საქართველოს ძიუდოს ფედერაცია მორიგ სიახლეს იწყებს - ბავშვთა მწვრთნელებს თეორიულ-პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდებათ
დღეიდან საქართველოს ძიუდოს ფედერაცია მორიგ სიახლეს იწყებს - რეგიონულ სემინარებს ბავშვთა მწვრთნელებისათვის, რომლებსაც თეორიულ-პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდებათ.

საბედნიეროდ, სასწავლო ტრენინგები ქართული ძიუდოსთვის უცხო უკვე აღარაა და ევროპული ფედერაციის ინსტრუქტორებიც კი ჩამოდიან თბილისში, მაგრამ რეგიონებში ასე მასობრივად და ასე ფართოდ გაშლილი სამუშაოები სიახლეა.

დედაქალაქში ჩამოსვლა ყველას არ შეუძლია, ადგილზე გამართულ მეცადინეობებში კი მსურველთა რაოდენობა შეუზღუდავია.

სემინარს 14-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელები ჩაატარებენ, ამ ასაკის გუნდების კურატორ ირაკლი უზნაძის ხელმძღვანელობით. ისინი ყოველ რეგიონში 3 დღე დარჩებიან, ოღონდ ყოველდღე ახალ რაიონულ ცენტრში გადავლენ, რათა რაც შეიძლება მეტი მონაწილე ჩაერთოს სწავლებაში.

ამ ნაბიჯის გადადგმა ახალი წესების შემოღებამ განაპირობა - მსმენელებს სწორედ სიახლეებზე ჩაუტარებენ ჯერ თეორიულ, მერე კი პრაქტიკულ მეცადინეობებს უშუალოდ ბავშვების მონაწილეობით. თან მოზარდებთან მუშაობასაც შეასწავლიან - როგორ გაანაწილონ დატვირთვები, როგორ დაგეგმონ ვარჯიშისა თუ დასვენების პერიოდი და სხვა...

ახალი სემინარი სტარტს დღეს კახეთიდან იღებს. ხვალ ახმეტაში გაიმართება პირველი სწავლება, ზეგ - გურჯაანში, ხუთშაბათს კი საგარეჯოში დასრულდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა