართველოს ნაკრებისა და "კრასნოდარის" თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძე რუსეთის ჩემპიონატის 38-ე ტურში "ტომთან" საშინაო შეხვედრის გმირი გახდა - შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელმა ჯერ 76-ე წუთზე თავისიანები დააწინაურა (2:1), 6 წუთის შემდეგ კი თანაგუნდელ ჟოაზინიოს ცარიელ კარში გაატანინა და შედეგად "კრასნოდარმა" 3:1 გაიმარჯვა (იხილეთ ვიდეო).

თამაშის გმირად ოთარი ტენდენციურობის გამო არ დაგვისახელებია და ამის დასტურად "კრასნოდარის" მთავარი მწვრთნელის, სლავოლიუბ მუსლინის მატჩისშემდგომ გაკეთებული კომენტარიც გამოდგება:

"ეს იოლი თამაში არ იყო და მიხარია, რომ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე გამარჯვება, როგორც იქნა, მოვიპოვეთ. ვფიქრობ, მოედანზე მარცვალაძის გამოშვება სწორი გადაწყვეტილება იყო, რომელმაც წარმატება მოგვიტანა. ორი გოლი სწორედ მისი ორგანიზებით გავიდა".

თამაშის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან მარცვალაძემაც ისაუბრა:

- "სიცხეში თამაშს გადაჩვეულები ვართ, დღეს კი თბილი დღე იყო და ამის გამო ცოტა გაგვიჭირდა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად წარიმართა და ეს თამაში მოვიგეთ.

- ამ შეხვედრის წინ მწვრთნელმა განსაკუთრებულად განგაწყოთ სათამაშოდ?

- გვითხრა, რომ რთული თამაში გველოდა. განსაკუთრებული არაფერი...

- ბოლო გოლის ეპიზოდში არ იყო ცდუნება, პარტნიორისთვის პასის გაკეთების ნაცვლად, კარში თავად დაგერტყათ?

- ვფიქრობ, უფრო მოგებული დავრჩი, ეს პასი რომ გავაკეთე.

- თავს მატჩის გმირად მიიჩნევთ?

- არა. გამარჯვება - ეს არა მხოლოდ ჩემი მოქმედებების შედეგია, არამედ მთელი გუნდის დამსახურებაა. უბრალოდ, მე ის მახარებს, რომ თავადაც შევძელი გატანა და პარტნიორსაც გავატანინე.

- ისე ჩანდა, რომ "კრასნოდარი" მაშინღა ათამაშდა, როდესაც მოედანზე თქვენ გამოხვედით...

- ვფიქრობ, რომ გუნდი მოედანზე ჩემმა გამოსვლამ კი არა, პენალტიდან გაშვებულმა გოლმა გამოაფხიზლა. სწორედ ამის შემდეგ შევძელით ჩვენი თამაშის პოვნა და გამარჯვება დამსახურებულად მოვიპოვეთ.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა