14 აპრილს გორის "დილა" ქუთაისის "ტორპედოს" განახლებულ "თენგიზ ბურჯანაძეზე" მიიღებს
ოთხთვიანი განშორების შემდეგ გორის "დილა" მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. 14 აპრილს გორელები მორიგი ტურის მატჩში ქუთაისის "ტორპედოსთან" ნომინალური კი არა, ნამდვილი მასპინძლის როლში იქნებიან. 18 აპრილს კი საქართველოს თასის ნახევარფინალში "გაგრას" ასევე თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.

მოგეხსენებათ, იანვარში მთლიანად მოხდა დასავლეთ ტრიბუნის დემონტაჟი და მაშინვე დაიწყო ახლის მშენებლობა, რომელიც მართალია, ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა არენის მდგომარეობას მატჩის გამართვისთვის დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს.

"სამუშაოები განუწყვეტლივ მიმდინარეობს. დასავლეთი ტრიბუნა მწყობრში სრულად მაისში იქნება, თუმცა მინდორი შესანიშნავ მდგომარეობაშია. გასახდელები, მსაჯთა ოთახი და სველი წერტილებიც მზად არის.

მაყურებელი ჯერჯერობით "ტორპედოსთან" მატჩში მხოლოდ აღმოსავლეთ ტრიბუნაზე განთავსდება. ხოლო სტადიონზე სარემონტო სამუშაოები დასავლეთ ტრიბუნის კეთილმოწყობის შემდეგაც გაგრძელდება.

მაგალითად, სტადიონის თაღი და ჩრდილოეთ ტრიბუნაა გასაკეთებელი. საბოლოოდ ჩვენი არენა აუცილებლად უეფას მოთხოვნების შესაბამისი სტანდარტის და გორელებისთვის საამაყო იქნება", - გვითხრა კლუბის პრეზიდენტმა ზურაბ დალაქიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ამ სამუშაოების პარალელურად, სტადიონის სიახლოვეს მდებარე ბავშვთა საფეხბურთო სკოლაშიც გაკეთდა მაღალი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი მოედანი. აქვე ბუნებრივი საფარის არენასაც განაახლებენ.

ზურაბ დალაქიშვილის ინფორმაციით, "ქართლის" სტადიონის კეთილმოწყობაც უთუოდ მოხდება, ოღონდ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ.

მაშ ასე, უახლოესი დღეებიდან სპორტული თვალსაზრისით გაძლიერებულ "დილას" გორელები მშობლიურ არენაზე იხილავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

iraklioni
ჯერ რომ გავაკეთოდ და მერე ვიამაყოთ, არ შეიძლებააა??!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა