ძალიან ნიჭიერი რომ არ იყოს, 19 წლის ბიჭს უკრაინის უმაღლეს ლიგაში ტყუილად არ ათამაშებდნენ
უკრაინის ჩემპიონატის 26-ე ტური სანდრო კობახიძემ მაღალ დონეზე ჩაატარა და კიევის "ობოლონთან" "არსენალის" მოგებაში ლომის წილი დაიდო: "მეთოფეებმა" მეტოქეს 4:1 მოუგეს, სანდრომ კი დუბლი შეასრულა. უკრაინული "სპორტ-ექსპრესის" თქმით, მაქსიმ შაცკიხთან ერთად, კობახიძე გუნდში საუკეთესო იყო.

თუმცა სანდროს კარგი თამაშის გამო ყველას გამორჩა, რომ კიევის "ობოლონიდან" ერთადერთი გოლი ასევე ქართველმა ირაკლი მესხიამ გაიტანა. ირაკლიმ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 81-ე წუთზე შეცვალეს.

19 წლის ქართველმა თავდამსხმელმა საგაზაფხულო ეტაპზე უკვე მესამედ მოირგო "ობოლონის" ფორმა. აქედან ორჯერ ძირითადში ითამაშა, ერთხელ შეცვლაზე და სადებიუტო გოლი "არსენალს" გაუტანა.

გოლი კი ეფექტური იყო: თანაგუნდელმა მეკარესთან პირისპირ დატოვა, მესხიამ კი ბურთი თავზე გადაუგდო.

"ობოლონიდან" მხოლოდ 19 წლის უკრაინელი(?!) ირაკლი მესხიას აღნიშვნა შეიძლება. ამ მებრძოლი ბიჭის დახმარებით კიეველებმა ერთი ბურთის გაქვითვა მაინც მოახერხეს. ლუდსახარშის გუნდიდან სხვას ვერავის გამოვარჩევთ", - წერს უკრაინული "სპორტ-ექსპრესი".

შეგახსენებთ, რომ ირაკლი მესხია დუბლების წამყვანი ფეხბურთელი იყო, კიევის "ობოლონის" ძირითად შემადგენლობაში კი წელს გამოჩნდა.

ირაკლიმ თურქეთში მოსამზადებელი ეტაპი მთავარ გუნდში გაიარა. მთავარ მწვრთნელს, სერგეი კონიუშენკოს მოეწონა და დააწინაურა.

კონიუშენკოს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, რა არის მიზეზი, ბოლო დროს ირაკლი მესხიას ხშირად რომ ენდობითო.

"რატომ არ უნდა ვენდოთ ახალგაზრდა ფეხბურთელს? თუკი ის სამწვრთნელო შტაბის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ვერ ვხედავ დაბრკოლებას, თუ რატომ არ უნდა შევუშვა მოედანზე. მესხიას კი ძირითადში ადგილის მოპოვების დიდი სურვილი აღმოაჩნდა. მიმაჩნია, რომ ამ დროისთვის ირაკლი ძირითადში საკმაოდ კარგად გამოიყურება", - ამბობს "ობოლონის" მთავარი მწვრთნელი.

ირაკლის ოჯახი საქართველოში, გალში ცხოვრობდა, მაგრამ აფხაზეთის ომის შემდეგ ოჯახი იძულებით აიყარა და თბილისში დასახლდა.

ჯერ კიდევ ზამთარში გვითხრა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ჭედიამ, რომ მესხიას გასინჯვა სურდა, მაგრამ ირაკლი უკრაინის მოქალაქეა და მისი ჩამოყვანა ვერ ხერხდებოდა.

ინფორმაცია გადავამოწმეთ და ახლაც დაგვიდასტურეს, რომ საკითხი კვლავ აქტუალურია. ნაკრების წარმომადგენლები მის მშობლებს უკვე შეხვდნენ და მამამისმა სურვილი გამოთქვა, რომ ირაკლიმ საქართველოს პასპორტი მიიღოს და ჩვენს ნაკრებში ითამაშოს.

ირაკლი 7 იანვარს 19 წლის გახდა. აშკარაა, რომ ნიჭიერი მოთამაშეა. სხვაგვარად, მისი ასაკის ბიჭს უკრაინის უმაღლეს ლიგაში არ ათამაშებდნენ და ამდენად, მესხიას ნატურალიზაცია სასურველი საქმე უნდა იყოს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამავე "ობოლონის" დუბლშემადგენლობაში კიდევ ორი ქართველი თამაშობს - 18 წლის ნახევარმცველი ირაკლი ღერკენაშვილი და 19 წლის მცველი დავით იაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა