მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატზე კანადის ნაკრებში ვანკუვერის ოლიმპიადის ორი ჩემპიონი ითამაშებს
ვანკუვერის ოლიმპიადის ორი ჩემპიონი ითამაშებს კანადის ნაკრებში მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატზე. "ანაჰაიმის" ფორვარდებმა - რაიან გეტცლაფმა და კორი პერიმ თანხმობა განაცხადეს შვედეთსა და ფინეთში გამგზავრებაზე, სადაც 4-20 მაისს პლანეტის პირველობა გაიმართება.

კიდევ ერთმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა - "კალგარი ფლეიმზის" ვეტერანმა ფორვარდმა ჯერომ იგინლამ უარი თქვა ჩემპიონატში მონაწილეობაზე.

კანადის ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა კევინ ლოუმ ჰოკეის ეროვნული ლიგის კიდევ რამდენიმე წამყვანი მოთამაშისგან მიიღო თანხმობა. ესენი არიან ფორვარდები: ჯონ ტავარესი ("აილენდერსი"), ჯორდან ებერლე ("ედმონტონი"), ევანდერ კეინი და ენდრიუ ლედი (ორივე - "ვინიპეგი"), რაიან ო’რაილი ("კოლორადო"), ჯეიმი ბენი ("დალასი") და ჯეფ სკინერი ("კაროლინა").

მცველთაგან კანადის ნაკრებში ვიხილავთ: ჯეი ბოუმისტერს ("კალგარი"), დიონ ფანოფს ("ტორონტო"), პი კეი სუბანს ("მონრეალი") და მარკ მეტოტს ("კოლამბუსი"). მეკარეთაგან ჯერჯერობით მხოლოდ კემ უორდის ("კაროლინა") თანხმობის შესახებ არის ცნობილი.

ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა პლანეტის პირველობაზე NHL-ის გასული რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერი სტივენ სტემოსი ("ტამპა ბეი"). მან უახლოეს ხანში უნდა აცნობოს კანადის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს თავისი გადაწყვეტილების შესახებ.

ბოლო ორ ჩემპიონატზე კანადის ნაკრები მეოთხედფინალიდან ეთიშებოდა ბრძოლას. წლევანდელი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მისი მეტოქეები იქნებიან ფინეთის, აშშ-ის, შვეიცარიის, სლოვაკეთის, ბელარუსის, საფრანგეთისა და ყაზახეთის ნაკრებები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა