ტურის საუკეთესოდ თსუ-ს კალათბურთელი ბექა ჩიკვილაძე დასახელდა, რომელმაც "შსს აკადემიასთან" 28 ქულა მიითვალა
21-ე ტურში თსუ-ს მიერ "შსს აკადემიის" დამარცხება ბევრისთვის მოულოდნელი იყო. სტუდენტთა წარმატება გუნდური თამაშის შედეგი გახლდათ, თუმცა ორი კალათბურთელი მაინც უნდა გამოვარჩიოთ: ვახტანგ ჩქარეული და ბექა ჩიკვილაძე.

პირველმა 8-იდან 6 სამქულიანი ჩააგდო და 24 ქულას მოუყარა თავი, ხოლო ჩიკვილაძემ 28 ქულას 5-5 პასი-ჩაჭრა მიამატა.

დიდი მსჯელობის შემდეგ ჟურნალისტებმა ტურის საუკეთესო კალათბურთელად ბექა დავასახელეთ, რომელთან ინტერვიუსაც აქვე გთავაზობთ. მან "შსს აკადემიის" წინააღმდეგ ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ ითამაშა. სადისციპლინო კომიტეტმა ჩიკვილაძე არმიელ ჯერემი რიჩარდსონთან გაწევ-გამოწევის გამო დასაჯა.

- ნუგზარ მარკოიშვილის ხელში გავიზარდე. ნუგზარ ჭეიშვილიც კარგად მიცნობს. იყო პრეზიდენტის დაინტერესებაც და შუა სეზონში თსუ-ში გადმოვედი. მეორე წრეში ოთხი მატჩის გამოტოვება მომიწია.

ამის გამო თავს უხერხულად ვგრძნობდი, რადგან მწვრთნელებსა და ხელმძღვანელობას ჩემი იმედი ჰქონდა, მაგრამ ვერ ვთამაშობდი. ნამდვილად არ ვაპირებ თავის მართლებას, პროფესიონალ კალათბურთელს ასეთი საქციელი არ შეშვენის. დისკვალიფიკაციამ ბევრი რამ მასწავლა და დარწმუნებული ვარ, მომავალში მსგავსს აღარ გავიმეორებ.

- როგორც ჩანს, ერთთვიანი უთამაშებლობის შემდეგ ფორმიდან არ ამოვარდნილხარ...

- ორჯერადად ვვარჯიშობდი და ვცდილობდი, ფორმა შემენარჩუნებინა.

- მაინც რის ხარჯზე მოახერხეთ "შსს აკადემიის" დამარცხება?

- მწვრთნელი, ნუგზარ ჭეიშვილი ყოველთვის ამბობს: მთავარია, გამარჯვებისთვის მაქსიმუმი გაიღო და წარმატებაც აუცილებლად მოვაო. შსს-სთან მართლაც ბოლომდე ვიბრძოლეთ და დაგვიფასდა. პირველ რიგში, გუნდური თამაშის წყალობით გავიმარჯვეთ, დაცვაში ერთმანეთს კარგად ვეხმარებოდით.

- მაღალ დონეზე ითამაშა ვახტანგ ჩქარეულმა...

- ისიც ჩემი თანატოლია, 1991 წელსაა დაბადებული. პატარაობიდან ვახტანგთან ერთად ვთამაშობ. წლეულს მეტი სათამაშო დრო აქვს და შესანიშნავადაც ირჯება. შსს-სთან პერიმეტრიდან მაღალი შედეგიანობით ისროლა და ჩვენს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

- რეგულარული ეტაპის დასრულებამდე ერთი მატჩი დარჩა. რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის "დინამოსთან" შეხვედრას?

- თუ ეს თამაში მოვიგეთ, რეგულარულ ეტაპს მეშვიდე ადგილზე დავასრულებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პლეი ოფის პირველ ეტაპზე "არმიას" ავცდებით. ამიტომ "დინამოსთან" დაპირისპირებისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით.

დინამო-სტუ 102:81

ოლიმპი-სამედიცინო 96:76

არმია-სოხუმი 89:69

თსუ-შსს აკადემია 77:65

ბათუმი-რუსთავი 73:82

რეკორდები

ქულა

41 - ლარი ბლერი (შსს აკადემია)

2-ქულ 11/21; 3-ქულ 4/8; საჯ 7/8

17.12.11 შსს-თსუ

41 - ლარი ბლერი (შსს აკადემია)

2-ქულ 14/20; 3-ქულ 2/6; საჯ 7/8

03.03.12 შსს-დინამო

მოხსნა

20 - რიჩარდ მათიაშვილი (ქუთაისი)

(მეტოქ: 4; საკუთ: 16)

23.12.11 ბათუმი-ქუთაისი

პასი

14 - ლაშა გამყრელიძე (ოლიმპი)

29.10.11 შსს-ოლიმპი

14 - ლაშა გამყრელიძე (ოლიმპი)

10.12.11 დინამო-ოლიმპი

14 - ბენჟამინ ვუდსაიდი (არმია)

17.12.11 სოხუმი-არმია

ჩაჭრა

8 - ბენჟამინ ვუდსაიდი (არმია)

10.03.12 სამედიცინო-არმია

დაფარება

6 - ილიცა მილუტინოვიჩი (ოლიმპი)

15.10.11 თსუ-ოლიმპი

6 - ბექა ბექაური (სამედიცინო)

05.11.11 დინამო-სამედიცინო

6 - მილან ოლუიჩი (დინამო)

14.02.12 დინამო-არმია

6 - მილან ოლუიჩი (დინამო)

17.03.12 დინამო-ბათუმი

6 - მილან ოლუიჩი (დინამო)

06.04.12 დინამო-სტუ

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა