საქართველოს თასი. ნახევარფინალი. პირველი მატჩი
10.04. ზესტაფონი. დ. აბაშიძე. 1 500 მაყურებელი

ზესტაფონი-მეტალურგი 1:1

გოლები: 0:1 სიხარულიძე (37. თექთურმანიძის პასით), 1:1 დვალი (41. აფციაურის პასით)

ზესტაფონი მეტალურგი

4-4-2 4-2-3-1

რ. კვასხვაძე ბათიაშვილი

თ. ღონღაძე გ. სეთურიძე

გ. ონიანი გ. კვარაცხელია

საჯაია გავაშელიშვილი

ელიავა ს. თოდუა

აფციაური რაზმაძე

გორგიაშვილი ქავთარაძე

მენთეშაშვილი თექთურმანიძე

შ. გრიგალაშვილი ი. მაისურაძე

დ. მუჯირი ჯაფარიძე

დვალი სიხარულიძე

მწვრთნელები

გ. ჭიაბრიშვილი კ. ჟორჟიკაშვილი

ზესტაფონი

63. გორგიაშვილი - შარიქაძე

71. მუჯირი - ოვონიკოკო

76. საჯაია - კობახიძე

სათადარიგოები: მამალაძე, ბენაშვილი, სამუშია, წინამძღვრიშვილი

მეტალურგი

63. ს. თოდუა - დობროვოლსკი

69. თექთურმანიძე - ჭედია

80. სიხარულიძე - ტატანაშვილი

სათადარიგოები: ბედიაშვილი, მახვილაძე, ხოხონიშვილი, მოდებაძე

გაფრთხილება: საჯაია (16), რაზმაძე (56), გორგიაშვილი (62), ჭედია (90)

არბიტრი: ლ. სილაგავა

როცა ორრაუნდიან სათასო დაპირისპირებაში სტუმრად გოლი გაგაქვს და არ მარცხდები, განმეორებითი მატჩის წინ კომფორტულ მდგომარეობაში ხარ.

როგორც თავიდანვე ნათელი იყო, 10 აპრილს ბევრი ვერაფერი გაირკვა და ფინალისტის ვინაობა რუსთავში გამოვლინდება, მაგრამ პირველ მატჩში "მეტალურგმა" ზემოთ ნახსენებ უპირატესობას მიაღწია და საპასუხო შეხვედრისთვის "ზესტაფონი" რთული ამოცანის წინაშე დააყენა.

"დავით აბაშიძეზე" ერთმანეთს ჩემპიონობის პრეტენდენტები დაუპირისპირდნენ და საინტერესო იყო, ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩების წინ როგორ წარმოაჩენდნენ თავს ზესტაფონელები და რუსთაველები.

თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ თამაში ურიგო სანახავი არ ყოფილა და რიგ ეპიზოდებში მასპინძლებმაც და სტუმრებმაც საკუთარი შესაძლებლობები კარგად დაგვანახეს, მაგრამ მაინც გვგონია, რომ ორივე გუნდს მეტი შეუძლია. ამის თქმა უფრო უპრიანი "ზესტაფონზე" იქნება, რადგან 10 აპრილს მისთვის არცთუ ხელსაყრელი ანგარიში დაფიქსირდა.

"ზესტაფონმა" ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშა, "მეტალურგის" სასტარტო თერთმეტეულში კი "დინამოსთან" მატჩის შემდეგ რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდს დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ დაუბრუნდნენ გივი კვარაცხელია და გიორგი თექთურმანიძე. "დინამოს" კარში გატანილი ეფექტური გოლის ავტორი რევაზ გეწაძე ზესტაფონურ შეხვედრას ავადმყოფობის გამო დააკლდა. კარში კი, მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, გრიგოლ ბედიაშვილის ნაცვლად არანაკლებ გამოცდილი ზურაბ ბათიაშვილი ჩადგა.

პირველი ტაიმი მეორეზე გაცილებით შინაარსიანი და სანახაობრივი გამოდგა. შესვენებამდე "მეტალურგი" "ზესტაფონს" არაფერში ჩამორჩა და ხშირად მასპინძლებზე უკეთაც გამოიყურებოდა. საწყის 45 წუთში სტუმრებმა უფრო მეტი სახიფათო მომენტი შექმნეს.

მე-16 წუთზე "მეტალურგის" სწრაფი კონტრშეტევა ედიკ საჯაიამ ყვითელი ბარათის ფასად შეაჩერა. ერთ წუთში კი გიორგი გავაშელიშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა როინ კვასხვაძემ ხელებში დააფიქსირა.

საინტერესო ეპიზოდები ამის შემდეგაც ხშირი იყო. შოთა გრიგალაშვილის ახლო კუთხეში დარტყმულს ბათიაშვილი გადაეფარა. სევასტი თოდუას კვასხვაძემ არ გაატანინა.

"ზესტაფონის" მეკარემ 36-ე წუთზე თავისი გუნდი კიდევ ერთხელ გადაარჩინა, ერთ წუთში კი უკვე უძლური იყო. თექთურმანიძე მასპინძელთა საჯარიმოში შეტევის მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა, გზად ორი მეურვე ჩამოიცილა და ირაკლი სიხარულიძეს ისეთი პასი გაუკეთა, გოლს ფეხის ერთი მოქნევაღა რომ სჭირდება - 0:1.

იმერლებმა საპასუხო და არანაკლებ ლამაზი გოლი ძალიან მალე გაიტანეს - "ზესტაფონის" შემადგენლობაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა დავით მუჯირმა საჯარიმოში ბურთი თორნიკე აფციაურს "შეუყოლა", რომლის გამჭოლ გადაცემასაც ბათიაშვილი კი ჩაუწვა, მაგრამ მის მიერ მოგერიებული ბურთი მცველს მოხვდა, "აიჭრა" და უმეთვალყურეოდ მიტოვებულმა ჯაბა დვალმა ვარდნით გადაგზავნა "მეტალურგის" კარში - 1:1.

მეორე ტაიმში სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდისა იყო, რაც გასაკვირი ნამდვილად არ გახლდათ - რუსთაველთათვის შედეგი აბსოლუტურად მისაღები იყო და შესაძლოა, მათ "მეორენომრობა" შეგნებულადაც აირჩიეს. ფეროელებს კი მეორე გოლი ძალიან სჭირდებოდათ.

"ზესტაფონი" მეტოქის საჯარიმომდე იოლად მიდიოდა, მაგრამ იქ ხელსაყრელი გაგრძელებების პოვნა უჭირდა.

მეორე ნახევარში ყველაზე რეალური შანსი თორნიკე გორგიაშვილს ჰქონდა, რომელიც მეკარესთან პირისპირ ოდნავ მახვილი კუთხიდან გავიდა, მაგრამ, სამაგიეროდ, დასარტყმელად დიდი დრო ჰქონდა. ამის მიუხედავად, მასპინძელთა ნახევარმცველმა ბურთი კარს ააცილა.

მეორე ტაიმის შინაარსის მიუხედავად, ვერავინ იტყვის, რომ ეს 1:1 "მეტალურგს" არ დაუმსახურებია. ჟორჟიკაშვილის გუნდი შინ ხელსაყრელი ანგარიშით დაბრუნდა და ფინალში გასვლის კარგი პერსპექტივაც აქვს, თუმცა მთავარი ბრძოლა "ფოლადის" ხელოვნურსაფარიან მოედანზე გველის - "ზესტაფონი" უშანსოდ ნამდვილად არ არის და ვნახოთ, ვის დარჩება თასის ფინალის მეორე საგზური.

პირველი საგზურის მფლობელი კი უკვე აშკარად გარკვეულია...

საქართველოს თასის ნახევარფინალი. პირველი მატჩები

გაგრა-დილა 1:2 (იხილეთ ვრცლად)

1:0 ჯერემია(20), 1:1 ვაწაძე(63, ხოჯავას პასით), 1:2 ვაწაძე(82, ახალკაცის პასით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vasiko basiladze
ამას ნაღდად არ ველოდი,შედეგზე არაფერს ვამბოფ,თამაშის ხარისხი არ მომეწონა ზესტაფონის,რაღაც ეც ბოლო პერიოდი ცუდად გამოიყურება გუნდი,არ ეკადრება ზესტაფონს ასეთი უაზრო თამაში,ზესტაფონის გულშემატკივარი ვარ და დიდი იმედ გაცრუბა იყო ჩემთვის გუშინდელი თამაში
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
"ბრიუგემ" ჰეიენი გაათავისუფლა და მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი დამრიგებელი დანიშნა
თუ "სიტისთან" წააგებენ - "რეალში" ალონსო შესაძლოა, მადრიდული გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაანაცვლოს
სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის
[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
[VIDEO] კვერნაძის დუბლი იტალიაში - "ფროზინონე" სერია A-სკენ მიიწევს
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის
"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ლიდერებმა სალაჰის მხარი დაიჭირეს - "ლივერპულის" ფეხბურთელები სლოტის გათავისუფლებას ითხოვენ
[VIDEO] სანდროს მორიგი კარგი მატჩი და ეფექტური ჩატენვები - "ტორონტო" ზედიზედ მესამედ დამარცხდა
ლანდო ნორისი ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის ჩემპიონია
[VIDEO] "რეალმა" "სელტასთან" წააგო და "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩა
[VIDEO] ქვები და გინება სპალეტის - "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" სძლია
გაბრაზებული "კვარავაჯოს" დაბრუნება, შეჯამება და კიდევ ერთი ტიტული წლის ბოლომდე