მარტვილის "მერანის" თავკაცმა ახსნა, თუ რატომ დაკარგეს მისმა მოთამაშეებმა მოტივაცია
პირველი ეტაპის შემდეგ ყველამ აღიარა, რომ მარტვილელებმა საინტერესო გუნდი ჩამოაყალიბეს. მალხაზ ჟვანიას გაწვრთნილმა "მერანმა" თავი არა მხოლოდ ბრძოლისუნარიანობით, არამედ აზრიანი ფეხბურთითაც დაგვამახსოვრა.

უმაღლესი ლიგის ყველაზე მცირებიუჯეტიან გუნდს მწვრთნელის ხელი ეტყობოდა. პირველ ეტაპზე "მერანმა" სახლში მხოლოდ ერთი შეხვედრა წააგო, ისიც "ზესტაფონთან" ბოლო ტურში.

"ძალიან მიკვირს, ამ გუნდმა დეკემბრის შემდეგ როგორ ვერ მოიგო", - ეს სიტყვები თბილისში მარტვილის "მერანთან" 2:2 დასრულებული შეხვედრის შემდეგ "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა თქვა. ეს თავის მართლებას არ ჰგავდა, რეალობას უფრო ასახავდა - "მერანმა" "დინამოსთან" ეროვნულ სტადიონზე გამართული და აზრიანი ფეხბურთი აჩვენა.

"მერანმა" 18 დეკემბერს მარტვილში "დინამოს" 2:1 მოუგო და მას შემდეგ ჩატარებულ რვა შეხვედრაში მხოლოდ ქულა მოიპოვა, ისიც თბილისის "დინამოსთან" ზემოთ ნახსენებ მატჩში. მაგრამ მერე "მერანი" აშკარად აირია. ბოლო ორ ტურში კი მარტვილელები ბრძოლისუნარიანობასაც ვერ ავლენდნენ: ჯერ გორის "დილასთან" 2:4 წააგეს, ახლა კი ფოთში "კოლხეთთან" შეხვედრა, ფაქტობრივად, უბრძოლველად დათმეს - 1:4.

რა სჭირს გუნდს, რომელმაც ჩემპიონატს ხიბლი შემატა? ამ საკითხზე "მერანის" მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჟვანია გველაპარაკება:

- შეუძლებელია, გული არ დაგწყდეს, რომ ზედიზედ მეორე შეხვედრაა, გუნდი ოთხ გოლს უშვებს და მისთვის ჩვეულ ბრძოლისუნარიანობასაც ვერ ავლენს. რა სჭირს "მერანს"?

- ცხადია, ამ წარუმატებლობის მიზეზებმა დამაფიქრა, მაგრამ მომხდარი ბოლომდე ვერ ამიხსნია. ათასი ვარაუდი მაქვს, სპორტულიც და არასპორტულიც...

ცხადია, წარუმატებლობის ერთი მიზეზი ისაა, რომ მოედნის საფარის უხარისხობის გამო მარტვილში არ გვათამაშებენ. ფაქტობრივად, ყველა შეხვედრას სტუმრად, ჩვენი გულშემატკივრის გარეშე ვატარებთ.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი: შესაძლოა, ფეხბურთელებმა დაიჯერეს, რომ უკვე მაღალი კლასის მოთამაშეებად ჩამოყალიბდნენ და შრომა აღარ სჭირდებათ.

მესამე მიზეზი - საუკეთესო რვიანში მოხვედრის შემდეგ მოთამაშეებმა ჩათვალეს, რომ "მერანმა" მიზანს მიაღწია და ბოლომდე აღარ იბრძვიან.

- სამწუხაროდ, ეს ქართველ მოთამაშეებს ახასიათებთ...

- რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მენტალიტეტის უარყოფითი თვისების გამოვლენაა. რასაც მიაღწიეს, დაკმაყოფილდნენ და მეტზე არც ფიქრობენ. ეს პრობლემა ფეხბურთელებში აშკარად ჩანს. ამას არასრულყოფილი შეკრებაც დაემატა. იანვარ-თებერვალში უამინდობის გამო ურეკში ვერ მოვემზადეთ. ლამის ერთი კვირა გამოდარებას ველოდით და დრო დავკარგეთ. მერე იძულებულები გავხდით, დარჩენილი დღეები თბილისში გვევარჯიშა.

მაგრამ ესეც უმნიშვნელო ამბავია იმასთან შედარებით, რაც მოთამაშეებს სჭირთ - ისინი უმოტივაციოდ დარჩნენ, ერთ ადგილზე გაჩერდნენ და უცებ ყველა რგოლში სერიოზულმა პრობლემებმა იჩინა თავი - მეკარით დაწყებული და თავდასხმით დასრულებული.

არც ვიცი, რაზე ფიქრობენ და რაზე დარდობენ. შესაძლოა, უკეთეს კლუბებში თამაში უნდათ, მოთხოვნები გაეზარდათ და ჩვენს ასპარეზობაზე ესეც ახდენს გავლენას.

- გუნდში ფინანსური პრობლემები ხომ არ არის?

- არანაირი ფინანსური პრობლემა არ არის. პირიქით, ახალი წლიდან მოთამაშეებს ხელფასები გაეზარდათ. პრობლემა თავად მათი მიდგომაა. მეტი შეუძლიათ, მაგრამ საგაზაფხულო ეტაპი ჩააგდეს.

ქართველი ერთ წარმატებულ ნაბიჯს რომ გადადგამს, მეორე უკვე ეზარება. არადა, მერე უფრო შრომა და მონდომებაა საჭირო, უფრო მაღალ დონეზე რომ ახვიდე. ეს ჩვენი სერიოზული პრობლემაა.

- მართალია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ შემადგენლობის რადიკალურ განახლებას აპირებთ?

- თუკი დარჩენილ ტურებშიც ვერ გამოვასწორეთ მდგომარეობა, მაშინ შემადგენლობის გადახალისება აუცილებელიც იქნება. მაგრამ ცხელ გულზე ლაპარაკი და ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა მაინც არ მსურს. იქნებ ფეხბურთელები ახლა მაინც გამოცოცხლდნენ და მიხვდნენ, რომ ასე უგულოდ თამაში სირცხვილია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა