სამბისტთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდა საქართველოს ნაკრები - ჯამში 16 მედალი მოიპოვა
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დამთავრდა ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც წარმატებით გამოვიდა საქართველოს ნაკრები - ჯამში 16 მედალი მოიპოვა.

აქედან 5 ოქროა, 7 - ვერცხლი და 4 - ბრინჯაო. განსაკუთრებით კარგად ჭაბუკები გამოვიდნენ, რომელთა წილადაც 9 მედალი მოდის - 3 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

ამ ასაკში ევროპის ჩემპიონები ომარ ნიაზაშვილი (70), უშანგი მარგიანი (75) და ზაურ მამარდაშვილი (87) გახდნენ. ანალოგიურ მიღწევამდე მხოლოდ თითო მოგება დააკლდათ იოსებ მელაძეს (52), ზაზა როსტომაშვილს (60), ლევან კირკიტაშვილს (65) და გიორგი ლაზუაშვილს (+87) - ისინი ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ; ბრინჯაოს კი ლერი ბედინაძე (48) და ჯონი ჭითანავა (81) დაეუფლნენ.

ახალგაზრდებში 7 ჯილდო ხარისხობრივად ასეა განაწილებული - 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. პირველობა შმაგი ლაგაზაურმა (62) და ამირან იანვარაშვილმა (82) მოიპოვეს. ფინალში ავთანდილ მზარეულიშვილი (48), მიხეილ ჩოხელი (74) და უშანგი კოკაური (+100) გავიდნენ, მაგრამ დამარცხდნენ და მეორე ადგილზე დარჩნენ. ბრინჯაოს მედლები წილად ხვდათ გიორგი მესაბლიშვილს (57) და ალექსანდრე მილდიანს (90).

გუნდური ადგილები ასე განაწილდა: ჭაბუკები. 1. საქართველო-48ქ, 2. რუსეთი-47, 3. სომხეთი-21. ახალგაზრდები. 1. რუსეთი - 60, 2. საქართველო - 37, 3. მოლდოვა - 25. ჩემპიონატში 21 ქვეყანა მონაწილეობდა.

დასასრულს გეტყვით, რომ ჩვენს გუნდში 20 სპორტსმენი შედიოდა (10-10 ჭაბუკი და ახალგაზრდა), ანუ უმედლოდ მხოლოდ 4 მონაწილე დაგვრჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა