11 აპრილს დორტმუნდის "ბორუსია" და მიუნხენის "ბაიერნი" ერთმანეთში ყველაფერს გაარკვევენ
გაარკვევს "დორტმუნდისა" და "ბაიერნის" დუელი გერმანიის ჩემპიონის ვინაობას? ერთი რამ ცხადია: როგორც უნდა დამთავრდეს ეს მატჩი, ამ კითხვაზე პასუხს მხოლოდ 34-ე ტურის შემდეგ შევიტყობთ, რადგან ორივე გუნდს კიდევ 4-4 მატჩი დარჩება ჩასატარებელი.

10 აპრილს ოთხი მატჩი გაიმართა, 11-ში კი ტოპ-მატჩის გარდა, კიდევ ოთხი დაპირისპირებაა - მათ შორის ქვემოსაქსონიური დერბი "ჰანოვერისა" და "ვოლფსბურგის" მონაწილეობით.

"დორტმუნდის ბარსელონა" "მიუნხენის რეალის" წინააღმდეგ

ლიდერისა და მეორეადგილოსნის დაპირისპირებამ დანარჩენი მატჩები დაჩრდილა. არის თუ არა "დორტმუნდისა" და "ბაიერნის" დუელი მართლაც ფინალი?

თუ "ბორუსია" მოიგებს, ძალიან ძნელი წარმოსადგენი იქნება ის, რომ იურგენ კლოპის შეგირდებმა ტიტული ვერ შეინარჩუნონ და ასეთ შემთხვევაში თამამად ვიტყვით, რომ ჩემპიონი ისევ BVB ხდება.

თუ "ბაიერნი" მოიგებს, "ბორუსიას" ბურთების უკეთესი სხვაობის გამო გადაასწრებს და მერე მიუნხენელთა ბედი მათსავე ხელში იქნება - თუ ოთხივე დარჩენილ შეხვედრას მოიგებენ, ჩემპიონებიც გახდებიან.

ფრე, ლოგიკურად, დორტმუნდელებს უფრო აწყობთ, მაგრამ იცით, ძაღლის თავი სად არის დამარხული? "ბორუსიას" შედარებით რთული მატჩები დარჩება გასამართი და მიუნხენელები ფრეზე უარს ამიტომაც არ იტყოდნენ. ეს ბასტიან შვაინშტაიგერმაც თქვა (იხილეთ ინტერვიუ), მაგრამ იქვე დასძინა, მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთო.

"დორტმუნდის" განაცხადში მარიო გიოტცეს გამოჩენა გამორიცხული არ არის. ძირითად შემადგენლობაში კი ნამდვილად ვერ ვიხილავთ...

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონები ჩვენ გავხდებით. "ბაიერნი" "დორტმუნდზე" უკეთესი გუნდია და ეს ოთხშაბათსვე უნდა დავამტკიცოთ", - აცხადებს რეკორდმაისტერის სპორტული დირექტორი კრისტიან ნერლინგერი, რომელიც ადრე "დორტმუნდში" თამაშობდა.

"ეს რომ ბოლო ტური იყოს, მეც თამამად ვიტყოდი, რომ ფინალია, მაგრამ რაკი ამ მატჩის შემდეგ კიდევ ოთხი თამაში დაგვრჩება ჩასატარებელი, "ბაიერნთან" დუელში დაფიქსირებულ შედეგს გადამწყვეტს ვერ ვუწოდებ, - ეს კი "ბორუსიის" დამრიგებლის, იურგენ კლოპის სიტყვებია, - ჩვენს გულშემატკივრებს საუკეთესო სპექტაკლს შევთავაზებთ".

"ბილდმა" ეს სუპერდუელი ასე დაასათაურა: "დორტმუნდის ბარსელონა" "მიუნხენის რეალის" წინააღმდეგ. და ამით, ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ ნათქვამია.

"დორტმუნდის" და "ბაიერნის" დარჩენილი მატჩები

ბორუსია (დ)

ტური მატჩი

XXX ბორუსია (დ)-ბაიერნი

XXXI შალკე-ბორუსია (დ)

XXXII ბორუსია (დ)-ბორუსია (მ)

XXXIII კაიზერსლაუტერნი-ბორუსია (დ)

XXXIV ბორუსია (დ)-ფრაიბურგი

ბაიერნი

ტური მატჩი

XXX ბორუსია (დ)-ბაიერნი

XXXI ბაიერნი-მაინცი

XXXII ვერდერი-ბაიერნი

XXXIII ბაიერნი-შტუტგარტი

XXXIV კიოლნი-ბაიერნი

ნიურნბერგს ნავსის გატეხვა უნდა

"ნიურნბერგი" "შალკეს" მასპინძლობს და ქულები ჰაერივით ესაჭიროება. გელზენკირხენულ კლუბზე კი იმავეს ვერ ვიტყვით - მართალია, ბუნდესლიგაში თითოეული ქულა ძვირად ფასობს, მაგრამ "შალკეს" არც მესამე ადგილის დაკარგვის საფრთხე ემუქრება და ჰუუბ სტევენსის შეგირდები ვეღარც მეორე ადგილს წაეპოტინებიან.

გასულ უქმეებზე "ნიურნბერგი" "ფრაიბურგს" 2:0-ს უგებდა, მაგრამ საბოლოოდ 2:2-ს დასჯერდა. ამით "ფრანკებმა" წაგებათა სერია შეწყვიტეს, თუმცა კმაყოფილები მაინც არ დარჩნენ, რადგან გასავარდნ ზონასთან ძალიან ახლოს არიან.

"შალკესთან" მატჩში "ნიურნბერგის" თავკაც დიტერ ჰეკინგს კიდევ ერთხელ მოუწევს დაცვის ხაზის გადაწყობა: მართალია, ვოლშაიდმა დისკვალიფიკაცია მოიხადა და ბრუნდება, სამაგიეროდ, ახლა მარჯვენა მცველი ფოილნერია დასჯილი.

"შალკემ" კვირას "ჰანოვერი" 3:0 დაამარცხა და როგორც უკვე ვთქვით, გელზენკირხენელები მესამე ადგილზე მშვიდად არიან.

ჰამბურგი აოგოს გარეშე

"ჰამბურგი" გადარჩენისთვის ბრძოლას "ჰოფენჰაიმთან" გასვლითი მატჩით აგრძელებს. "სოფლელებს" კი ეს პრობლემა "კაიზერსლაუტერნთან" გამარჯვების შემდეგ აღარ აწუხებთ და ალბათ სეზონის ბოლომდე აღარც შეაწუხებთ - "ჰოფე" ისევ უმოტივაციო მდგომარეობაშია.

"ჰამბურგმა" კი "ლევერკუზენთან" ფრე ითამაშა და თუ ჩრდილოელები ყურადღებით არ იქნებიან, მდგომარეობას ისევ უკიდურესად დაიმძიმებენ. "ჰამბურგის" მთავარი მწვრთნელი ტორსტენ ფინკი დღეს მარცხენა მცველ დენის აოგოს ვერ გამოიყენებს - ეს უკანასკნელი დისკვალიფიცირებულია. სამაგიეროდ, მას კაჩარი უბრუნდება.

ლევერკუზენი იოლად მოიგებს?

"ლევერკუზენმა" წაგებათა ოთხმატჩიანი სერია მწვრთნელის შეცვლის შემდეგღა შეწყვიტა: სამი ჰიიპიას თავკაცობით, "ფარმაცევტებმა" გასულ უქმეებზე "ჰამბურგში" საპატიო ფრეს (1:1) მიაღწიეს. ფინელმა, ყველასათვის მოულოდნელად, მიხაელ ბალაკი ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა.

11 აპრილს ჰიიპიას უკვე საკუთარი პუბლიკის წინაშე ელის დებიუტი: "ლევერკუზენი" იმ "კაიზერსლაუტერნს" მასპინძლობს, რომელსაც გადარჩენის თეორიული შანსი ჯერ კიდევ აქვს, პრაქტიკული კი - უკვე აღარ!

ქვემოსაქსონიელებს ევროპაში უნდათ

სატურნირო ცხრილიდანაც ჩანს, რომ ევროპალიგის საგზურებისთვის ბრძოლა ძალიან დაძაბულია. "ჰანოვერი" და "ვოლფსბურგი" სწორედ ამ ბრძოლაში არიან ჩართულები და ახლა ერთმანეთს ხვდებიან.

წინა ტურმა ორივე გუნდი უქულოდ დატოვა - "ჰანოვერი" "შალკესთან" დამარცხდა (0:3), "ვოლფსბურგი" "დორტმუნდთან" (1:3). მატჩს ინტრიგას ის ფაქტორიც მატებს, რომ ეს საკმაოდ მძაფრი, ქვემოსაქსონიური დერბია. "ვოლფსბურგის" თავკაც ფელიქს მაგათს მადლუნგი დისკვალიფიცირებული ჰყავს, "წითლების" დამრიგებელი მირკო სლომკა კი, სავარაუდოდ, თავდამსხმელ აბდელაუს ვერ გამოიყენებს - ეს უკანასკნელი "შალკესთან" დაშავდა და ნაადრევად შეცვალეს.

გერმანია. ბუნდესლიგა. XXX ტური

ჰერტა-ფრაიბურგი 1:2

ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - ლელი, ჰუბნიკი, ბასტიანსი, კობიაშვილი - ნიმაიერი, ოტლი (62. ებერტი) - რუკავიტსია (46. ლასოგა), რაფაელი, ბენ-ჰატირა (76. თორუნი) - რამოსი

ფრიბურგი (4-2-2-1-1): ბაუმანი - მუიჯა, გინტერი, დიანიე, ზორგი - გუედე, ფლუმი - შმიდი, დ. კალიჯური (73. როზენტალი) - დემბელე - ფრაისი (91. სანტინი).

გოლი: 0:1 ჰუბნიკი (7-საკ. კარში), 0:2 ფრაისი (67), 1:2 ჰუბნიკი (81)

გაფრთხილება: ლელი, თორუნი, ებერტი, კრაფტი - დემბელე

კუთხური: 6-1; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 12(4)-10(5); ბურთის ფლობა: 63%-37%.

მაყურებელი: 45 778

აუგსბურგი-შტუტგარტი 1:3

აუგსბურგი (4-1-4-1): იენტცში - ვერჰეგი, სანკო, ს. ლანგკამპი, ოსტრცოლეკი (85. ვერნერი) - ჰოსოგაი - მ. ნდიენგი (68. კალსენ-ბრაკერი), ბაიერი, კოო, ბელინგჰაუზენი - რაფაელი (76. მიოლდერსი).

შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - საკაი, ტასკი, ნიდერმაიერი, ბოკა (46. მოლინარო) - კვისტი, კუჟმანოვიჩი (58. გენტნერი) - ჰარნიკი, ჰაინალი (76. კაკაუ), შიბერი - იბიშევიჩი.

გოლები: 1:0 რაფაელი (5-პენ), 1:1 ტასკი (24), 1:2 ჰარნიკი (34), 1:3 იბიშევიჩი (84)

გაფრთხილება: ოსტრცოლეკი - ნიდერმაიერი, კუჟმანოვიჩი, საკაი

კუთხური: 9-2; ჯარიმა: 16-19; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 20(2)-14(9); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 30 600

მაინცი-კიოლნი 4:0

მაინცი (4-2-3-1): ვეტკლო - პოსპეხი, კირხჰოფი, ნოვესკი, ზაბავნიკი - პოლანსკი, სოტო (81. ბაუმგარტლინგერი) - ნ. მიულერი, ზიდანი (64. ივანშიტცი), ჩუპო-მოტინგი - სალაი (81. ალაგუი).

კიოლნი (4-4-2): რენზინგი - ბრეჩკო, ჟერომელი, სერენო, ჯემალი (74. მაკენა) - კლემენსი, ლანიგი, რიტერი, როში (46. ჩონგი) - იშაკი (56. იაიალო), პოდოლსკი.

გოლები: 1:0 პოლანსკი (19-პენ), 2:0 ზიდანი (32), 3:0 ნ. მიულერი (37), 4:0 სალაი (55)

გაფრთხილება: სალაი, ჩუპო-მოტინგი

კუთხური: 3-2; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 8-1; კარში დარტყმა: 7(4)-3(0); ბურთის ფლობა: 43%-57%.

მაყურებელი: 32 500

ვერდერი-ბორუსია (მ) 2:2

ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - ბიონიში, აფოლტერი (75. ფიულკრუგი), სოკრატისი, იუნუზოვიჩი (90. ტრინკსი) - ნალდო - ფრიტცი, შმიტცი - მარინი (71. იგნიოვსკი) - პისარო, როზენბერგი.

ბორუსია /მ/ (4-2-2-2): ტერ შტეგენი - შტრანცლი, ბრუვერსი, დანტე, დემსი - ნორდტვეიტი, ნოიშტედტერი - ჰერმანი (81. რინგი), არანგო - როისი, ჰანკე (90. დე კამარგო).

გოლები: 1:0 როზენბერგი (18), 1:1 ჰანკე (52), 1:2 ჰანკე (66), 2:2 ნალდო (74)

გაძევება: ბიონიში (27. ვერდერი)

გაფრთხილება: ნოიშტედტერი, როისი, ბრუვერსი, არანგო

კუთხური: 3-5; ჯარიმა: 6-13; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 14(6)-23(7); ბურთის ფლობა: 35%-65%.

მაყურებელი: 42 100

11 აპრილი

ბორუსია (დ)-ბაიერნი 22:00

პირველ წრეში: 1:0

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ფოხერი, კოხი, ბაკალორცი, გიოტცე (?) - ბრენო, ვან ბუიტენი

სავარაუდო შემადგენლობები

ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი, კელი (ან ს. ბენდერი) - ბლაშჩიკოვსკი, კაგავა, გროსკროიტცი.

ბაიერნი (4-2-3-1):P ნოიერი - ლამი, ბოატენფი, ბადშტუბერი, ალაბა - ლუის გუსტავო, შვაინშტაიგერი - რობენი, კროოსი (ან თ. მიულერი), რიბერი - გომესი.

არბიტრი: კნუტ კირხერი

ნიურნბერგი-შალკე 22:00

პირველ წრეში: 0:4

დისკვალიფიკაცია: ფოილნერი (ნიურნბერგი)

ტრავმა: ჰლუშეკი, აიგლერი, ესვაინი - ფერმანი, ჰილდებრანდი

ჰოფენჰაიმი-ჰამბურგი 22:00

პირველ წრეში: 0:2

დისკვალიფიკაცია: აოგო, გერერო (ორივე ჰამბურგი)

ტრავმა: იაისლე, კლინგმანი, ვორსა, თომალა - მიკელი, დიკმაიერი, რაიკოვიჩი

ლევერკუზენი-კაიზერსლაუტერნი 22:00

პირველ წრეში: 2:0

დისკვალიფიკაცია:

ტრავმა: ჩორლუკა, და კოშტა, შვააბი, ლ. ბენდერი, სემი - შიმუნეკი, ბორისიუკი, ტიფერტი, იორგენსენი, კუემაა, შეხტერი, ვაგნერი

ჰანოვერი-ვოლფსბურგი 22:00

პირველ წრეში: 1:4

დისკვალიფიკაცია: მადლუნგი (ვოლფსბურგი)

ტრავმა: აიჩიჩეკი - კრისი, თიოლკე, ჰიტცლშპერგერი, მედოიევიჩი

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ბორუსია (დ) 29 20 6 3 66-22 66

2. ბაიერნი 29 20 3 6 69-19 63

3. შალკე 29 18 3 8 64-35 57

4. ბორუსია (მ) 30 15 8 7 43-22 53

5. შტუტგარტი 30 13 7 10 55-40 46

6. ვერდერი 30 11 9 10 44-46 42

7. ლევერკუზენი 29 11 8 10 40-39 41

8. ჰანოვერი 29 10 11 8 37-42 41

9. ვოლფსბურგი 29 12 4 13 41-52 40

10. ჰოფენჰაიმი 29 9 10 10 34-40 37

11. მაინცი 30 9 9 12 47-48 36

12. ფრაიბურგი 30 9 8 13 41-56 35

13. ნიურნბერგი 29 9 5 15 27-41 32

14. ჰამბურგი 29 7 10 12 33-51 31

15. აუგსბურგი 30 6 12 12 32-47 30

16. კიოლნი 30 8 5 17 36-63 29

17. ჰერტა 30 6 9 15 31-54 27

18. კაიზერსლაუტერნი 29 3 11 15 18-41 20

ბომბარდირები

25 - გომესი (ბაიერნი); 24 - ჰუნტელაარი (შალკე); 19 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 17 - პოდოლსკი (კიოლნი); 16 - პისარო (ვერდერი); 15 - როისი (ბორუსია /მ/), ჰარნიკი (შტუტგარტი); 14 - რაული (შალკე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია