კაჰრამან მარსის მოჭადრაკეთა ღია საერთაშორისო ტურნირში ჩვენებურმა მე-9 ტურში 7 ქულა მოაგროვა
დავით ზარქუა სოხუმელია. შარშან საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა ეროვნულ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა და ტიტულს დღემდე ატარებს.

წლეულს საერთაშორისო ოსტატის წოდება მიენიჭა. ბოლოდროინდელი წარმატებები იმანაც გამოიწვია, რომ მეორე წელიწადია, საერთაშორისო შეჯიბრებებში აქტიურად მონაწილეობს.

ახლაც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს (მინისტრი დალი ხომერიკი) დაფინანსებით თურქულ კაჰრამან მარსის მოჭადრაკეთა ღია საერთაშორისო ტურნირში ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებს უწევდა მეტოქეობას.

მასთან ერთად კიდევ ოთხი ქართველი საერთაშორისო ოსტატი (მალხაზ სულაშვილი, ბაჩანა მორჩიაშვილი, კახა შალამბერიძე, ალექსანდრე ყაშაშვილი) იბრძოდა საპრიზო ადგილებისთვის.

სტარტიდანვე ლიდერობა ჩვენებურებმა იგდეს ხელთ. მე-8 ტურში სულაშვილი და ყაშაშვილი დაზავდნენ. ზარქუამ შავი ფიგურებით ირანელი საერთაშორისო ოსტატი დარბან მორტეზა დაამარცხა. შალამბერიძემ და მორჩიაშვილმა, ასევე შავებით, შესაბამისად, თურქმენ მელის ანაბერდიევსა და მასპინძელ ერენ ერერდემს სძლიეს.

ბოლო ტურის წინ ზარქუა და ყაშაშვილი 6,5-6,5 ქულით დაწინაურდნენ. ნახევარ-ნახევარი ქულით მათ მორჩიაშვილი და შალამბერიძე ჩამორჩებოდნენ. მოჭადრაკეთა დიდ ჯგუფს 5,5-5,5 ქულა ჰქონდა.

დასკვნით პაექრობაში მეწინავეთა პაექრობები ყაიმით დასრულდა. დაზავდნენ ზარქუა-მორჩიაშვილი, შალამბერიძე-ყაშაშვილი, ალი ეკბერ დოღანი-სულაშვილი, მორტეზამ კი სულეიმან იალიმის აჯობა.

ამდენად, 9 ტურის შემდეგ 7-7 ქულით ორი ქართველი აღმოჩნდა გათამაშების ცხრილის სათავეში. უკეთესი კოეფიციენტით მთავარი პრიზი დავით ზარქუას ერგო, მეორე ადგილზე ალექსანდრე ყაშაშვილი გავიდა.

6,5 ქულით მესამე ადგილი დარბან მორტეზას ხვდა. ამდენივე ქულით, მაგრამ უარესი დამატებითი მაჩვენებლებით, მეოთხე-მეხუთე ადგილები შალამბერიძემ და მორჩიაშვილმა გაინაწილეს. სულაშვილმა 6 ქულით მე-7 ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე