პრესტიჟული "ჰეინეკენის თასის" გათამაშების ნახევარფინალში დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" ითამაშებს
ევროთასების გათამაშების პლეი ოფის მეოთხედფინალში მოთამაშე ქართველ მორაგბეთა ოთხი გუნდიდან შემდეგ ეტაპზე სამმა: "კლერმონმა", "ტულონმა" და "ბრივმა" გააღწია.

ყველაზე პრესტიჟული, "ჰეინეკენის თასის" გათამაშების ნახევარფინალში დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" ითამაშებს.

"ვულკანებმა", თამამად შეიძლება ითქვას, რომ პატარა სასწაული მოახდინეს - მათ სტუმრად ინგლისის ჩემპიონი "სარასენზი" დაამარცხეს - 22:3.

სტუმართა გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა და გამარჯვებულის ვინაობა საეჭვო არ გამხდარა. შესანიშნავად ითამაშა ტრავმამოშუშებულმა ზირაქაშვილმა. ის შერკინებაშიც ჩვეულებისამებრ კედელივით იდგა და დინამიკურ თამაშშიც აქტიურობდა. საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი 57-ე წუთზე შეცვალეს.

"კლერმონის" მეტოქე ნახევარფინალში ირლანდიური "ლენსტერი" იქნება, რომელმაც შინ უელსურ "კარდიფს" მოუგო იოლად - 34:3. "ვულკანებისა" და ირლანდიური კლუბის დაპირისპირება 29 აპრილს ბორდოში "შაბან დელმაზე" გაიმართება.

"კლერმონისა" და "სარასენზის" მატჩის ტელეკომენტატორმა ამასთან დაკავშირებით 2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშება გაიხსენა. მაშინ სწორედ ბორდოს ამ სტადიონზე ირლანდიის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდთან შეხვედრაში წაგებას გადაურჩა. ზირაქაშვილს შანსი ეძლევა, თავისი კლუბის შემადგენლობაში რევანში აიღოს. შეგახსენებთ, რომ "ლენსტერი" ირლანდიის ნაკრების თითქმის საბაზო გუნდია.

კიდევ ერთ მეოთხედფინალურ მატჩში ჯაბა ბრეგვაძისა და აქვსენტი გიორგაძის "ტულუზმა" სტუმრად წააგო შოტლანდიურ "ედინბურგთან" 19:14 და გათამაშებას გამოეთიშა.

პირველი ტაიმი "ტულუზმა" 14:10 მოიგო, თუმცა შესვენების შემდეგ თავდადებით მოთამაშე მასპინძელთა გუნდს ვერაფერი დააკლო და მონაგარის გაზრდა ვეღარ შეძლო. ედინბურგელებმა კი მგეზავი გრეგ ლაიდლოუს სამი საჯარიმოს წყალობით გზა ნახევარფინალში გაიკაფეს. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

შეგახსენებთ, რომ "ედინბურგის" მთავარი მწვრთნელი ირლანდიელი მაიკლ ბრედლია, რომელიც საქართველოს ნაკრებში რიჩი დიქსონის თანაშემწე იყო. ბრედლის მიერ გაწვრთნილი "ედინბურგი" პირველი შოტლანდიური გუნდია, რომელმაც "ჰეინეკენის თასის" ნახევარფინალში გააღწია.

ჰეინეკენის თასი

მეოთხედფინალი

სარასენზი-კლერმონი 3:22, ლენსტერი-კარდიფი 34:3, მანსტერი-ალსტერი 16:22, ედინბურგი-ტულუზი 19:14.

ნახევარფინალი

კლერმონი-ლენსტერი, ალსტერი-ედინბურგი

"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების გამარჯვებულის ვინაობის გარკვევა ფრანგულმა კლუბებმა შინაურ საქმედ აქციეს. აქ ნახევარფინალში ოთხივე ფრანგული გუნდი ითამაშებს, მათ შორის ორი ქართველი მორაგბეებისაა.

დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა" შინ დაამარცხა ინგლისური "ჰარლიქვინზი" - 37:8. ინგლისური კლუბის ძლევაში დიდი წვლილი მიუძღვით თავად ინგლისელებს. მასპინძელთა მგეზავმა ჯონი ვილკინსონმა გუნდს 17 ქულა მოუტანა (ხუთი საჯარიმო და ერთი გარდასახვა), მესამეხაზელმა სტეფან ერმითიჯმა კი 72-ე წუთზე ლელო დადო.

ქუბრიაშვილი თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო. ტულონელთა მეტოქე ნახევარფინალში პარიზული "სტად ფრანსე" იქნება, რომელმაც შინ დაამარცხა ინგლისური "ექსეტერი" - 22:17. თამაში ტულონში "სტად დე მაიოლზე" გაიმართება.

დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივმა" შინ დაამარცხა უელსური "ჰლანეჰლი" - 15:11. მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 6:6 დასრულდა.

შესვენების შემდეგ საწყის ათ წუთში ბრიველები ექვსი ქულით დაწინაურდნენ, თუმცა 58-ე წუთისთვის უელსელებმა ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეძლეს. გადამწყვეტი გამარჯვების მომტანი საჯარიმო მასპინძლებმა თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე შეძლეს. "ბრივს" ყველა, 15 ქულა სამხრეთაფრიკელმა ლეგიონერმა, შუამარბმა რაიან სვანეპოელმა მოუტანა (ხუთი საჯარიმო).

ხინჩაგიშვილი და ნატრიაშვილი თამაშში ერთდროულად 54-ე წუთიდან ჩაერთნენ; კაკოვინი განაცხადში არ იყო. "ბრივი" ნახევარფინალში გასვლაზე ითამაშებს ბასკურ "ბიარიცთან", რომელმაც სტუმრად შეძლო ინგლისური "ვოსფსის" დამარცხება - 26:23.

ჩელენჯ კაპი

მეოთხედფინალი

ტულონი-ჰარლიქვინზი 37:8, სტად ფრანსე-ექსეტერი 22:17, ვოსფსი-ბიარიცი 23:26, ბრივი-ჰლანეჰლი 15:11.

ნახევარფინალი

ტულონი-სტად ფრანსე, ბიარიცი-ბრივი

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, მეორე დივიზიონის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტური დარჩა. ლიდერს, გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლს", პირველ დივიზიონში ავტომატურად გადასვლისთვის დარჩენილ ოთხ შეხვედრაში ერთის მოგებაღა ყოფნის.

26-ე ტურში "ალპელებმა" სტუმრად დაამარცხეს "ბურგუენი" - 29:23 და ახლა 95 ქულა აქვთ. აღსანიშნავია, რომ მატჩის არბიტრმა "გრენობლის" ოთხი მორაგბე გაასინბინა და რიცხობრივ უმცირესობაში თამაში 40 წუთის განმავლობაში მოუწია.

მენაბდიშვილი განაცხადში არ იყო.

"გრენობლს" 16 ქულით ჩამორჩება "დაქსი", რომელმაც შინ დაამარცხა თედო ზიბზიბაძის, დავით დადუნაშვილისა და ალექსანდრე მარგველაშვილის "პერიგო" - 24:15. ზიბზიბაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, დადუნაშვილი მოედანზე 73-ე წუთიდან გამოჩნდა, მარგველაშვილი განაცხადში არ იყო. "პერიგო" ახლა 35 ქულით ბოლო ადგილზეა.

ზერო პეტრიაშვილისა და დავით ლოსაბერიძის "პომ" შინ მოუგო ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის "ორიაკს" - 40:20. ნაცარაშვილი მე-40 წუთზე შეცვალეს; ასეიშვილი თამაშში ათი წუთის შემდეგ ჩაერთო; დათუნაშვილს, პეტრიაშვილსა და ლოსაბერიძეს არ უთამაშიათ.

მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი" სტუმრად დამარცხდა "ლა როშელთან" - 7:41. მაგრაქველიძე, რომელიც თამაშში 46-ე წუთიდან შევიდა, არბიტრმა 61-ე წუთზე გაასინბინა. მირცხულავა განაცხადში არ იყო.

II დივიზიონი

XXVI ტური

პო-ორიაკი 40:20, ექსი-კარკასონი 22:26, ბეზიე-მონ დე მარსანი 19:11, ოში-ნარბონი 14:12, ალბი-ოიონაქსი 25:3, ლა როშელი-ტარბი 41:7, ბურგუენი-გრენობლი 23:29, დაქსი-პერიგო 24:15.

სატურნირო მდგომარეობა

1. გრენობლი - 95 ქულა, 2. დაქსი - 79, 3. ლა როშელი - 77, 4. პო - 73, 5. კარკასონი - 68, 6. მონ დე მარსანი - 66, 7. ალბი - 66, 8. ოში - 59, 9. ექსი - 58, 10. ოიონაქსი - 55, 11. ორიაკი - 52, 12. ტარბი - 52, 13. ბურგუენი - 50, 14. ნარბონი - 47, 15. ბეზიე - 37, 16. პერიგო - 35.

XXVII ტური

გრენობლი-ლა როშელი, ოში-ექსი, ოიონაქსი-ორიაკი, ბეზიე-ბურგუენი, კარკასონი-დაქსი, პერიგო-პო, ნარბონი-ტარბი, მონ დე მარსანი-ალბი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის