ჩვენი გაზეთის გუშინდელ ნომერში სიახლე გამცნეთ - გიორგი ცინცაძე ესტონურ "ტარტუ როკს" დაუბრუნდა. იგი ბალტიისპირეთში გუშინ გაფრინდა და...

ჩვენი გაზეთის გუშინდელ ნომერში სიახლე გამცნეთ - გიორგი ცინცაძე ესტონურ "ტარტუ როკს" დაუბრუნდა. იგი ბალტიისპირეთში გუშინ გაფრინდა და შეუერთდა "როკერებს", რომლებიც პოლონეთში საკონტროლო მატჩებს მართავდნენ და ესტონეთში ახლახან დაბრუნდნენ. გიორგის ტარტუში გაფრენამდე ვესაუბრეთ. თავდაპირველად დავინტერესდით, რატომ გადაწყვიტა "როკში" დაბრუნება.

- გასულ სეზონში ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც მსურდა. რამდენიმე გუნდი გამოვიცვალე. ბოლოს პოლონურ "სოპოტში" გადავედი, მაგრამ კოჭის ტრავმა მივიღე და გადამწყვეტ სტადიაზე გუნდს ვერ დავეხმარე. რთული სეზონის შემდეგ მსურდა ისეთ გუნდში გადასვლა, სადაც მეტი სათამაშო დრო მექნებოდა. სწორედ ასეთია "ტარტუ როკი", რომელშიც აქამდე სამი წელი გავატარე.

- 2009 წლის შემდეგ მწვრთნელი არ შეუცვლიათ?

- არა. გუნდს ისევ ინდრიკ ვესპაანუ წვრთნის. ახალგაზრდა, კარგი სპეციალისტია.

- სამ ტურნირში მოგიწევს თამაში...

- ევროჩელენჯზე, ბალტიის თასსა და ესტონეთის ჩემპიონატში. სამივეგან სერიოზული მეტოქეები გვეყოლება და იმედი მაქვს, როგორც წინა წლებში, ამჯერადაც კარგად ვითამაშებთ.

- ევროჩელენჯზე "სამარისა" და "ურალ გრეიტის" გამოგდების ამბავი ესტონელებს ახლაც ახსოვთ...

- რუსულ კლუბებთან ყოველთვის კარგად ვირჯებით. 2008 წელს ის ტურნირი მეოთხე ადგილზე დავასრულეთ. იმედი მაქვს, ჩვენს ჯგუფში რუსები წლეულსაც მოხვდებიან. ბალტიის თასზე კი ლიტვურ გრანდებთან, "რიტასთან" და "ჟალგირისთან" მოგვიწევს დაპირისპირება.

- "როკში" შენ გარდა გამთამაშებლად კიდევ ვინ ითამაშებს?

- სოკი. იგი ახალგაზრდა კალათბურთელია, 2008-09 წლებში ჩემ შემცვლელად თამაშობდა.

- "ტარტუ როკზე" საუბარი კონტრაქტის ვადით დავასრულოთ...

- ერთწლიანი ხელშეკრულება გავაფორმე. ესტონეთში სეზონის ბოლომდე დავრჩები.

- საქართველოს ნაკრების ევრობასკეტზე დაშვების ამბავს როგორ შეხვდი?

- 5 სექტემბერს კალათბურთელები ზაზა ფაჩულიას ჯვრისწერაზე ვიყავით. თურქეთიდან ზაზას დაურეკეს და იოლი წარმოსადგენია, როგორ გაგვიხარდებოდა ამ ამბის შეტყობა. ემოციებს ვერ ვიკავებდით. კარგია, რომ შრომა დაგვიფასეს.

- შესარჩევ ტურნირში გუნდის გამოსვლას როგორ შეაფასებ?

- მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი მეტოქეები გვყავდა და ტურნირიც თითქმის ერთი თვე გაგრძელდა, სტაბილურად ვითამაშეთ. მხოლოდ ერთი მატჩი ჩაგვივარდა - ბელგიასთან შინ წაგება ძალიან განვიცადეთ. თუმცა იმ თამაშს გადაღლილები შევხვდით, ბელგიელებმა კი ჩვენთან დაპირისპირებამდე დაისვენეს და მატჩსაც უფრო ენერგიულად შეხვდნენ.

- შენი გარჯით რამდენად კმაყოფილი ხარ?

- კმაყოფილი არ ვარ. მეტის გაკეთება შემეძლო...

- ნაკრების ახალწვეულ ტორინ გრინზეც გკითხავ.

- ტორინი დადებითი პიროვნებაა. იგი მონდომებული იყო, გულით თამაშობდა. ძნელია, ახალწვეულ კალათბურთელს განსაკუთრებული ეფექტურობა მოსთხოვო. ჩემი აზრით, გრინმა თავი დადებითად წარმოაჩინა.

- ბოლოს ორი სიტყვა ევრობასკეტი 2011-ის შესახებ ვთქვათ.

- ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ჯგუფში ჩვენს მეტოქეებზე, ბევრიც - ჩვენს თამაშზე - რა შემადგენლობით წავალთ ლიტვაში, ღმერთმა ინებოს, გუნდში ტრავმები არ იყოს... ევროპის პირველობაზე უმაღლესი დონის ნაკრებების წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ უძლეველი არავინაა. ზოგიერთ გრანდს ჩავარდნებიც ახასიათებს, გავიხსენოთ, ევროპის 2009 წლის ჩემპიონატზე ლიტვამ როგორ ითამაშა. ასე რომ, ევროპის ჩემპიონატზე საბრძოლველად ჩავალთ.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა