ზე რაგბის გათამაშებაში მე-7 ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელშიც დაუმარცხებლის სტატუსი ისევ შეინარჩუნა კეიპთაუნის "სტორმერზმა"
ზე რაგბის გათამაშებაში მე-7 ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელშიც დაუმარცხებლის სტატუსი ისევ შეინარჩუნა კეიპთაუნის "სტორმერზმა".

ეს სამხრეთაფრიკული გუნდი დანარჩენზე აშკარად უკეთ გამოიყურება და საკვირველი არ არის, რომ ყველა თამაში მოიგო.

C ჯგუფის ლიდერი სტუმრად დაუპირისპირდა B ჯგუფის ყოფილ ლიდერს, დანიდინის "ჰაილენდერზს" და საკმაოდ დამაჯერებლად მოუგო 21:6.

კეიპთაუნელებმა დასაწყისშივე იგდეს ხელთ მატჩის სადავეები და მე-10 წუთისთვის უკვე 8:0 იგებდნენ. მასპინძლები, ცხადია, იოლად დანებებას არ აპირებდნენ. მეტოქეს ბრძოლა კი გაუმართეს, მაგრამ მხოლოდ ორ საჯარიმოს გამორჩნენ.

ყველაზე დიდი ინტერესი კი C ჯგუფის მეორეადგილოსანის, პრეტორიის "ბლუ ბულზისა" და ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზის" დაპირისპირებამ გამოიწვია. ეს ორი გუნდი ბოლო წლებში უმთავრესი ფავორიტები და, შესაბამისად, კონკურენტები არიან. "ლურჯმა ხარებმა" შინაური კედლების უპირატესობა გამოიყენეს და მეტოქე უმძიმეს ბრძოლაში 32:30 დაამარცხეს.

თამაში სტუმრებმა გაცილებით უკეთ დაიწყეს და მე-13 წუთისთვის 10:0 იგებდნენ. "ბლუ ბულზმა" თამაშის ხარისხი ნელ-ნელა გამოასწორა და ანგარიშში დაწინაურება 43-ე წუთზე შეძლო - 17:13. ამის შემდეგ მასპინძლებს მატჩის სადავეები 72-ე წუთამდე ხელიდან არ გაუშვიათ და თექვსმეტი ქულით დაწინაურება შეძლეს - 32:16.

დასკვნით ათ წუთში "კრუსეიდერზი" ბევრს ეცადა, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლო. პრეტორიელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი მგეზავი მორნი სტეინი იყო, რომელმაც გუნდს 22 ქულა მოუტანა (ექვსი საჯარიმო და ორი გარდასახვა). ქრაისთჩერჩელთა გუნდში კვლავ არ უთამაშია ლიდერს და კაპიტანს, მესამეხაზელ რიჩი მაქოას. მგეზავმა დენ კარტერმა კი სტუმრებს 15 ქულა შესძინა (სამი გარდასახვა, ორი საჯარიმო და ერთი არეკნი).

ამავე ჯგუფში, აუტსაიდერების დაპირისპირებაში ბლუმფონტეინის "ჩიტაზმა" შინ დაამარცხა იოჰანესბურგის "ლაიონზი" 26:5.

C ჯგუფი

ჩიტაზი-ლაიონზი 26:5, ბლუ ბულზი-კრუსეიდერზი 32:30.

1. სტორმერზი - 28 ქულა, 2. ბლუ ბულზი - 24, 3. ნატალ შარქსი - 17, 4. ჩიტაზი - 16, 5. ლაიონზი - 10.

მიმდინარე გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა A ჯგუფში მოასპარეზე "მელბურნ რებლზმა", რომელმაც შინ დაამარცხა ოქლენდის "ბლუზი" - 34:23. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მასპინძელთა გამარჯვება კი შუამარბის, ჯეიმზ ოკონორის შესანიშნავმა თამაშმა განაპირობა. მის ანგარიშზე ერთი ლელო, ხუთი საჯარიმო და ორი გარდასახვაა (24 ქულა).

ამ ჯგუფის ლიდერი კანბერას "ბრამბიზი" სტუმრად დამარცხდა ბრისბენის "რედსთან" - 13:20. აღსანიშნავია, რომ 53-ე წუთამდე "წითლები" მშრალად იგებდნენ - 17:0. მასპინძელთა გუნდმა მეტოქეს ორი ლელო გაუტანა და ორივე მესამეხაზელის, სკოტ ჰიგინბოთამის ანგარიშზეა.

A ჯგუფი

მელბურნ რებლზი-ბლუზი 34:23, რედსი-ბრამბიზი 20:13, ფორსი-ჩიფსი 12:20.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბრამბიზი - 19 ქულა, 2. ვორათაზი - 17, 3. რედსი - 17, 4. მელბურნ რებლზი - 14, 5. ფორსი - 12.

A ჯგუფის აუტსაიდერი, პერთის "ფორსი" შინ დამარცხდა B ჯგუფის ლიდერ, ჰემილთონის "ჩიფსთან" - 12:20. ავსტრალიელებმა მეტოქეს მხოლოდ ოთხი საჯარიმო გაუტანეს, რაზეც პასუხად ორი ლელო, ამდენივე გარდასახვა და საჯარიმო მიიღეს. სტუმართა მგეზავის, აარონ კრადენის ანგარიშზე 10 ქულაა (ორი საჯარიმო და ორი გარდასახვა).

უხვლელოიანი გამოდგა ველინგტონის "ჰარიკენზისა" და დურბანის "ნატალ შარქსის" დაპირისპირება. ახალზელანდიურმა გუნდმა მეტოქე 42:18 დაამარცხა. მასპინძლებმა სულ ექვსი ლელო გაიტანეს. აქედან მგეზავმა ბოუდენ ბარეტმა მხოლოდ სამი გარდასახა. მანვე კიდევ ორი საჯარიმოს გატანა შეძლო.

"ნატალ შარქსმა", რომელიც ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან გუნდად ითვლება, მხოლოდ ორი ლელოს გატანა მოახერხა და ისიც მატჩის მეორე ნახევარში, როცა უკვე საკმაოდ სოლიდურად აგებდა - 25:6.

B ჯგუფი

ჰარიკენზი-ნატალ შარქსი 42:18, ჰაილენდერზი-სტორმერზი 6:21

სატურნირო მდგომარეობა

1. ჩიფსი - 26 ქულა, 2. ჰაილენდერზი - 22, 3. ჰარიკენზი - 21, 4. კრუსეიდერზი - 18, 5. ბლუზი - 10.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა