გასული სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი "ნიუ იორკსა" და "ჩიკაგოს" შორის გაიმართა
გასული სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი "ნიუ იორკსა" და "ჩიკაგოს" შორის გაიმართა. ამ შეხვედრაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - "ხარების" რიგებში დაბრუნდა გასული სეზონის MVP დერიკ როუზი, რომელმაც ტრავმის გამო 12 მატჩი გამოტოვა.

მატჩის სასტარტო მონაკვეთის მიხედვით ისე ჩანდა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ როუზი სათამაშო ფორმას აღიდგენდა და ისე დაბრუნდებოდა მოედანზე - პლეიმეიკერმა და მთლიანად "ჩიკაგომ" საშინლად დაიწყო შეხვედრა. შვიდი წუთის შემდეგ მასპინძლები 20:4-ს იგებდნენ. აქედან 10 ქულა კარმელო ენტონის ანგარიშზე იყო. როუზმა დიდი ხანი ვერ იპოვა თავისი თამაში - პირველ ნახევარში მხოლოდ ერთხელ ჩააგდო თამაშიდან და ხუთი შეცდომა დაუშვა.

მხოლოდ მესამე მეოთხედში ვიხილეთ ძველი როუზი. მან დროის ამ მონაკვეთში 11 ქულა დააგროვა და თავის გუნდს წინა გასვლის საშუალება მისცა. სირენამდე 3.45 წუთით ადრე კი "ხარების" უპირატესობა უკვე ცხრა ქულას შეადგენდა.

მათთვის სამწუხაროდ, ამის შემდეგ ქულა აღარ აუღიათ - როუზმა ორჯერ დაკარგა ბურთი, თამაშიდან სამჯერ ააცილა და ორი თავისუფალი ტყორცნაც გააფუჭა. მას მიბაძა დენგმა, რომელმაც ასევე ააცილა ორი საჯარიმო.

ბუნებრივია, ამგვარმა უპასუხისმგებლობამ მატჩის საბოლოო შედეგზე იმოქმედა. მეოთხედის დასრულებამდე 48 წამით ადრე ენტონიმ ჯარიმასთან ერთად ჩააგდო, მაგრამ თავისუფალი ვერ გამოიყენა. მოგვიანებით კარმელომ გამოისყიდა ეს დანაშაული - მისმა სამქულიანმა შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა. ძირითად დროში როუზის ბოლო ტყორცნა ფარს ასცდა.

დამატებით დროში თამაში, პრაქტიკულად, იმავე სცენარით განვითარდა. სირენამდე ორნახევარი წუთით ადრე "ჩიკაგო" ოთხ ქულას იგებდა და ისევ ჩააგდო შეტევაში თამაში. მასპინძლებმა იკმარეს მელოს ორი ჩაგდებული ბურთი - მათ შორის ფინიშამდე რვა წამით ადრე შესრულებული სამქულიანი. საპასუხოდ როუზმა გარღვევა ისევ არაზუსტი ტყორცნით დაასრულა, თუმცა მეტოქის გუნდის მწვრთნელისგან დაიმსახურა შექება. "ის საუკეთესო გამთამაშებელია მსოფლიოში", - განაცხადა ვუდსონმა.

მაგრამ როუზს ფორმის აკრეფა მართლაც სჭირდება - მართალია, 29 ქულა დააგროვა, მაგრამ 8 შეცდომა დაუშვა. რაც შეეხება ენტონის, მისი 43 ქულა სეზონის პირადი რეკორდი გახლავთ.

ნიუ იორკი-ჩიკაგო 100:99 (ო)

31:19, 22:26, 19:30, 19:16, 9:8

ნ-ი: ენტონი (43+7 მოხსნა), შუმპერტი (15+9 მოხსნა+6 პასი+4 ჩაჭრა), სმიტი (14+5 მოხსნა), ფილდსი (10), ჩენდლერი (8+16 მოხსნა+3 დაფარება).

ჩ: როუზი (29+6 მოხსნა), დენგი (13+9 მოხსნა), ბუზერი (13+16 მოხსნა), გიბსონი (11+4 დაფარება), ნოა (10+5 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე