ჰოკეის ეროვნული ლიგის სკაუტთა ცენტრალურმა ბიურომ 2012 წლის დრაფტის სავარაუდო ტოპ-ათეული გამოაქვეყნა
რეგულარული ჩემპიონატის დასრულებასთან ერთად, ჰოკეის ეროვნული ლიგის სკაუტთა ცენტრალურმა ბიურომ 2012 წლის დრაფტის სავარაუდო ტოპ-ათეული გამოაქვეყნა.

რეიტინგის ზედა ნაწილში ცვლილება არ მომხდარა. ისევე, როგორც მთელი სეზონის განმავლობაში, დრაფტის მომავალ მონაწილეებს შორის პირველ ადგილზეა რუსი ნაილ იაკუპოვი. წელს მან 42 მატჩში 69 ქულა დააგროვა.

დიდი ხანი მეორე იყო რეიტინგში ფორვარდი მიხაილ გრიგორენკო, მაგრამ მას ბოლო მომენტში სხვა ჰოკეისტმა გაუსწრო.

ექსპერტებმა მეორე ადგილზე დააყენეს მცველი რაიან მიურეი. მან სეზონი 9 გოლითა და 22 შედეგიანი პასით დაასრულა.

გრიგორენკო კი მესამეზე გავიდა. ამ ფორვარდმა კვებეკის ახალგაზრდულ ლიგაში 59 მატჩი ჩაატარა და 85 ქულა (40+45) დააგროვა.

ფინალური რეიტინგი

1. ნაილ იაკუპოვი (ფორ)

2. რაიან მიურეი (მცვ)

3. მიხაილ გრიგორენკო (ფორ)

4. ალექს გალჩენიუკი (ფორ)

5. მორგან რაილი (მცვ)

6. კოდი სისი (მცვ)

7. რადეკ ფაკსა (ფორ)

8. ოლი მაატა (მცვ)

9. იაკობ ტროუბა (მცვ)

10. გრიფინ რეინარტი (მცვ)

როგორც ვხედავთ, ათ წამყვან მოთამაშეს შორის ექვსი მცველის პოზიციაზე გამოდის. მეკარეებს შორის ყურადღებას იპყრობს “მონრეალის” მოთამაშის, პი კეი საბენის ძმა – მალკოლმ საბენი, რომელიც გოლკიპერებს შორის პირველია რეიტინგში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა